ქართველმა არბიტრებმა POLAR-ის ფირმის საათები მიიღეს, რომლებიც სათამაშო დროის უკეთ კონტროლის საშუალებას იძლევა

გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროს ლევან ფანიაშვილთან ინტერვიუ შემოგთავაზეთ. მისგან ერთი საინტერესო სიახლეც შევიტყვეთ, რომელზეც დღეს გიამბობთ.

28 იანვარს უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განაცხადი დააკმაყოფილა და თავის სამსაჯო კონვენციაში გაგვაწევრა. თუმცა გასული წლის ნოემბრისთვის ეს უკვე გადაწყვეტილი იყო. მაშინ ჩვენს კანდიდატურას მწვანე შუქი უეფას სამსაჯო კომიტეტმა აუნთო, საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასკომმა მიიღო.

ცნობისათვის, უეფას სამსაჯო კონვენცია 2005 წელს შეიქმნა, საქართველომ კი იქ მოსახვედრად განაცხადი 2007 წელს შეიტანა და მას შემდეგ ჩვენი ფედერაცია უეფას სხვადასხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ზრუნავდა. დღეს კონვენციაში ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილია გაერთიანებული, სულ 40-მდე ფედერაცია და ასოციაცია.

ალბათ, გაინტერესებთ, რას მიიღებს ჩვენი სამსაჯო კორპუსი კონვენციაში გაერთიანებით. კონვენციის პროგრამით გათვალისწინებულია მსაჯთა პროფესიული დონის ამაღლება და ამ მიზნით მათი მივლინება უეფას პატრონაჟით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაზე.

უცხოური ვიზიტების გარდა, ქართველი მსაჯები ცოდნას ადგილზეც გაიღრმავებენ. კონვენციის ფარგლებში სხვადასხვა სემინარი თბილისშიც ჩატარდება და უეფა აქ გამოცდილ ინსტრუქტორებს მოავლენს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ უახლოესი ასეთი სემინარი, ოღონდ ფიფას ეგიდით, თბილისში ივნისის შუა რიცხვებისთვისაა დაგეგმილი. ღონისძიება ხუთ-ექვს დღეს გასტანს და ქართველი მსაჯები საფუძვლიან ფიზიკურ, ტექნიკურ და თეორიულ მომზადებას გაივლიან.

უეფას სამსაჯო კონვენციის საშუალებით საფუძვლიანად გაუმჯობესდა ჩვენი სამსაჯო განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ლევან ფანიაშვილის უწყებამ უეფასგან მსაჯთა შორის საკომუნიკაციო საშუალებების ხუთი კომპლექტი მიიღო. საქართველოს უმაღლესი ლიგის თითოეულ ტურში სწორედ ხუთი მატჩი იმართება და, შესაბამისად, მსაჯთა ხუთივე ბრიგადა თანამედროვე აღჭურვილობით იქნება უზრუნველყოფილი. ამას გარდა, ყველა თანამსაჯის განკარგულებაშია ელექტრონული ალმები, რაც არბიტრთან კომუნიკაციის ეფექტური საშუალებაა.

არბიტრებმა მიიღეს POLAR-ის ფირმის საათები, რომლებიც სათამაშო დროის უკეთ კონტროლის საშუალებას იძლევა, შეცდომასა თუ უზუსტობას აბსოლუტურად გამორიცხავს, მსაჯს უზომავს პულსს, წნევას და ა.შ.

ჩვენმა მსაჯებმა კონვენციის ფარგლებში ტესტირებისთვის საჭირო ინვენტარიც მიიღეს. განსაკუთრებით ფასეულია ელექტრონული კარი, რომელიც ტესტირებისას მსაჯის მიერ დაფიქსირებულ დროს ზუსტად აღნუსხავს. კონვენციაში გაწევრების დამსახურებაა ისიც, რომ სამსაჯო განყოფილებამ საოფისე ინვენტარი, ნოუთბუქები, პროექტორები და თეორიული სწავლებისათვის საჭირო სხვა ხელსაწყოები მიიღო.

უეფასგან წლეულს სოლიდური ფინანსური დახმარების მიღებაცაა მოსალოდნელი, ოღონდ თანხის ზუსტი რაოდენობა ჯერ ჩვენთვის უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა