"რამდენიმე ევროპულ კლუბში ვითამაშე, მაგრამ ასეთი პირობები არსად მინახავს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის ფორვარდი ლადო დვალიშვილი ცოტა ხნის წინ მშობლიურ "დინამოს" დაუბრუნდა შჩეცინის (პოლონეთი) "პოგონიდან". ეროვნული გუნდის შემტევი (34 მატჩი, 5 გოლი ნაკრებში) კარგი იყო "ალაშკერტთან" თბილისურ შეხვედრაში. დვალიშვილმა ძალიან ბევრი იშრომა და ლამის ყველა პირველი ბურთი მოიგო. მოკლედ, სომეხთა დაცვა მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, ჰქონდა რეალური საგოლე მომენტიც...

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

მას არაერთ ევროპულ კლუბში ("სკონტო", ჰაიფას "მაკაბი", პოლონია", "ლეგია", "ოდენსე", "პოგონი") უგორებია ბურთი. აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშის გამოცდილებაც. მოკლედ, მისი დამატება პირდაპირ მისწრება იყო ახალგაზრდული "დინამოსთვის" საჩემპიონთალიგო სტარტის წინ.

დღეს ის "ლელოს" რესპონდენტია...

- პოლონეთიდან თქვენ წამოსვლას ნაკლებად ველოდით. როგორ მოხდა "დინამოში" თქვენი დაბრუნება?

- პოლონეთიდან რომ წამოვედი, თბილისის "დინამოს" წარმომადგენლებს რამდენჯერმე შევხვდი, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ მშობლიური გუნდის მაისურა მოვირგე. ჩემთვის "დინამო" განსაკუთრებული კლუბია. გაჩნდა შანსი, რომ წარმატებით ვითამაშოთ ევროთასებზე და მეც მინდა, ამაში ჩემი წვლილი შევიტანო.

- "პოგონში" როგორ შეეგუენ თქვენ წასვლას?

- კლუბთან კონტრაქტი 1+2 სისტემით მქონდა გაფორმებული. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყდა. სულ ეს იყო.

- წლებია, "დინამოში" არ გითამაშიათ. როგორი სიტუაცია დაგხვდათ გუნდში? როგორია ატმოსფერო?

- ყველამ იცის, რომ რამდენიმე ევროპულ კლუბში ვითამაშე და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით - ასეთი პირობები არსად მინახავს. შესანიშნავი ატმოსფეროა გუნდში, აქ ერთი ოჯახია. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა, ასეთ "დინამოში" რომ დავბრუნდი. კლუბი აწყობილი მექანიზმია. ყველამ ძალიან კარგად იცის თავისი საქმე. მოკლედ, ყველანაირად სასიამოვნო გარემოა.

- ჩემპიონთა ან ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრა - "დინამოს" წინაშე ასეთი ამოცანა დგას...

- მაქსიმუმი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა, მინიმუმი კი - ევროპის ლიგის ჯგუფში. მჯერა, შეგვიძლია, გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი. ყველას ძალიან გვინდა, წარმატებას მივაღწიოთ. ხალხი მონატრებულია გამარჯვებებს...

- შეაფასეთ "ალაშკერტთან" მატჩი...

- პირველ ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა. აქ შეიძლება რამდენიმე მიზეზი იყოს. სეზონის პირველ მატჩში დასაწყისი ყოველთვის ჭირს და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა. შეიძლება თავიდან ცოტა თავდაჯერებაც გვაკლდა... მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. ბურთი გავაგორეთ, კომბინაციური თამაშიც წაგვივიდა... რაც მთავარია, ორი ბურთი გავიტანეთ და მეტოქეს არ გავატანინეთ. გატანა კიდევ შეიძლებოდა. თუნდაც, ჩემი მომენტი ავიღოთ...

- "ალაშკერტმა" რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?

- ზოგადად თუ ვიტყვით, ორგანიზებული გუნდია, ხისტ ფეხბურთს თამაშობს და ყველანაირად ცდილობს, მინდორზე თავისუფალი სივრცეები არ დაგიტოვოს... მაგრამ ორი აზრი არ არსებობს, რომ "დინამო" უკეთესი გუნდია. მაგრამ ჩვენ მოწინააღმდეგე ბოლომდე უნდა დავაფასოთ. ევროთასებზე არაერთხელ მითამაშია ასეთი მატჩები. პირველ, საშინაო მატჩში შეხედავ და თითქოს დიდი არაფერი, მეორე შეხვედრას კი შინ ისე ატარებს მოწინააღმდეგე, რომ ვეღარ ცნობ...

ასე რომ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ ერევანში.

- სადებიუტო მატჩის მიუხედავად, თქვენი თამაში ყველას მოეწონა - ბევრი იბრძოლეთ, ლამის ყველა პირველი ბურთი მოიგეთ... ეგ იყო, კარგი საგოლე მომენტი გაგიცუდდათ...

- მიცნობთ და იცით, რომ საკუთარ თავზე საუბარს ყოველთვის გავურბივარ. ჩემი თამაში სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ... ისე კი, იმ მომენტში უნდა გამეტანა... გარედან ცოტა იოლად ჩანს ყველაფერი. არიან თავდამსხმელები, რომელთა მთავარი მიზანი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ამოცანა, გოლის გატანაა. მე ასეთებს არ მივეკუთვნები. ჩემთვის პირველ ადგილზე გუნდის წარმატება, კოლექტიური თამაში დგას. 2 გოლი გავიტანეთ, მოვიგეთ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

- დაბოლოს, მინდა "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გკითხოთ...

- მათში ძალიან დიდი ნიჭი და მონდომება დავინახე. მთავარია, საქმეს ბოლომდე სწორად მიუდგნენ და ბევრი იშრომონ. ასეთ შემთხვევაში, მათი დიდი წარმატებით ყველა ერთად გავიხარებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გური
ტელევიზია თუ ანახებს?
ლუკა
ლადო ყველაზე მაღალი დონის თავდამსხმელია საქართველოს ჩემპიონატში დღესდღეობით. დარწმუნებული ვარ მას შეუძლია მინიმუმ იმ დონეზე ითამაშოს დღეს, როგორც ხაიფას მაკაბიში თამაშობდა. კარგი იქნება თუ მის სიტყვებს მისი თანაგუნდელები ყურადღებით წაიკითხავენ. ლადო ამბობს რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა ორი თამაშის ჯამით გადაწყდება. ეს არის პროფესინალის და გამოცდილი სპორტსმენის მიდგომა საქმისადმი. ახალგაზრდა დინამოელებმა ( და საერთოდ ქართველმა ფეხბურთელებმა) უნდა გაისისხლხორცონ რომ თამაში გრძელდება მსაჯის ბოლო სასტვენამდე. ანუ ბოლო წამებამდე არის აუცილებელი კონცენტრაცია და ფოკუსირება თამაშზე! არ უნდა მოდუნდე სანამ თამაში დასრულდება, არ უნდა მოადუნო ყურადღება, არ უნდა ჩათვალო საქმე გაკეთებილად. თუ ქართველები ამ მენტალიტეტით მიუდგებიან თამაშებს, მაშინ საკუთარ თავსაც გააკვირვებენ მიღწეული შედეგებით. წარმატებები დინამოს ალაშკერტთან.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯაბა ჯიღაური: უშეღავათო ბრძოლის მოლოდინად ვართ!
ალაშკერტი VS დინამო - ჩვენ ერევანში გოლის გასატანად ჩამოვედით!
ალაშკერტი-დინამო 1:1 - მშვიდად, თავდაჯერებით, კლასით... [VIDEO]
თვითმხილველის ნაამბობი: "დინამო", სომხეთი, არგენტინელები და გულწრფელი სურენი...
დღის კარიკატურა: თბილისის "დინამომ" ერთი წინაღობა დასძლია
უჩა ლობჟანიძე: მზად ვარ 90 წუთის სათამაშოდ, დანარჩენს მწვრთნელი გადაწყვეტს!