ქართველი ჩოგბურთელები ბურსაში, ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იან საერთაშორისო ტურნირში წარმატებით გამოდიან
ქართველი ჩოგბურთელები - სოფიო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე წარმატებით თამაშობენ ბურსაში, ჩოგბურთელ ქალთა 50.000-იან საერთაშორისო ტურნირში.

14 ივლისს ერთეულთა თანრიგში მეორე წრის ორთაბრძოლები გაიმართა. მესამე ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ უზბეკ აკქულ ამანმურადოვას აჯობა - 6:3, 7:5 და მეოთხედფინალში ბოსნიელ დეა ნერძელასთან გაარკვევს ურთიერთობას.

ეს უკანასკნელი გუშინ მასპინძელ ბერთუ ჩენგიზს ხვდებოდა. პირველი სეტი ბოსნიელმა მშრალად მოიგო, მეორეში თურქმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო კორტზე გასვლა ვერ შეძლო.

გაიმარჯვა ეკატერინე გორგოძემაც - ასპარეზობის მეოთხე ნომერ ვალერია სტრახოვას (უკრაინა) გადაუკეტა მეოთხედფინალისკენ მიმავალი გზა - 6:4, 6:3. ჩვენებურის მომდევნო მეტოქე იქნება რუსი ანასტასია კომარდინას მძლეველი (3:6, 6:1, 6:2) ლინა ჯორჩესკა (მაკედონია).

წყვილებში შაფათავა და გორგოძე, რომლებიც პირველ ნომრად არიან განთესილნი, ნახევარფინალში უბრძოლველად გავიდნენ: ჩვენებურთა წინააღმდეგ ბერთუ ჩენგიზსა (თურქეთი) და ანასტასია გასანოვას (რუსეთი) უნდა ეთამაშათ, მაგრამ ბერთუს ტრავმის გამო თურქულ-რუსული წყვილი შეჯიბრებას გამოეთიშა.

შაფათავა და გორგოძე ნახევარფინალში მესამე ნომრად განთესილ ანასტასია კომარდინას (რუსეთი) და ნინა სტოიანოვიჩს (სერბეთი) დაუპირისპირდებიან, რომლებმაც გუშინ თურქები - აილა აქსუ და მელის სეზერი ჩამოიშორეს გზიდან - 6:1, 6:4. მეორე ნახევარფინალში აკქულ ამანმურადოვა (უზბეკეთი), ნათელა ძალამიძე (რუსეთი) და ლინა ჯორჩესკა (მაკედონია), ვალერია სტრახოვა (უკრაინა) გაუწევენ ერთმანეთს მეტოქეობას.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) პირველი ბარიერის წარმატებით გადალახვის შემდეგ ასპარეზობის რეიტინგფავორიტები - თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა და ყაზახი იაროსლავა შვედოვა ჩეხებთან - ლენკა კუნჩიკოვას და კაროლინა სტუხლასთან დამარცხდნენ - 1:6, 7:5, 4:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს