ისევ ჯერ ბარსელონაში, მერე მადრიდში

სამშაბათ დილით ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციაში ახალ კალენდარს უყარეს კენჭი. პრიმერა სტარტს 28-29 აგვისტოს აიღებს და ორივე გრანდი, მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" და "რეალი" ტურნირს საგარეო მატჩით იწყებს. პეპ გვარდიოლას გუნდი სანტანდერში "რასინგს" ეწვევა, ხოლო ჟოზე მოურინიოს ოფიციალური დებიუტი "სამეფო კლუბის" თავკაცის პოსტზე ბალეარის კუნძულებზე შედგება "მალიორკას" წინააღმდეგ. ბევრს აინტერესებს "ელ კლასიკოს" გამართვის თარიღები - ამ სეზონში პირველი "კლასიკო" 28 ნოემბერს "კამპ ნოუზე" გაიმართება, მეორე კი - "სანტიაგო ბერნაბეუზე" 17 აპრილს.

სხვათა შორის, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ერთი ლაფსუსი დაემართა - წინა ღამით, კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა "კალენდარი", სადაც პირველ ტურში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ვალენსია" ხვდებოდნენ. ეს კალენდარი მალე წაშალეს საიტიდან, თუმცა მედიის ბევრი საშუალება კი მაინც შეიყვანეს შეცდომაში. ესპანური ფეხბურთის ბოსებს ჯერ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი ყალბი კალენდრის თაობაზე.

I ტური

29 აგვისტო

ატლეტიკო-სპორტინგი

ერკულესი-ბილბაო

რასინგი-ბარსელონა

მალაგა-ვალენსია

დეპორტივო-სარაგოსა

ლევანტე-სევილია

ესპანიოლი-ხეტაფე

რეალ სოსიედადი-ვილიარეალი

ოსასუნა-ალმერია

მალიორკა-რეალი

კალენდარი სრულად იხილეთ 21 ივლისის ლელოში

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა