ინტერვიუ 2010 წელს საქართველოს თასის მფლობელი "ლელოს" მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილთან
თბილისის განათლების სამმართველოს კომპლექსური სკოლის რაგბის განყოფილებას წლების განმავლობაში არაერთი ნიჭიერი მორაგბე აღუზრდია. აქ ისწავლეს რაგბის ანაბანა ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთგზის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა. მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე, 1980 წელს, კომლექსური სკოლიდან დამოუკიდებლად დაარსდა რაგბის სპორტული სკოლა.

1985 წელს კი ბათუ კევლიშვილის ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა რაგბის სპეციალიზებული სკოლის მშენებლობას, რომელიც 1989 წელს დასრულდა. ამავე პერიოდში, სკოლის ბაზაზე შეიქმნა რაგბის კლუბი "ლელო".

კლუბის ოქროს ხანა 2002 წლიდან დაიწყო და მთლიანადაა დაკავშირებული გუნდის მათავრი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის სახელთან. იმ წელიწადს "ლელომ" პირველ ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. პარადოქსია, მაგრამ 2002 წლის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ "ლელოს" ცხრა ნომერი, პირველლიგელი და ამჟამად საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კვირიკაშვილი დაასახელეს.

საქართველოს ჩემპიონის პირველი ტიტული გუნდმა 2004 წელს მოიპოვა. ქვეყნის უპირველესის სახელი "ლელომ" ხუთი წლის შემდეგ ისევ მოიხვეჭა. 2008-10 წლებში კი ზედიზედ სამჯერ დაეუფლა საქართველოს თასს.

დღესდღეობით საქართველოს ეროვნულ ნაკრების ღირსებას "ლელოს" არაერთი აღზრდილი იცავს. გუნდი ბოლო წლებია მუდმივად მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და, სავარაუდოდ, წლეულსაც ლიდერთა შორის იქნება. თუმცა რა გეგმები აქვს "ლელოს" და როგორ ემზადება მომავალი საჩემპიონატო ბატალიებისთვის, თავად ლევან მაისაშვილი გვიამბოს.

- გუნდი დეკემბრის მეორე ნახევარში შევკრიბე და ახალი წლის დადგომამადე მსუბუქად ვავარჯიშებდი. იანვრის მეორე დეკადიდან კი უკვე მწყობრირი მზადების პროგრამით გათვალისწინებული წვრთნები დავიწყეთ. კვირაში სამ დღეს ფიზიკურ მომზადებას ვუთმობთ, დავრბივართ, დიდ დროს ძალოსნობის დარბაზში ვატარებთ. დანარჩენ დღეებში ბურთით ვვარჯიშობთ, ახალი კომბინაციების დახვეწაზე ვმუშაობთ.

- როგორც წესი ამ დროს საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, თქვენი კლუბის წარმომადგენლები კი იქ მუდმივად მრავლად არიან...

- დიახ, ასეა. ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად, ლელოელებს საქართველოს A ნაკრებშიც უხვად ნახავთ. წლეულს განსაკუთრებულ რეჟიმში ვარჯიშობს ოცწლამდელთა ნაკრები, რომელსაც "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე" აქვს სათამაშო. ჩვენი მორაგბეები კლუბთან ერთად რომ ვერ ვარჯიშობენ, ცხადია, პრობლემას ქმნის, მაგრამ ვცდილობთ ამით თავჩენილი ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.

- რა ცვლილებებია გუნდის შემადგენლობაში?

- "ლელოდან" მხოლოდ ერთი მოთამაშე წავიდა. ვიქტორ კოლელიშვილი ფრანგულ "კლერმონში" გადაბარგდა და ამ სახელევანი კლუბის ესპუართა გუნდში თამაშობს. რაც შეეხება კიდევ ერთ მესამეხაზელ ილია მაისურაძეს, რომელიც საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, რიჩი დიქსონის ასისტენტია, როგორც კი დროს გამონახავს, აუცილებლად დაგვეხმარება.

საკმაოდ სერიოზული მატება გვაქვს ჭაბუკთა A ლიგის გუნდიდან. გოდერძი ჭინჭარაული, სანდრო ქოიავა, ბექა სურგულაძე, ბაჩო კოლელიშვილი ბექა ხიპაშვილი, გიორგი ჭყოიძე და უჩა მჭედლიშვილი პერსპექტიული, იმედის მომცემი ახალგაზრდა მორაგბეები არიან და მათი ძალიან დიდი იმედი გვაქვს.

ამასთან, გუნდში გვყავს სრულიად ახალბედები, იმედა გორგოძე და გურამ კაკოიშვილი, რომელიც აქამდე ძიუდოთი იყვნენ გატაცებული.

- შარშან ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა "ლელოს" მგეზავს და უდავო ლიდერს, ლაშა ხმალაძეს. ამჟამად როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ლაშა ახლა ინგლისშია და ერთ-ერთი კოლეჯის გუნდში ექიმების მეთვალყურეობით ვარჯიშობს. თებერვლის ბოლოს თბილისში დაბრუნდება და, სავარაუდოდ, "ლელოს" შემადგენლობაში პირველივე წრეში ითამაშებს. ფორმაში შედის ასევე გარემარბი ალექსანდრე თოდუაც, რომელიც ხმალაძესთან ერთად ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა. შარშანდელ ჩემპიონატში ეს მოთამაშეები რომ არ დაგვეკარგა, ჩემპიონის ტიტულს არ დავთმობდით.

- ცხადია, "ლელო" წლეულს ისევ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. რომელი გუნდები მიგაჩნიათ ძირითად კონკურენტებად?

- საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატი უნდა გამოვიდეს. ყველა გუნდი ინტენსიურად ემზადება. ვფიქრობ, ჩემპიონობითვის ისევ "ლოკომოტივი", "აია" და "ყოჩები" იბრძოლებენ. ძალიან კარგი გუნდი უნდა იყოს რუსთავის "ხარები", რომელსაც სერიოზული ძალა დაემატა - პალიკო ჯიმშელაძე.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გუნდს სავარჯიშო პირობები ნორმალური აქვს. გეგმაში კი სათამაში მოედნის მშენებლობაცაა...

- ვარჯიშებს დიდ დიღომში, "ვისოლის" სპორტულ კომპლექსში ხელოვნურსაფარაიან მოედანზე ვატარებთ. ვარკეთილის ბაზაზე წვრთნა ჯერ შეუძლებელია, რადგან მოედანზე მიწა შეგვაქვს. იქ ვარჯიშის ჩატარება, ალბათ, აპრილამდე არ მოხერხდება.

რაც შეეხება სათამაშო მოედანს. მისი მშენებლობა დიდ დიღომში მალე დაიწყება. სტადიონი 2 ათასამდე ქომაგს დაიტევს. ერთ ბალახისსაფარიან სტანდარტულ მოედანთან ერთად, ერთიც არასტანდარტული, ხელოვნურსაფარიანი გვექნება.

- მინდა ჩვენ ეროვნულ ნაკრებზეც გკითხოთ. როგორც საქართველოს A ნაკრების მწვრთნელი, თქვენ "ბორჯღალოსანთა" თითქმის ყველა ვარჯიშს ესწრებით. რა შეგიძლიათ თქვათ, ჩვენი გუნდის მწვრთნელებზე?

- ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რიჩი დიქსონს ძალიან კარგი ორაგანიზატორული თვისებები აღმოაჩნდა. ის დიდი ხანია, ჩვენთან მუშაობს და მისი უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდება სანაკრებო და, საერთოდ, განვითარების პროგრამები. მას საკმაოდ საინტერესო ხედვა აქვს.

საშუალება მქონდა ნოემბრის ტესტებზეც ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი. დავრწმუნდი, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბი მართლაც უმაღლესი დონის სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. აბსოლუტურად ყველაფერი წინასწარ აქვთ დაგეგმილი. დასახულს ჯერ თეორიულად განიხილავენ, მერე ვარჯიშზე პრაქტიკულად ახორციელებენ. ვარჯიშის შემდეგ ისევ კრიბავენ გუნდს და განიხილავენ, რისი გაკეთება მოხეხდა და რისი არა. ერთი სიტყვით, ვისი მუშაობაც მინახავს, მათგან ყველაზე საინტერსო სპეციალისტები არიან.

მთავარი ისაა, რომ რასაც მწვრთნელები ითხოვენ გუნდმა თამაშში სწორედ მისი რეალიზება დაიწყო. ვნახოთ, გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან როგორ გამოუვათ. თუმცა, ნაკრების მწვრთნელები რასაც უკვე აკეთებენ, დასაფასებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...