მადრიდის "რეალის" ლეგენდა AS-თან ინტერვიუში ფეხბურთზე, როგორც ბიზნესზე, სამწვრთნელო სტილსა და სათამაშო სქემებზე საუბრობს
მადრიდის "რეალის" ლეგენდა რაული კვლავ ესპანური ფეხბურთის საკეთილდღეოდ იღვწის. ახლა ის ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენელია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

AS-თან ინტერვიუში რაული საუბრობს ფეხბურთზე, როგორც ბიზნესზე, სამწვრთნელო სტილსა და სათამაშო სქემებზე.

ახალი სამუშაოს თაობაზე

- ახალ თანამდებობაზე თავს როგორ გრძნობთ?

- თითქოს, ვიღაც სულ სხვა ვარ. ახლა მე არც ერთ შეჯიბრებაში არ ვმონაწილეობ. ამერიკაში გახსნა ლა ლიგის ოფისი და უყურო, დღითიდღე როგორ იზრდება ის - ეს სრულიად განსხვავებული ემოციაა.

- ფეხბურთი, როგორც ბიზნესი - თქვენთვის ეს ადვილია?

- ეს ჩემი არჩევანია, არავის დაუძალებია. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი მომავალში ძალიან დამეხმარება. ერთი მხრივ, ბიზნესის პროცესებში ვარ ჩართული, მეორე მხრივ კი, მე ხშირად ვეხმიანები ესპანურ გუნდებს, ვმონაწილეობ ტურნირების ორგანიზებაში, ურთიერთობა მაქვს ამერიკის ფეხბურთის ფედერაციასთან. ვუყურებ თამაშებს. ხანდახან მინდორზე გავდივარ და სამწვრთნელო პროცესის წარმართვაში ვეხმარები.

- არ გიჭირთ ერთად ამდენი რამის კეთება?

- ალბათ, ჯერ მაინც ძიების პროცესში ვარ, რომ გავიგო, აქედან "ჩემი" რა არის. ამისთვის მე კიდევ მაქვს სამი-ოთხი წელი. ამის შემდეგ სურათი უფრო გამოიკვეთება.

"ატლეტიკოსა" და სათამაშო სქემების შესახებ

- "რეალის" ყოფილი გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო ამბობს, რომ ფეხბურთში სქემებმა დაამარცხა სილამაზე. ეთანხმებით?

- დიახ, დღეს წარმატებას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ. ჯერ უნდა გაიგო, როგორი ფეხბურთელები არიან შენს განკარგულებაში, მერე თავისუფლება უნდა მისცე მაღალი კლასის მოთამაშეებს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ისინი საუკეთესო კუთხით გაიხსნან. დღეს წაგების ბევრს ეშინია. ხანდახან ვუყურებ ფეხბურთს და ვფიქრობ: "რას აკეთებ? მინდორზე ხომ მოსაგებად გადიან?!"

- "ატლეტიკო" და "ლესტერი" ელიტაში ხომ ასეთი თამაშებით შევიდნენ?

- არ ღირს მათი მიღწევების გაუფერულება. "ატლეტიკოს" თავისი სათამაშო სტილი აქვს და ამ სტილს შედეგი მოაქვს. მათ მოიგეს ჩემპიონატი, ორჯერ გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მოიგეს ევროპალიგა.

- გამოდის, ჩავი ცდებოდა, როცა ამბობდა, რომ ტოპ-კლუბი ვერასდროს ითამაშებს ისე, როგორც "ატლეტიკო" თამაშობს...

- ყველა გუნდმა თავისი გზა უნდა მოძებნოს, რომელიც მიზნისაკენ მიდის. ტოპ-კლუბებმა უნდა მოიგონ, მაგრამ როცა მე "რეალში" ვთამაშობდი, ეს საკმარისი არ იყო - ლამაზად უნდა მოგეგო. "ატლეტიკომ" "ბარსელონა" და "ბაიერნი" დაამარცხა. ის ერთ ნაბიჯში იყო ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან. გამოდის, გუნდი სწორ გზაზეა.

- რომლის ფეხბურთი უფრო მოგწონთ - დიეგო სიმეონესი თუ პეპ გვარდიოლასი?

- ჩემს გულშია შემტევი, დომინანტური სტილი, როდესაც გუნდი პირველი წუთიდანვე მიდის შეტევაში. ამასთან, პატივს ვცემ იმ გუნდებსაც, რომლებიც სხვა ფილოსოფიას მისდევენ და აღწევენ შედეგებს. როგორ არ დავაფასო გუნდი, რომელიც თავს დრამატულად იცავს, მერე კი კონტრშეტევაზე გადადის და მეტოქის კარში გოლი გააქვს? დამიჯერეთ, ამას ბევრი ვარჯიში სჭირდება.

- დასკვნა რა შეიძლება იყოს?

- ფეხბურთი, ეს ემოციაა. ნახევარფინალი "რეალს" და "სიტის" შორის იყო გამონაკლისი. მადრიდელები ეპიზოდებში კარგად თამაშობდნენ და "სიტიც" კარგი იყო, მაგრამ მომენტებში თავში გიტრიალებდა: "მათ წაგება არ უნდათ!"

- რაულს თუ აქვს სამწვრთნელო მონაცემები?

- ბევრი მეუბნება, რომ მაქვს. მე გამიჭირდება პასუხის გაცემა. მხოლოდ ერთი ვიცი: როცა მინდორზე ვარ ბიჭებთან ერთად, უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. გამოვა თუ არა რამე, დრო გვანახებს.

- თუ მწვრთნელი გახდებით, როგორი იქნება თქვენი სათამაშო ფილოსოფია?

- საქმე ისაა, როგორი გუნდი იქნება - იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგაში და საკუთარ ჩემპიონატში გამარჯვებისათვის თუ მიზნად მხოლოდ გადარჩენა ექნება. ფეხბურთს სხვადასხვა მხრიდან უნდა შეხედო. იყო მწვრთნელი - პროფესიონალი, ძალიან რთულია. ეს თამაში იმითაც არის შესანიშნავი, რომ დასახულ მიზნამდე სხვადასხვა გზით შეიძლება მისვლა.

მე რომ არჩევანი შემეძლოს, ავირჩევდი გვარდიოლას "ბაიერნს", კლოპის "დორტმუნდს"ან ბოლო დროის "რეალს". ეს სამი გუნდი განსხვავებული იყო, მაგრამ ყველა უტევდა და ეს მე ძალიან მომწონს. მე მჯერა ფეხბურთელების და არა სისტემის.

გვარდიოლაზე...

- ინგლისში გადასვლის შემდეგ გვარდიოლა შეცვლის სტილს?

- რა თქმა უნდა, ეს მისთვის ახალი გამოწვევაა. "ბაიერნთან" ერთად მან ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ გერმანული ფეხბურთის ბევრ ქომაგს მოსწონდა მისი საფეხბურთო გაგება. გერმანიის ნაკრებიც კი ხშირად ამ სტილში თამაშობდა. გვარდიოლა დიდებულად "ხარშავს" ყველა სეზონს, ყოველ თვეს, ყველა მატჩს. მჯერა, "სიტის" ფანები გუნდში მისი მისვლით ძალიან ბედნიერები არიან.

- თქვენ ფიქრობდით, რომ ზიდანი ვერ გახდებოდა მწვრთნელი. რატომ?

- ეს ჩემი პირადი გრძნობა იყო. საქმე ისაა, რომ ის არცთუ ისე კომუნიკაბელური იყო. ფეხბურთელები ხშირად არჩევენ სიღრმისეულად სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდს. ის ამას არასოდეს აკეთებდა. არადა, მას ეს თვისება ჰქონია. ზიდანმა "რეალის" სხვადასხვა გუნდში გაიარა, იმუშავა კარლო ანჩელოტისთან ერთად. ახლა ის "რეალის" მწვრთნელია და ყველა კმაყოფილია. შემიძლია ვთქვა, რომ მასში ყველა მატჩში უფრო და უფრო მეტ სამწვრთნელო თვისებას ვხედავ.

სათამაშო ფილოსოფიის თაობაზე

- რატომ არის ასე ძნელი "რეალის" გაწვრთნა?

- ერთი მხრივ, საზოგადოებრივი აზრის დიდი წნეხია; მეორე მხრივ, უნდა მართო გუნდი, რომელიც ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული. ამ ვარსკვლავებიდან ყველას სჯერა, რომ კონკრეტულ მომენტში სწორედ ის უნდა გავიდეს მინდორზე. ზიდანმა ამას გაუძლო. ჯერ კიდევ ანჩელოტისთან გაიარა ეს.

- რა არის მისი ყველაზე დიდი მიღწევა?

- მან დაარწმუნა ფეხბურთელები, რომ ერთად მუშაობით მოვიდოდა შედეგი. რომ ჩემპიონთა ლიგაზე არავის შეეძლო მათი დამარცხება.

- მას აქვს ის, რაც თქვენ - ფეხბურთელები უდიდეს პატივს სცემთ...

- შეიძლება. ახლა რომ ფეხბურთელი ვიყო, იქნებ ისევ მეთამაშა "რეალში" და ზიდანს ჩემთან ელაპარაკა. ის უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდება, მაქსიმალურად აკონტროლებს სიტუაციას. ისე, ეს სეზონი მისთვის უფრო ძნელი იქნება, ვიდრე წინა. მან ხომ შემადგენლობა უნდა ჩამოაყალიბოს.

- "რეალი" - 11 მწვრთნელი 13 წელიწადში - ეს ბევრია?

- ძალიან. "რეალში" უფრო მეტი მწვრთნელი მყავდა, ვიდრე სეზონი გავატარე. ზოგიერთი მათგანი ორჯერ იყო ჩემი მწვრთნელი. მაგალითად - ფაბიო კაპელო და ხოსე ანტონიო კამაჩო. პირველი ექვსი წლის განმავლობაში იყვნენ ვალდანო, არსენიო, კაპელო, ჰაინკესი, კამაჩო, ჰიდინკი, ტოშაკი. მერე იყო დელ ბოსკე, რომელმაც ყველაზე მეტხანს იმუშავა.

- რა დაკარგა "რეალმა" დელ ბოსკეს წასვლის შემდეგ?

- როცა უკან გაიხედავ, სულ სიამოვნებით იგონებ იმას, რაც ვისენტემ გააკეთა. ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში გუნდში ძალიან არასტაბილური მდგომარეობა იყო. ვისენტემ კი სიტუაციის დასტაბილურება შეძლო. მან შეკრა "რეალი". მასთან განშორება კლუბის გადაწყვეტილება იყო და, როგორც ახლა ჩანს, არცთუ მართებული. ნაკრებშიც ყველაფერი გამოუვიდა მას. წარმატებით გააგრძელა არაგონესის დაწყებული საქმე.

- შეეძლო თუ არა დელ ბოსკეს, "რეალის" ფერგიუსონი გამხდარიყო?

- ვფიქრობ, კი. ეს მწვრთნელი მოწოდებულია ერთ გუნდთან დიდი ხნით მუშაობისათვის. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება "რეალს" ან ესპანეთის ნაკრებს. ხშირად ცვლილებები აუცილებელია. გააჩნია... მაგალითად, ფერგიუსონის წასვლის შემდეგ "მანჩესტერმა" ვერაფერს მიაღწია. მანამდე ყველაფერი მოიგო. ავიღოთ ვენგერი. ბევრი თვლის, რომ მის ასე დიდხანს ყოფნას "არსენალში" აზრი არ აქვს. დღეს ინვესტორების მოთხოვნა გაიზარდა. შეხედეთ "ატლეტიკოს". ეს გუნდი ცხადყოფს, რომ შედეგის მისაღწევად საკმარისია სამი, ოთხი ან ხუთწლიანი ციკლი.

- "რეალს" სჭირდება სპორტული დირექტორი?

- ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც კავშირს ამყარებს მწვრთნელსა და გუნდს შორის. ის ქმნის შემადგენლობას. დღეს "რეალში" არ არის ასეთი თანამდებობა და ამას გუნდისათვის ხელი არ შეუშლია, მოეგო ჩემპიონთა ლიგა. და მაინც, ჩემი აზრით, ჯობია, მწვრთნელი თავისი საქმით იყოს დაკავებული, უნდა იყოს აწყობილი სტრუქტურა და კომუნიკაცია.

- ჩერიშევთან დაკავშირებული შემთხვევა, რის გამოც "რეალი" თასის გათამაშებიდან მოხსნეს, კომუნიკაციის ნაკლებობის გამო მოხდა?

- შეიძლება. რთულია თქმა... მე მხოლოდ იმის მომხრე ვარ, რომ ჩარჩო აწყობილი იყოს. ამაში სპორტული დირექტორი ყოველთვის ეხმარება მწვრთნელს.

- "რეალს" სჭირდება პოლ პოგბა?

- რთული სათქმელია. ის მაღალი კლასის ფეხბურთელია. ვფიქრობ, "სამეფო კლუბში" განიხილავდნენ, რომელ პოზიციაზე შეუძლია მას თამაში.

- თქვენი აზრით, ეს რომელი პოზიციაა?

- გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული. მეორე მხრივ, როტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ის სწრაფია და შეუძლია, მოუმატოს დაცვით ფუნქციებში. ვფიქრობ, ის არა მხოლოდ "რეალს", არამედ ნებისმიერ გრანდს სურს.

- ზიდანის ერთ-ერთი აღმოჩენა კაზემიროა...

- არ არის გასაკვირი. ზიდანმა მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის თასები. რატომ?

- იმიტომ, რომ იყო კლოდ მაკელელე...

- მართალია. კიდევ დეშამისა და პეტის გამო.

- "რეალს" სჭირდება ახალი მაკელელე?

- გუნდს სჭირდება ბალანსი და არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ ბალანსის შესანარჩუნებლად არიან დაბადებულნი. დაკარგა თუ არა "რეალმა" მაკელელეს წასვლით? ყველაფერს თავისი დრო აქვს. გუნდმა დიდ წარმატებას მიაღწია ცენტრში კროოსთან, მოდრიჩთან და ხამესთან ერთად. როცა მეათედ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, მაშინ ასეთი ფეხბურთელი იყო დი მარია. დავუბრუნდები კაზემიროს - მას ბენიტესიც ათამაშებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
გოგონამ ეს თხოვნა შეუსრულა და მალე დაქორწინდებიან - მიქაუტაძის თანაგუნდელს ცოლად ყოფილი პორნო ვარსკვლავი მოჰყავს
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
ჩაკვეტაძე მორიგ ტურში სათამაშოდ მზადაა
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ზინედინ ზიდანმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბი დაასახელა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
ზიდანმა განმარტა, რატომ დაასრულა საფეხბურთო კარიერა 34 წლის ასაკში
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
ხოსეპ გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე ისაუბრა
რაულმა შესაძლოა, სომხეთის ნაკრები ჩაიბაროს
პოგბა ფეხბურთელის კარიერის დასრულებას განიხილავს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"სამწვრთნელო საქმიანობას მალე დავუბრუნდები" - ზინედინ ზიდანი
რაფაელ ნადალმა ფედერერი ქორწილში არ დაპატიჟა
რაული: ზიდანის შესახებ, თურმე, ვცდებოდი...
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
"რეალის" გაწვრთნაზე უარი ორმა სპეციალისტმა თქვა
ზიდანის ერთ-ერთი ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს
ყველაფერი გადაწყდა - ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდება
[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
"რეალმა" "ჟირონასთან" ქულები და პირველობა დაკარგა
"ახლა მუშაობა ყველაზე მეტად მინდა" - გვარდიოლამ "სიტიდან" წასვლა გამორიცხა
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლიონელ მესი ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ჰანსი ფლიკს დღეს "რეალთან" მატჩში გვარდიოლას რეკორდის გამეორება შეუძლია
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი