კლაუდიო რანიერიმ რომაელებს მოუწოდა, პირველი მატჩის შედეგს ყურადღება არ მიაქციონ, რადგან ყველაფერი უკრაინაში გადაწყდება
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის (2:3) შემდეგ თავისი შეგირდების თამაშით კმაყოფილება გამოხატა. ამას გარდა, მან თავის ფეხბურთელებს მოუწოდა პირველი მატჩის შედეგს ყურადღება არ მიაქციონ, რადგან ყველაფერი 8 მარტს საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.

"თამაში კარგად დავიწყეთ და საწყის ეტაპზე ყველაფერს სწორად ვაკეთებდით. ვიცოდით, რომ მეტოქე კონტშეტევებზე საშიში იყო, რადგან შემადგენლობაში სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ყავს. შემდეგ გავიტანეთ, მაგრამ ერთ წუთზე ნაკლებ დროში "შახტარმა" ანგარიში გაგვითანაბრა. მსგავს წვრილმანებს შეუძლია მატჩის ბედი შეცვალოს. ტაქტიკურად სწორად ვმოქმედებდით, მაგრამ ცოტა უფრო ფრთხილად უნდა გვეთამაშა მას შემდეგ, რაც წინ გავედით. დუგლას კოსტამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, მესამე გოლზე კი უბრალოდ არ გაგვიმართლა.

შედეგს უნდა შევეგუოთ, მაგრამ ჩემი შეგირდების თამაშით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც ისინი 1:3-ზე სიტუაციის გამოსწორებას ცდილობდნენ. ეს ანგარიში მუხლებზე გვცემდა. არ გაგვიმართლა, მაგრამ არ დავნებდებით. უკრაინაში შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად წარიმართოს.

კოსტა ფენომენალური ფეხბურთელია, ტექნიკური და სწრაფი. მისი თამაშის მანერას ვსწავლობდი და ეს მისთვის პირველი მსგავსი გოლი არაა. "შახტარს" კარგი მომავალი აქვს. მის შემადგენლობაში ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ. გუნდი ბურთს კარგად იჭერს და მუდმივად პოულობს თავისუფალ ადრესატს. ამით ის "ბარსელონას" მაგონებს", - განაცხადა რანიერიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა