ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვაკო გვილიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ვაკო გვილიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ამასთან, გვილიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის ბატე-ს მაისურს უსახსოვრებს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბორისოვის ბატე-ს ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, გვილიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის ბატე-ს მაისურს უსახსოვრებს. ვაკომ გიორგი ბერიძიშვილის შემდეგი კითხვა მოიწონა: "როგორ შეძელი მიგეღწია ბორისოვომდე და განვლილი გზიდან გამომდინარე, რას ურჩევ ახალგაზრდა ფეხბურთელებს?". აღსანიშნავია, რომ გვილიამ საუკეთესო კითხვა იმ კითხვებიდან შეარჩია, რომელსაც თან საკონტაქტო ინფორმაცია ახლდა.

მკითხველი:

- შეაფასე საკუთარი თავი, ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ?

- საკუთარი თავის შეფასება არ მიყვარს - ეს მწვრთნელის მოვალეობაა! ჩემი საქმეა, განვლილი მატჩი გავაანალიზო და დასკვნებო გამოვიტანო. თუმცა ვფიქრობ, პირველი მატჩისთვის ნამდვილად არ იყო ცუდი.

მკითხველი:

- ვაკო, გამარჯობა. გილოცავ ბატე-ში გაგადასვლასა და წინსვლას. რამდენად გაგიჭირდა ბატე-ში ადაპტაცია და რით განსხვავდება ის სხვა კლუბებისგან, სადაც კი გითამაშია?

- გამარჯობა. დიდი მადლობა! ადაპტაციის პერიოდი მშვენივრად მიდის. გუნდელები მხარს მიჭერენ და ყველანაირად მეხმარებიან. რა თქმა უნდა, ბატე-ში ყველაფერი სხვა დონეზეა: უფრო მეტი დატვირთვები და უფრო ინტენსიური ვარჯიშებია, აქცენტი მაღალ სისწრაფეებზეა გაკეთებული და სიმართლე გითხრათ, პირველი დღეები არც ისე იოლი იყო.

მკითხველი:

- რა არის შენთვის საქართველოს ნაკრები და მისი მაისურის მორგება?

- საქართველოს ნაკრები და მისი მაისურით თამაში, პირველ რიგში, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მადლობა ღმერთს, რომ შემიძლია ჩემი მშობლიური დროშის დაცვა და მისი წარდგენა. ეს ჩემი ბავშვობის ახდენილი ოცნებაა!

მკითხველი:

- მოგესალმები, ვაკო. გისურვებ წარმატებას როგორც პროფესიულ კარიერაში, ისე - პირად ცხოვრებაში. გილოცავ ბატე-ში გადასვლას და დებიუტს, გისურვებ ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გეთამაშოს. ბატე-ში გადასვლა შენ კარიერაში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯია. რა შეგიძლია გვითხრა შენს ახალ კლუბზე? რა მიზნები აქვს ბატე-ს ამ საფეხბურთო სეზონში?

- გამარჯობა. დიდი მადლობა. უფლის წყალობით, იმედია მოვხვდებით ჯგუფურ ეტაპზე. რაც შეეხება გუნდის მიზნებს: შიდა ჩემპიონატში, ცხადია, ჩემპიონობა და თასის მოგება, ევროპულ არენაზე კი - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა.

მკითხველი:

- უკრაინაში საკმაოდ ბევრი ჩვენთვის უცნობი ქართველი თამაშობს, სამწუხაროდ ზოგი არც ქართველობს, ასეთ ფონზე შენი სურვილი გეთამაშა საქართველოს სახელით, საკმაოდ სასიამოვნო ამბავი აღმოჩნდა ქართველი გულშემატკივრისთვის. რამ განაპირობა შენი ასეთი არჩევანი?

- საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება ჩემი ბავშვობის ოცნებაა და დღემდე ასე რჩება. 21-წლამდელთა ნაკრებში ვითამაშე და ბედნიერი ვარ, რომ მოქალაქეობა დავიბრუნე.

უკრაინის ნაკრების მაისურით მოედანზე გამოსვლის დროსაც ვამბობდი, რომ მომავალში მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მშობლიურ ნაკრებში მსურდა თამაში!

მკითხველი:

- შენ გითამაშია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში. როგორ შეადარებდი ამ ორ ნაკრებს ერთმანეთთან?

- უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრები მართლაც კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. როგორც გუნდიც, კარგია.

არ შემიძლია შევაფასო ალექსანდრე ჩივაძის მიერ გაწვრთნილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, რადგან იმ გუნდში არ მითამაშია, აი, გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით კი კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ უკრაინასა და შვედეთთან. ერთ გუნდად ვიყავით შეკრულნი, ეს კი ბევრს ნიშნავს! შვედეთთან წაგებას არ ვიმსახურებდით. ვფიქრობ, ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს და შემდეგ შესარჩევ ეტაპზე დიდ წარმატებასაც მიაღწევს, ამ ეტაპზე კი ესტონეთისა და ხორვატიის ნაკრებების წინააღმდეგ კარგი მატჩები უნდა ჩავატაროთ.

მკითხველი:

- მოწვევის შემთხვევაში, წახვიდოდი თუ არა უკრაინის ეროვნულ ნაკრებში, თუ გარკვეული დროით თავს შეიკავებდი და დაელოდებოდი საქართველოს სახელით ასპარეზობის შანსს?

- თავისთავად, თავს შევიკავებდი და დაველოდებოდი შანსს ეროვნულ ნაკრებში. იმიტომ, რომ ეს ჩემი ოცნება და მიზანია! ადამიანმა ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს!

მკითხველი:

- ვინ იქონია გავლენა შენს გადაწყვეტილებაში გეთამაშა საქართველოს სახელით, თუ ეს შენი სურვილი იყო?

- ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და სურვილიც მე გამოვიჩინე.

მკითხველი:

- როგორი განწყობაა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში და როგორ მიგიღეს თანაგუნდელებმა?

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იდეალური ატმოსფეროა. ზოგიერთ ფეხბურთელს ჯერ კიდევ 17-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობდი, დანარჩენებმა კი, ვისაც არ ვიცნობდი, იდეალურად მიმიღეს. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდში ერთსულოვნებაა და ეს სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა.

მკითხველი:

- ვინ არის შენთვის მისაბაძი მაგალითი ცხოვრებაში, ვის აზრსაც ყოველთვის ითვალისწინებ და ვინ არის შენთვის მისაბაძი მაგალითი მოედანზე?

- ჩემთვის მისაბაძი ადამიანები მამაჩემი სლავა გვილია და ჩემი ბავშვობის მწვრთნელი ზაურ ბულია არიან. მათ აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ.

მისაბაძ ფეხბურთელს რაც შეეხება: მას მერე, რაც 16-17 წლის ასაკში უკრაინაში გადავედი, ეს ჰენრიხ მხითარიანია - არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც ადამიანიც! საკუთარი თავის წინაშე ყოველთვის ისახავდა მიზნებს და არასდროს კმაყოფილდებოდა მიღწეული წარმატებით. ის იყო ერთადერთი ფეხბურთელი დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში, რომელიც ბაზაზე ცხოვრობდა და ცხოვრობდა ფეხბურთით! მხითარიანის იმ შრომამ ნაყოფი გამოიღო და ის ახლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბის ღირსებას იცავს.

მკითხველი:

- ნაკრებთან ერთად ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში მოხვედრა, თუ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრა... არჩევნის შემთხვევაში, რომელს აირჩევდა ვაკო გვილია?

- რა თქმა უნდა, რთული არჩევანია. ბავშვობის შეკითხვას ჰგავს, როცა გვეკითხებოდნენ დედა უფრო გვიყვარს თუ მამა... ცხადია, ჩემი სურვილი როგორც კლუბთან, ისე ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევაა, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ.

დღეს ქართველ ერს ნამდვილად აკლია ის ბედნიერება, რომელსაც თბილისის "დინამო" ანიჭებდა საბჭოთა კავშირის დროს. ქართველი ხალხისთვის ასეთი ბედნიერების მისანიჭებლად ყველაფერს გავიღებდი და გავცემდი!

მკითხველი:

- თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე უკვე მოუგო "ბატეს" 2:0. უმალ გადაგიყვანეს, ვითომ ქართული "იარაღით" ცდილობენ საჩემპიონთალიგოდ გაგვისწორდნენ? :))

- შეიძლება ასეც იყოს. :)

მკითხველი:

- მოგვიყევი შენს პირველ ნაბიჯებზე ფეხბურთში და პირველ წარმატებაზე. მალე ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას გისურვებ.

- პირველი ნაბიჯები ფეხბურთში, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, ცხონებულ ბებიასთან ერთად გადავდგი. სიარული ახალი დაწყებული მქონდა, ბებიასთან ერთად სეირნობისას თურმე ფეხს ფოთლებს რომ ვურტყამდი. სახლში დაბრუნებისთანავე, ბებომ გასცა განკარგულება, რომ ჩემთვის ბურთი ეყიდათ. ზუსტად მაშინ დაიწყო ყველაფერი...

6-დან 16-წლამდე ზაური ბულია მზრდიდა და მისი მადლობელი ვარ - მან მასწავლა საფეხბურთო ანბანი და რაც არანაკლებ მთავარია - დისციპლინა, პატივისცემა, თანგანწირვა, შრომა და კიდევ ბევრი ადამიანური თვისებები. კეთილი სურვილებისთვის მადლობას გიხდით. ღმერთმა ქნას!

მკითხველი:

- მოგესალმები, ვაკო. ალბათ ყველამ იცის მინსკში გატარებული ერთი წლის შესახებ. 15 მატჩში 4 გოლით და 3 ასისტით გამოიჩინე თავი. მეგრელებს და ზუგდიდელებს ძალიან გაგვიხარდა შენი ტრანსფერი ბელარუსიის საუკეთესო კლუბში გადასვლით, იმედია განაგრძობ წინსვლას და ნაკრებშიც მოიკიდებ ფეხს. რა არის შენი ოცნება? გგონია რომ გავალთ მსოფლიოზე?

- საკლუბო დონეზე ჩემი ოცნება ბატე-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. იმის განმეორებით კი ნამდვილად არ დავიღლები, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშსა და მასთან ერთად წარმატების მიღწევაზე ვოცნებობ.

თუ ისლანდიამ შეძლო და ამხელა წარმატებას მიაღწია ევროპის ჩემპიონატზე, რატომ არ შეგვიძლია იგივე ჩვენ? რატომ ვერ უნდა გავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე? შეუძლებელს ვერაფერს ვხედავ! თუ ერი გავერთიანდებით, არაერთი წარმატების მიღწევას შევძლებთ!

მკითხველი:

- ვაკო, როგორც წარმატებულ ახალგაზრდა ფეხბურთელს, მაინტერესებს, რას მიიჩნევ შენს საფეხბურთო უნარებში ქართული გენის და რას - უკრაინულის დამსახურებად?კონკრეტულად როდის რომელი თამაშობს დიდ როლს შენი წარმატებული კარიერისთვის? წარმატებებს გისურვებ!

- ის, რაც ქართველებს სისხლში გვაქვს და გამოგვარჩევს სხვა ფეხბურთელებისგან, ამით ყოველთვის გამოვირჩეოდი. ვგულისხმობ ტექნიკას, ბურთის კონტროლს, მაგრამ უკრაინასა და ბელორუსში დიდი აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება. ამ კომპონენტში უკრაინაში ნამდვილად მოვუმატე და მადლობელი ვარ ამ ქვეყნის.

მკითხველი:

- გამარჯობა, ვაკო. პირველ რიგში, წარმატებას გისურვებ ახალ კლუბში, ახლა შეკითხვა: ვიცით შენი განვლილი გზა (სპორტულ კარიერას ვგულისხმობ)... გითამაშია უკრაინაში, ახლა ბელარუსში, თან გადასვლიდან 6 თვეში ქვეყნის საუკეთესო გუნდმა მიგიწვია: გუნდი, რომელიც ლეგიონერებს იშვიათად იმატებს. საქართველოდან როცა წახვედი, იყავი სრულიად მარტო, თითქმის ბავშვი და მიაღწიე, ჩემი აზრით, ამ დროისთვის (შენ ასაკს ვგულისხმობ) საუკეთესო ვარიანტს. ვუყურებ შენს კარიერას და ბევრი ქართველი ფეხბურთელისგან განსხვავებით (რომლებიც საუკეთესოდ ითვლებიან სამწუხაროდ ჩვენს ფეხბურთში), უმეტესობამ ვერაფერს მიაღწია და უსუსტეს გუნდებში ან სათადარიგო სკამზე ზიან... მერწმუნე, მომავალ თაობას, მომავალ ფეხბურთელებს, ვისაც უნდა ნამდვილი ფეხბურთის თამაში, აინტერესებთ შენი განვლილი გზა ბატე-მდე და ფორმულა შენებური წარმატების მისაღწევად. მერწმუნე, ბევრმა მომავალმა ფეხბურთელმა იცის შენს შესახებ და ურიგო არ იქნება თუ გაუზიარებ მათ შენს ხედვას. რის ხარჯე მიაღწია ვაკო გვილიამ, რომ 22 წლის ასაკში თამაშობს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მთელი აღმოსავლეთ ევროპის მაშტაბით?

- გამარჯობა. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იმდენად დიდ წარმატებას მივაღწიე, ბავშვებისთვის შეიძლება მაგალითი ვიყო. უფლის წყალობით, სწორ გზას ვადგავარ, თუმცა თუ ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც ამას თქვენ ამბობთ - ძალიან სასიამოვნოა.

რაც შეეხება პასუხს: სწორად აღნიშნეთ, რომ უკრაინაში პატარა ასაკში წავედი და იქ მარტოს მომიწია ყოფნა. მჯეროდა წარმატების მიღწევის და საკუთარ თავს სულ ვუმეორებდი: "სჯობს სცადო და ინანო, ვიდრე შემდეგ მთელი ცხოვრება ნანობდე იმას, რომ ოდესღაც არ სცადე..."

წარმატების განსაკუთრებული ფორმა არ არსებობს, ყოველთვის სამი რაღაცით ვხელმძღვანელობდი: თავდაუზოგავი შრომა, საკუთარი თავის რწმენა და ყველაფრის მოთმინე, რადგან ბევრი ადამიანის და სპორტსმენის შეცდომა ხშირად იმაში მდგომარეობს, რომ წარმატების მიღწევა ელვისებური სისწრაფით სურთ. შრომა და მოთმინება არავის უნდა: ერთი-ორი თვის განმავლობაში ივარჯიშებენ და თუ ეს შედეგს არ მოიტანს, შემდეგ ნებდებიან. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა.

რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს უნდა დანებდე! არასდროს და რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს!

რაც შეეხება ფეხბურთით ცხოვრებას: სწორი კვება, რეჟიმი, ძილი, აღდგენა! ამ ყველაფერს მცირე მნიშვნელობას ანიჭებენ სპორტსმენები და ესეც დიდი შეცდომაა.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ უკვე დაახლოებით ერთი წელია მყავს ინდივიდუალური მწვრთნელი დიმიტრი ნეგოდა, რომელიც ძალიან მეხმარება ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, მირჩევს, როგორ უნდა ვიკვებებოდე, როგორ უნდა ვისვენებდე. მის ვარჯიშებს ფანტასტიური შედეგი მოაქვს. მას ფუნქციონალურ მომზადებასთან დაკავშირებით ორიგინალური მიდგომა აქვს და მისი მადლობელი ვარ.

სიყვარული ფეხბურთისადმი, თავდაუზოგავი შრომა, რწმენა, მოთმინება, მსხვერპლის გაღება, რეჟიმი, დისციპლინა - ყველაფერ ამის ხარჯზე მიაღწია ვაკო გვილიამ იმას, რომ დღეს ბატე-შია და ეს მხოლოდ დასაწყისია!

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა

ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს

გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს

ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

დაუსვი კითხვა გიორგი ყიფიანს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური

ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

დაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს

პაატა გურასპაულის რჩეულს საჩუქარი გადაეცა

ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]