ავსტრიაში გამგზავრებამდე "რკინიგზელებმა" პირველი ლიგის "მარკ სტარს" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს
თბილისის "ლოკომოტივი" ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც თურქეთში არ ემზადება -  ჟერარდ სარაგოსა მულეტის გუნდი, ტრადიციულად, შეკრებას ავსტრიაში ამჯობინებს.

ამ უქმეებზე კი "ლოკომოტივმა" საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგური მატჩი გამართა პირველი ლიგის ბინადარ "მარკ სტართან" და ლუკა კიკაბიძის, გეგა დიასამიძის, რატი არდაზიშვილის, უმცროსი გიორგი კიკნაძისა და ირაკლი ბუღრიძის გოლებით 5:0 დაამარცხა.

ლოკომოტივი: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ხიდეშელი, ფოფხაძე, ბ. მახარაძე, სამურკასოვი, დ. ჩაგელიშვილი, გ. დიასამიძე, ლ. კიკაბიძე, მ. გავაშელიშვილი; შეცვლაზე: თევდორაძე, მზევაშვილი, პატარკაციშვილი, გაბაძე, წივწივაძე, ქიქავა, ვ. არველაძე, ბუღრიძე, კიკნაძე, არდაზიშვილი.

"მარკ სტართან" სპარინგით "ლოკომოტივმა" შეკრების პირველი ეტაპი დაასრულა და 17 ივლისს ავსტრიაში გაემგზავრა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, სარაგოსას გუნდი გრაცთან ახლოს, დაბა ზოჰაუს სასტუმრო "ოსტერაიშერ ჰოფში" დაბინავდება.

დადგენილია საკონტროლო მატჩების განრიგიც: 20 ივლისს უნგრეთი მე-2 ლიგის "ზალაეგერშეგთან", 23 ივლისს - ისრაელის უმაღლესლიგელ ფეთახ-თიკვას "მაკაბისთან", 26 ივლისს თურქეთის სუპერლიგელ "ქასიმფაშასთან", ხოლო შეკრება 29 ივლისს, ასევე თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენელ "ქაისერისფორთან" მატჩით დასრულდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!