"არსენალის" თავკაცმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩზე (2:1) ისაუბრა
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩზე (2:1) ისაუბრა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ეს განსაკუთრებული სფეხბურთო მატჩი იყო. თამაშმა ჩვენი იმედები სრულიად გაამართლა. ეს ორი არაჩვეულებრივი გუნდის შეხვედრა იყო, რომლებიც ყოველთვის თავისი ფეხბურთის თამაშს ცდილობენ. ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით, მაგრამ არამხოლოდ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურადაც სიმტკიცე გამოვავლინეთ. "არსენალმა" პირველად ვან პერსის სიმარჯვით ისარგებლა, მეორე გოლი კი შეტევაში კარგი გადასვლის შედეგად გავიდა. განსაკუთრებული საღამო იყო. გულშემატკივრებს დადებითი შედეგის მაშინაც სჯეროდათ, როდესაც ვაგებდით.

დღევანდელი შედეგი შესაძლებლობას გვაძლევს ბარსელონაში თავდაჯერებულნი გავემგზავროთ. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ კარგად მოვემზადებით. ძალიან კონცენტრირებულნი ვიქნებით და მატჩის მოსაგებად ჩავალთ. ჩემი გუნდის მოთამაშეებმა არაჩვეულებრივი სიძლიერე და ერთიანობის გრძნობა გამოავლინეს.

სონგი იმიტომ შევცვალე, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული და თან ამაზე შეგნებულად წავედი. მატჩს უილშერით, ფაბრეგასით, ნასრით, ბენდტნერით და ვან პერსით ვამთავრებდით, ჩვენ ხომ 2 ბურთის გატანა გვჭირდებოდა. რისკზე მივდიოდით, შეიძლებოდა 0:2 ან 0:3 წაგვეგო, მაგრამ ამან გაამართლა.

უილშერმა დღეს შეუდარებლად ითამაშა. რთულ მომენტებში სიმშვიდე არ დაუკარგავს, ბურთს იჭერდა და პრესინგს უსხლტებოდა.

"არსენალი" ფავორიტი არ არის. გვჯერა, რომ შანსი გვაქვს. "ბარსელონა" ჩვენს წყვილში მაინც ფავორიტია, მაგრამ დღეს ვიცოდით, რომ მისი დამარცხება შეგვეძლო, გასულ წელს ეს ჩვენთვის უცნობი იყო. ახლა, საჭიროა ეს თამაში თავიდან ამოვიგდოთ: კვირას სათასო მატჩი გველის და მასზე უნდა ვიფიქროთ.

მზად ვიყავით იმისთვის, რომ "ბარსელონა" ბურთს დაეუფლებოდა. ჩვეულებრივ ბურთს მეტოქეებზე მეტხანს ვფლობთ, მაგრამ დღეს ვიცოდით, რომ "ბარსას" ბურთის ფლობის პროცენტი 60-ზე მეტი იქნებოდა.

"ვამაყობ საფეხბურთო კლუბ "არსენალით", ყველა ცდილობდა ჩვენი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მოეცა. ჩვენი მოთამაშეების საშუალო ასაკი 23 წელია, ეს ძალიან ახალგაზრდული ასაკია.

ნასრი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ის არ ჰგავს მოთამაშეს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მოედანზე არ გამოსულა. მან არადამაჯერებლად დაიწყო, მაგრამ შემდეგ სულ უფრო თავდაჯერებული გახდა.

დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით და დავამარცხეთ, მაგრამ ეს მათ ოსტატობას არ ამცირებს. ეს მაინც განსაკუთრებული გუნდია.

კოშელნი ჩემი აზრით, განსაკუთრებული ფეხბურთელია, ის სულ უფრო უმატებს.

ვის არ შეაშინებს მესის წინააღმდეგ თამაში? ჩვენს წინაშე მისი შეჩერების ამოცანა დგას, მაგრამ დღეს ამისთვის სტიმული მოგვეცა. გუნდმა ფსიქოლოგიურად ირწმუნა თავისი ძალა. უნდა გჯეროდეს იმის, რის გაკეთებასაც ვცდილობთ და გოლი გავიტანოთ", - განაცხადა არსენ ვენგერმა.

მომზადებულია arsenal.com-ის მიხედვით

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის