თბილისის "დინამოს" მცველმა ერევნის "ალაშკერტთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
თბილისის "დინამოს" მცველმა უჩა ლობჟანიძემ ერევნის "ალაშკერტთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 ივლისს, უმაღლესი ლიგის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს სტუმრად ერევნის "ალაშკერტთან" გამართავს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა თბილისში დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, ლობჟანიძემ კი ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"კარგია, რომ ორბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს ხვალ გასამართი მატჩის წინ არაფერს ნიშნავს, რადგან 90 წუთია კიდევ სათამაშო და თუ ჩვენ შევძელით 2 გოლის გატანა საკუთარ კედლებში, არაა გამორიცხული, იგივე მეტოქემაც შეძლოს. თუმცა, ცხადია, ამ უპირატესობის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებთ. ვნახოთ, რა იქნება...

"ალაშკერტი" მებრძოლი გუნდია. მას ჰყავს რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის გამწვავევა შეუძლია, მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა დონეზე მისცემს მათ თამაშის უფლებას "დინამო".

მიღებული ტრავმის შემდეგ, დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვივარჯიშე. შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ 90 წუთის სათამაშოდ, მაგრამ გავალ თუ არა მოედანზე გუნდის დასახმარებლად, ამას ხვალ მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს", - განაცხადა ლობჟანიძემ.

ერევნის "ალაშკერტსა" და თბილისის "დინამოს" შორის გასამართი მატჩი ჩვენი დროით ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:

- იურაი იარაბეკი: ფრე გვაწყობს, მაგრამ გოლის გასატანად გავალთ მოედანზე!

- "ალაშკერტის" მწვრთნელი: "დინამოს" ისტორია "ალაშკერტისთვის" დიდი პრობლემაა!

- გიორგი ქვილითაია: უპირატესობის მიუხედავად, რთულ თამაშს ველით

gizog
უჩა გაიხარე ნამდვილი მებრძოლი ხარ ნაკრებშიც და კლუბშიც, ყველა გულშემატკივარმა იცის, რომ თუ მოედანზე გახვალ თავს არ დაზოგავ მიზნის მისაღწევად.
rezi
რომელი არხი აჩვენებს?
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ჯაბა ჯიღაური: უშეღავათო ბრძოლის მოლოდინად ვართ!
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა
საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე
ალაშკერტი VS დინამო - ჩვენ ერევანში გოლის გასატანად ჩამოვედით!
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თვითმხილველის ნაამბობი: "დინამო", სომხეთი, არგენტინელები და გულწრფელი სურენი...
ალაშკერტი-დინამო 1:1 - მშვიდად, თავდაჯერებით, კლასით... [VIDEO]
გიორგი ქვილითაია: უპირატესობის მიუხედავად, რთულ თამაშს ველით
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
დღის კარიკატურა: თბილისის "დინამომ" ერთი წინაღობა დასძლია
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა