რუსებს ცუდი ამბები დაუმტკიცეს, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია

მაკლარენის ანგარიში და პრესკონფერენცია

გუშინ, ტორონტოში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც მთელი სპორტული სამყარო მოუთმენლად ელოდა. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სპეციალური კომისიის ხელმძღვანელმა რიჩარდ მაკლარენმა წარმოადგინა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ... გთავაზობთ კანადელი იურისტის პრესკონფერენციის სტენოგრამას.

17:07 რიჩარდ მაკლარენმა პრესკონფერენცია დაიწყო იმ დასკვნებით, რომელიც საკუთარი ანგარიშიდან გამოიტანა:

- რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს მოსკოვის ლაბორატორია მთავრობის ბრძანებით მალავდა რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მიღების ფაქტებს.

- სოჭის ლაბორატორია მალავდა რუსების მხრიდან დოპინგის გამოყენების შემთხვევებს.

- რუსეთის სპორტის სამინისტრო სპეცსამსახურების დახმარებით აკონტროლებდა მანიპულაციებს დოპინგ-სინჯებზე.

17:09 მაკლარენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველა დასკვნა, რომელიც ანგარიშშია მოყვანილი, ეჭვს არ იწვევს, ხოლო შეგროვებული მტკიცებულებების გადამოწმება შესაძლებელია. "მთლიანად დარწმუნებული ვარ ანგარიშში", - თქვა პროფესორმა.

17:11 მაკლარენი: "სახელმწიფო კონტროლის სისტემა 2010 წლის ოლიმპიადის შემდეგ შეიქმნა და 2014 წლამდე მოქმედებდა. ეს საშუალებას იძლეოდა დადებითი დოპინგ-სინჯები უარყოფითად ექციათ და ამ პროცესზე ზედამხედველობას აწარმოებდა სპორტის სამინისტრო, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო და უსაფრთხოების ფედერალური სამსახური".

17:14 მაკლარენი: "სპორტის ნებისმიერ სახეობაში დადებითი დოპინგ-სინჯების შესახებ ატყობინებდნენ სპორტის მინისტრის მოადგილეს იური ნაგორნიხს. ის პირადად წყვეტდა - ვისი დანაშაული დაეფარა და ვინ დაეტოვებინა დაცვის გარეშე".

17:20 მაკლარენი: "დოპინგის დამალვის სისტემა კარგად მუშაობდა. გამონაკლისი გახდა მსხვილი საერთაშორისო ტურნირები. სპეციალურად სოჭის თამაშებისთვის, რუსებს დასჭირდათ ახალი უნიკალური ხერხი, კერძოდ კი სპეციალურად დაცულ ბოთლებში დოპინგ-სინჯების გაყალბება.

17:22 მაკლარენი: "უარყოფითი შედეგის მიღების მეთოდოლოგია გამოიყენებოდა მთელ რიგ მსხვილ ტურნირებზე, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონატებზე ცურვასა და მძლეოსნობაში, რომლებიც რუსეთში ჩატარდა. ასევე ამ მეთოდს გამოიყენებდნენ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად".

17:25 "ბოთლების თავსახურების შიდა მხარეს შეინიშნება ფასიფიკაციის კვალი", - ამტკიცებს მაკლარენი გაყალბებულ სინჯებზე საუბრისას.

17:27 მაკლარენმა ახსენა "თაგვის სორო" ლაბორატორიის კედელში. სწორედ ამ ხვრელის მეშვეობით შეჰქონდათ ლაბორატორიაში "სუფთა" პერიოდში აღებული ბიომასალა. ამის შემდეგ, მასში ამატებდნენ მარილს ორიგინალურ სინჯებთან ფიზიკური და ქიმიური მსგავსების მისაღებად.

დამტკიცებულია, რომ გადამოწმებულ სინჯებში მართლაც აღმოჩნდა მარილის შემცველობის უჩვეულოდ მაღალი დონე.

17:28 რიჩარდ მაკლარენი დარწმუნებულია - მიამიტობაა იმის ვარაუდი, თითქოს რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ არაფერი იცოდა სოჭის ოლიმპიადის დროს დოპინგ-სინჯებთან დაკავშირებულ მაქინაციებზე. "სპორტის სამინისტრო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური გარეულნი იყვნენ ამ საქმეში. იური ნაგორნიხი ხელმძღვანელობდა სუფთა შარდის შეგროვების პროცესს. წარმოუდგენელია, რომ ვიტალი მუტკოს არ სცოდნობა მომხდარის შესახებ", - ამბობს მაკლარენი.

ასევე კანადელმა აღნიშნა, რომ მისი კომისიის მუშაობისას მოხერხდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სამი თანამშრომლის პიროვნების დადგენა, რომლებსაც სოჭის ლაბორატორიაში შესვლა შეეძლოთ.

17:32 მაკლარენმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კომისიამ ვერ აღმოაჩინა მაქინაციებში რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის როლი.

17:34 მაკლარენს ჰკითხეს: "შეიძლება თუ არა კომპრომეტირებული როდჩენკოვის ნდობა?" მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილ შეფსა და სტეპანოვების ოჯახს მაკლარენმა სანდო წყარო უწოდა.

17:38 კანადელმა პროფესორმა არ დაასახელა კონკრეტული სპორტსმენების გვარები, რომლებიც გამოძიებისას ამოტივტივდა. ასევე არაფერია ცნობილი სპორტის სახეობებზე, რომლებსაც ეს სპორტსმენები წარმოადგენდნენ. მაკლარენის თქმით, ყველაფერი ანგარიშშია მოცემული.

16:40 "ჩვენ არ ვიცით, როგორ გააკეთეს ეს, მაგრამ ვიცით, როგორ შეეძლოთ გაეკეთებინათ", - უპასუხა მაკლარენმა კითხვას რუსების მიერ აგებულ სისტემაზე.

17:48 სინჯებში აღმოჩენილ ნივთიერებებს შორის ლიდერობს ერითროპოეტინი.

17:50 რიჩარდ მაკლარენმა უარი თქვა რაიმე რეკომენდაციების მიცემაზე რუსეთის ნაკრების 2016 და 2018 წლების ოლიმპიადებზე მონაწილეობის ან არმონაწილეობის შესახებ. "რეკომენდაციების მიცემა - ჩემი სამუშაო არ არის. არანაირი რეკომენდაციები", - თქვა მაკლარენმა.

17:52 სხვა ქვეყნებსა და სხვა ტურნირებზე დოპინგის წახალისების შესახებ კითხვაზე, მაკლარენმა უპასუხა: "ის, რაც სოჭში ხდებოდა, არასოდეს და არსად არ განმეორდება".

ბოლო აკორდი ბახისა უნდა იყოს

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ პირდაპირ მოითხოვა რუსების ოლიმპიადიდან მოკვეთა

რა თქმა უნდა, რიჩარდ მაკლარენის პრესკონფერენციას მაშინვე გამოეხმაურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის ოლიმპიური გუნდის რიოს ოლიმპიადაზე გამგზავრების შესახებ. ამ ორგანიზაციის აღმასკომი დღეს გამართავს სატელეფონო კონფერენციას. იტყობინებიან, რომ საერთაშორისო კომიტეტი აპირებს მიიღოს პირველი გადაწყვეტილებები იმათ დასასჯელად, ვინც ჩათრეული იყო რუსულ სადოპინგო სისტემაში. ასევე წამოიწევა საკითხი დროებით სანქციებზე, რომელიც რიოს ოლიმპიადას უკავშირდება.

"მაკლარენის კომისიის გამოძიებამ აჩვენა, რომ მოხდა შოკისმომგვრელი და უპრეცედენტო შეტევა სპორტისა და ოლიმპიური თამაშების წინააღმდეგ. ამიტომაც, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უმკაცრეს ზომებს მიიღებს თითოეული ადამიანისა თუ ორგანიზაციის მიმართ, ვინც გარეული იყო ამ საქმეში", - განაცხადა საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა.

კიდევ უფრო შორს წავიდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო, რომელმაც მოითხოვა რუსეთის ჩამოშორება ყველა საერთაშორისო ტურნირიდან, მათ შორის, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადიდან.

სააგენტოში მიაჩნიათ, რომ რუსმა სპორტსმენებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ტურნირებში იქამდე, სანამ არ შეიცვლება ქვეყანაში დოპინგის მიმართ დამოკიდებულება.

ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტმა კრეიგ რიდიმ განაცხადა, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს მუშაობის განახლება შეუძლებელი იქნება იქამდე, სანამ რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო და სხვა ჩინოვნიკები არ განთავისუფლდებიან თანამდებობებიდან.

643 გაყალბებული

რიჩარდ მაკლარენის ანგარიშში ერთ-ერთი საინტერესო მომენტი ის არის, რომ 2012-15 წლების პერიოდში, სპეციალური მეთოდოლოგიით დაიმალა 643 დადებითი დოპინგ-სინჯი.

ყველაზე მეტი შემთხვევა მძლეოსნობაზე ფიქსირდება - 139 სინჯი.

შემდეგ მოდიან: ძალოსნობა - 117, არაოლიმპიური სახეობები - 37, პარალიმპიური დისციპლინები - 35, ჭიდაობა - 28, ნიჩბოსნობა - 27, ველოსპორტი - 26, ციგურებით რბენა - 24, ცურვა - 18, ჰოკეი - 14, თხილამურებით რბენა - 13, ფეხბურთი - 11, აკადემიური ნიჩბოსნობა - 11, ბიატლონი - 10, ბობსლეი, ძიუდო, ფრენბურთი - 8, კრივი, ხელბურთი - 7, ტაეკვანდო - 6, ფარიკაობა, ტრიატლონი - 4, თანამედროვე ხუთჭიდი, სროლა - 3, პლაჟის ფრენბურთი, ქიორლინგი - 2, კალათბურთი, აფროსნობა, სნოუბორდი, მაგიდის ჩოგბურთი, წყალბურთი - 1.

პუტინის რეაქცია

"თანამდებობის პირები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან კომისიის ანგარიშში, როგორც შემსრულებლები, დროებით დატოვებენ თავიანთ პოსტებს გამოძიების დასრულებამდე.

მაგრამ იმისთვის, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ, ვთხოვთ მსოფლიოს ანტისადოპინგო კომისიას, წარმოგვიდგინოს უფრო სრული, ობიექტური და ფაქტებზე დამყარებული ინფორმაცია", - წერია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

MERO
სუყველაფერს თავი რო დავანებოდ ოლიმპიურ თამაშების წინ ყველა სპორცმენი ფიცს დებს და რატო არ უნდა მოიკვეთოს ის სპორცმენი რომელიც ამ ფიცს არღვევს რატო ხედავს ამაში ვიღაცა უბედურებას რატო უნდა მეწყინოს მე ფიცის დამრღვევის და ვირეშმაკას მოკვეთა მითუმეტეს იმ ქვეყნის წარმომადგენლისა რომელთანაც ფაქტიორად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და რომლებიც ჩვენი უშვალო კონკურენტები არიან ჭიდაობაში პირიქით ძალიან გამიხარდება თუ მოკვეთავენ ოლიმპიადიდან სუ
gizog
რა ბოროტებაზე და სხვის უბედურებით გახარაბაზეა ლაპარაკი, როცა თვითონ იღუპავენ თავს და ეს სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აქვთ. ამხელა ერმა ასეთი სულმდაბლური მეთოდების გამოყენება არ უკდა იკადროს. მაგრამ ეს ქვეყანა ხომ მუდამ ილუზიებით ცხოვრობდა.
natali
simartle-ს. არ მინდა თქვენზე ვიხმარო სიტყვები -"მაგ სიმართლით გევლოს", მაგრმამ იძულებული ვარ ვთქვა. ერთი შეკითხვა დამებადა შენს წინაშე, უბედურებას რას ეძახი? იმას ხომ არა, რომ სპორცმენი გაიჟღინთება აკრძალული პრეპარატებით, მოიგებს ყველაფერს, იხვეჭს ძალიან დიდ ფინანსებს და ცხოვრობს ბედნიერად? ესაა უბედურება? კარგით რა ხალხნო, კარგით!! ვიცით რომ ოკუპანტი ქვეყნის გულშემატკივრები ხართ, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი!!!
simartle
რა ბოროტები ხარტ.სხვისი უბედურება როგორ გიხარიატ
tony
პუტლერს ჭირდება ყველა სფეროში, პოლიტიკიდან სპორტამდე რუსეთის უძლეველობის წარმოსახვა,სწორედ ამიტომ ცდილობს ყველანაერი ბინძური მეთოდებით ამის ილუზია შექმნას. ეს დოპინგ სკანდალიც ამის ნათელი მაგალითია, უბრალოდ ამ ჯერზე კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ისე დაულაგეს და ცამოუყალიბეს ყველაფერი რომ გაპროტესტებასაც ვერ ახერხებენ. როგორც თვითონ რუსები იტყვიან, "ვიველი ნა ჩისტუიუ ვოდუ"!
kaxi
რუსების მოყვარულებო ხედავთ თქვენი დამპალი ძმა სპოეტსაც კი აყალბებს და საქართველოს ააშენებს?. რაც შეეხება პუტინს რათქმა უნდა მისი დავალებითაა ყველაფერი გაკეთებული
status quo
რუსეთი არის ბანდიტური სახელმწიფო...
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა
"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ