ლამაზი გამარჯვება გერმანიის გრანპრიზე
"ჰონდას" ესპანელმა პილოტმა მარკ მარკესმა ლამაზ გამარჯვებას მიაღწია გერმანიის გრანპრიზე და გენერალურ კლასიფიკაციაში გაზარდა უპირატესობა კონკურენტებთან. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ტრიუმფი სწორი ტაქტიკური გადაწყვეტილების შედეგი იყო.

მარკესი რბოლას პოულიდან იწყებდა და პირველი მოსახვევიდან ლიდერის რანგში გამოვიდა, თუმცა მალე დაიწყო პოზიციების დაკარგვა. თან მე-11 წრეზე უხეში შეცდომა დაუშვა, ტრასიდან გადავიდა და მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მიუხედავად ამისა, მეტეოროლოგიური პირობები დაეხმარა მას ტაქტიკურად დაემარცხებინა მეტოქეები. იმის გამო, რომ წვიმის შემდეგ ტრასა თანდათან შრებოდა, ცხადი იყო, რომ პილოტები მალე ბოქსებს მიაშურებდნენ მოტოციკლის გამოსაცვლელად. ყველაზე პირველმა ეს მარკესმა გააკეთა და დაიწყო სწრაფად პოზიციების მოგება.

პელოტონის სათავეში მყოფმა ანდრეა დოვიციოზომ, ვალენტინო როსიმ და კელ კრატჩლოუმ ეს ძალიან გვიან გააკეთეს, შედეგად, მარკესმა იოლად გაუსწრო სამივეს და საჭირო ჰანდიკაპიც მოიპოვა. საბოლოოდ, მან ცხრა წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ კრატჩლოუს. მესამეზე გავიდა დოვიციოზო, ხოლო როსიმ მხოლოდ მეცხრემ დაასრულა რბოლა. კიდევ უფრო ქვემოთ, მე-15 პოზიციაზე აღმოჩნდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - ხორხე ლორენსო.

გერმანიის გრანპრის შემდეგ, მარკესი 170 ქულით სათავეში უდგას გენერალურ კლასიფიკაციას, მეორე ადგილზეა ლორენსო 122 ქულით, მესამეზე - როსი, რომელსაც 111 ქულა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა