რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელმა დუბაის ტურნირზე კაროლინ ვოზნიაცკისთან მატჩი თავბრუსხვევის გამო ვერ დაასრულა
რუსეთის სახელით მოასპარეზე ცნობილმა ჩოგბურთელმა ანა ჩაკვეტაძემ დუბაის ტურნირზე მსოფლიოს მეორე ჩოგან კაროლინ ვოზნიაცკისთან წააგო. ჩაკვეტაძეს მეორე სეტის დროს გული წაუვიდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

პირველი სეტი ჩაკვეტაძემ 1:6 დათმო, მაგრამ მეორე სეტში მობილიზებული გამოვიდა და 5:3-ს იგებდა, როცა დაძაბულობამ სპორტსმენზე ცუდად იმოქმედა და მეცხრე გეიმის მესამე ქულის გათამაშებისას, საკუთარ მოწოდებაზე თავი ცუდად იგრძნო.

ჩოგბურთელმა გონება დაკარგა და კორტზე დაეცა. ექიმთა ბრიგადამ მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, მატჩი კი შვიდი წუთით შეწყდა. გონს მოსულმა ჩაკვეტაძემ თამაშის გაგრძელება სცადა, მაგრამ თავბრუსხვევის და სისუსტის გამო ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა და თავი დამარცხებულად სცნო.

ჩაკვეტაძის მეტოქემ ამ მატჩში კაროლინ ვოზნიაცკიმ აღიარა, რომ თავადაც შოკირებული იყო, როდესაც მეტოქე მეგობარი გულწასული დაინახა. ვოზნიაცკის თქმით, ჩაკვეტაძემ მასთან თავბრუსხვევის შესახებ მატჩისწინაც დაუჩივლია.

ამ მატჩამდე ჩაკვეტაძე და ვოზნიაცკი ერთმანეთს კორტზე სამჯერ შეხვდნენ და სამივეჯერ კაროლინმა იმარჯვა. ამის მიუხედავად, შეხვედრის წინ ანა თავის ძალებში დარწმუნებული ყოფილა.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა