"ალაშკერის" ბარიერის გადალახვის შემდეგ, "დინამოს" მთამარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა
დღეს, 19 ივლისს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის შემდეგ, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისელები სტუმრად ერევნის "ალაშკერტს" დაუპირისპირდნენ, ანგარიში ფრედ ანგარიშით 1:1, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი დინამოელთა სასარგებლოდ 3:1 დასრულდა.

- თბილისის "დინამომ" სომხური "ალაშკერტი" ორი მატჩის ჯამში დაამარცხა

"ამ მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ბიჭებს აქტიური პრესინგის თამაში ვთხოვე. პირველ ტაიმში 3 კარგი მომენტი გვქონდა, საიდანაც ერთის გამოყენება შევძელით. მეორე ტაიმშიც არ ვუჩიოდით მომენტების ნაკლებობას, მაგრამ ეს ფეხბურთის კანონია - ვერ გაიტან, გაგიტანენ.

დიდ მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს იმ თამაშისთვის, რომელმაც ეს შედეგი და შემდეგი ეტაპის საგზური მოიტანა.

მარცხენა ფლანგზე შპიჩიჩის ნაცვლად ჭელიძე დავაყენე და არა - თევზაძე. ველოდი "ალაშკერტისგან" მწვავე შეტევებს, ამიტომ ჭელიძე ვარჩიე, თევზაძეს კი აუცილებლად მიეცემა თავისი შანსი.

ვფიქრობ, ჩვენი პირველი ტაიმი ყველა ჩვენს გულშემატკიავრს მოეწონებოდა. ყველა თამაშში გვართებს კონცენტრაცია. დღეს ზაგრებში მივემგზავრები. ხვალ ზაგრების "დინამო" მართავს იქ თავის შეხვედრას და დავაკვირდები, დასკვნებს გამოვიტან, შევისწავლი მათ თამაშს...

ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება ჩვენი მეტოქე. ის ხორვატიის ჩემპიონია, ისევე, როგორც ჩვენ ჩვენი ქვეყნის - ორივე გუნდი ძლიერები ვართ. მათი ბიუჯეთი ძალიან დიდია, თუმცა ყველა თამაში იწყება ანგარიშ 0-0-დან და შანსები 50-50-ზეა. ფავორიტი მეტოქე გუნდი იქნება და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია", - განაცხადა იარაბეკმა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური სწორედ "დინამომ" მოიპოვა, სადაც საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონის პოტენციური მეტოქე ზაგრების "დინამო" იქნება.

lasha
ესენი წაგებენ დინამო ზაგრებთან ესენ რო ტამასჰობენ იმას ტამაში ქვია ყველამ ისწავლა ტამაში ესენი ერტ ადგილას ბუქსაობენ სირცხვილია
შაკო
ყანა, გუშინდელი თამაშით ყანა, სად ნახეთ მეკარე (კაი 1 შეცდომით ნუ შევაფასებთ), მოაშორეთ ეს ჭანტურისშვილი და ......, დვალიშვილს წონაში დაკლება არ აწყენდა, ცოტა ივარჯიშეთ, რა ზაგრები, რის დინამო
გულშემატკივარი
ქუთაისელს! ნეტა იმას მოგვასწროს ღმერთმა მეც და შენც, ლიგის (სულ ერთია ევროპის იქნება თუ ჩემპიონთა) ფინალში დინამო ტორპედოს დაპირისპირება ვნახოთ და პირობას გაძლევ დინამოს ფანობის მიუხედავად ტორპედოს მხარეს ვიქნები :)
მე მჯერა
როგორც ფრანგები ამბობენ შავი და თეთრი აბანოში გამოჩნდებაო.ამ დინამოს ყველაფერი აქვს სირბილი,გახსნა,პასი,ფლანგებიდან შესვლა,თავით თამაში,აზროვნება და რაც მთავარია რამოდენიმე ნაკრების გამოცდილი მოთამაშე.მწვრთნელმა თუ სწორი ტაქტიკა აირჩა და თუ იღბალიც ცოტა ჩვენსკენ იყო თავისუფლად შეიძლება ზაგრების გავლა.დევდარიანის დილამ ხორვატიული ლიდერი არ გამოაგდო?
მსქროლავი ტროლი
დინამოს ფაქტიურად მეკარე არ ჰყავს და მხოლოდ მცველების იმედზეა, შავ დღეში ჩაგვაგდებენ ზაგრებში, მაგრამ სჯობს იქვე მოთავდეს ყველაფერი და უფრო მაღალ დონეზე უფრო დიდი გაფარჩაკება არ ვყლაპოთ. მიჩვეულები კი ვართ, მაგრამ მაინც უხერხული იქნება ასტრონომიული ანგარიშებით წაგება... გუშინ კოპენჰაგენის თამაშს ვუყურე და უცბად დინამო წარმოვიდგინე კრუზეიდერსის ადგილას, მაგრად შემეცოდნენ....
ქუთაისელი
პირველ რიგში ხვდებით ალბათ რომ ჩემთვის ტორპედო უფრო ახლოსაა, მაგრამ როცა საერთაშორისო თამაშია, ჩემთვის ყველა გუნდს საქართველო აწერია. კარგიც და ცუდიც ორივე აისახება ჩვენს სახელზე და მინდა ყველამ ეს გაითავისოს. ეხლა კი ერთი თხოვნა მაქვს ყველასთან, ვისაც ცუდი სიტყვების კორიანტელი არ დაეზარა. თქვენ თუ გინდათ კრიტიკულები იყოთ შეურაცყოფას თავი დაანებეთ. კაცს რომ შეურაცყოფას მიაყენებ შენგან მართალსაც აღარ მიიღებს. მეც მეშინია რომ ასეთი თამაშით კარგი დღე არ დაგვადგება, მაგრამ რატომღაც მჯერა რომ იქ ასე არ მოეშვებიან. რათქმა უნდა ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი გუნდს, მაგრამ გულშემატკივრებს არაფერი გვაქვს გამოსასწორებელი? თქვენი აზრით გულშემატკივრობა გინებას ნიშნავს? არასოდეს გაგჩენიათ შეკითხვა რატომ თვლიან უცხოელები ჩვენს გულშემატკივრებს კარგებად. ჩემის აზრით იმიტომ რომ ერთადერთები ვართ საკუთარ გუნდს რომ ვშლით შეურაცყოფებით. თუ ასე მაგრები ხართ გადით და თვითონ ითამაშეთ (მე შენ გეტყვი გუნდის ჩამოყალიბებაა რთული, თან როგორც ვატყობ ექსპერტებითაა სავსე აქაურობა). ფეხბურთელებო ერთი-ორი სიტყვა თვენთვისაცა მაქვს სათქმელი. ყოველივე ზემოთნათქვამის გამო არ ჩათვალოთ რომ მომეწონა რაც გუშინ დინამომ და მანამდე დილა, საჩხერე სამტრედიამ გააკეთეთ, მაგრამ მინდა რომ ბოლო-ბოლო კარგად გაითავისოთ ერთი რამ შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ თავდაუზოგავი შრომა მხოლოდ მაშინ მოახერხებთ კლასის ხარჯზე თან სასურველი შედეგის მიღწევას და თან ძალების ისე დაზოგვას (თუ ეს მართლა დაზოგვა იყო და არა ჩავარდნა ფიზიკაში) ჩვენ რომ არ შეგვრცხვეს თქვენს გამო. წარმატებები ყველას უკეთესი თამაშის მოლოდინში ქართული სპორტის გულშემატკივარი და არა ფანი.
გულშემატკივარი
მოკლედ გავედით! ამ ოთხი ტაიმიდანთბილისური მეორე ტაიმი ყველაზე მაგარი იყო და არა მარტო იმიტომ რომ ორი გოლი გავიდა, გუნდი სულ შეტევაში იყო, კარგად კომბინირებდა. რაც შეეხება ერევნის თამაშს, იარაბეკის მატჩის წინა კომენტარი მახსენდება, გოლის გასატანად ჩამოვედითო, და მართლაც, გოლი გაიტანეს თუ არა გუნდი დადგა და მეორე ტაიმში კი იყო მომენტები, მაგრამ მიზანმიმართული და კონცენტრირებული შეტევები არ ყოფილა საერთოდ, განსხვავებით თბილისური მატჩის მეორე ტაიმისგან. ესეც, პრინციპში, გასაგებია. ახლა ზაგრებს რაც შეეხება (ისე არ გასულა ჯერ, და ვარდარიც სერიოზული გუნდია), რა თქმა უნდა კარგი გუნდია, დინამოზე კარგი, მაგრამ მჯობნზე მჯობნი რამ დალია, ეგრე რეალმა მოიგო ლიგა, ყველა გუნდზე მაგარია და აღარ ეთამაშოს აწი არავინ, მაინც მოგვიგებსო. ისე, ლამის ნახევარი ნაკრებია დინამოში და რაღა ქნას მეტი ამ ფიფიამ, მაჰრეზი და ვარდი ჩვენთან არ ჩამოვლენ და რა რესურსიც გვაქვს, იმით უნდა ვიბრძოლოთ. დღეს ჩვენი ფეხბურთი ისეთ დღეშია, ვერც ვერავის მოთხოვ შედეგს და მითუმეტეს ლიგაზე გასვლას. აი მაგალითად კალათბურთის ნაკრები თუ ჯგუფში პირველ ადგილზე ვერ გავა, ის გასაკრიტიკებელი იქნება, მაგრამ აბა ფეხბურთში რა აზრი აქვს საუბარს. ელემენტარულად, დინამომ დაცვითი ფეხბურთის თამაშიც კი არ იცის, რადგან ჩვენ ჩემპიონატში არ არსებობს გუნდი მასთან უპირატესობა ქონდეს და დაცვაში ჩააყენოს დინამო. მერე მოდი და ილაპარაკე ლიგაზე. ისე, თუ თავისი ფეხბურთი (შემტევი) ვერ ითამაშა დინამომ, ძალიან გაუჭირდება
sss
ასე რამ გაგაბოროტათ ხალხნო, გავიდა დინამო და ეს ყველას გვახარებს და შემდეგ ეტაპს რაც შეეხება ძალიან რთული ორი თამაში გველოდება და იმის მაგიოვრად რომ დადებითი დაწეროთ და წარმატება უსურვოთ, ზიხართ და უაზროდ ილანძღებით გეყოფაათ....
goran
ამ კომენტარებში იმდენი პროფესორი, ფეხბურთის ექსპერტი და უბრალოდ კრიტიკოსია , რომ წარმომიდგენია რომ წაეგოთ რას ააქოთებდნენ აქაურობას). გუშემატკივრობისგან შორს ვართ . ეს არის დღეს რეალობა. უმეტესობა ვინც კომენტარებს აკეთბთ დიდი სიხარულით ელოდებით დინამოს განადგურებას რომ მერე მოიმარჯვოთ კომპიუტერები კომენტარების გასაკეთებლად. მე უბრალოდ ვუგულშემატკივრებ დინამოს. ) მეტი პოზიტივი ხალხო რა გჭირთ. ?
ika
ეს მეკარე ვინააა :D:D:D:D ლომაია ჩააყენოთ ჯობს ეს ფავშე მოყვარულს გავს
Mandela
::D ერთმა გაფარჩაkებულმა გუნდმა გამოაგდო მეორე გაფარჩაkებული გუნდი და ეს რამე განსაკუთრებულად თუ რამე მიღწევათ მიგაჩნიათ ? :) ძაან გულუბრყვილობა და საცოდაობაა აი ძაან. ვთქვათ და ალაშკერტზე ძლიერი ხარ , მერე რა იცვლება ამით რომც იყო? არც არაფერი. აი სწორედ აქაა ქართული ფეხბურთი დღეს, მისი სიძლიერის საზომად სომხური და მოლდავური გუნდებიც კმარა. გადავიდეთ სხვა რეალობაში და მომდევნო მეტოქე ზაგრების დინამოა, უკვე სხვა დონე სხვა განზომილება და აი ისეთი ფლაგმანი გუნდი თავისი ტრადიციებით ტიტულებით თუ აღზრდილი ფეხბურთელებით ცნობილი მთელ ევროპაში რო შეხსენებაც არ გვჭირდება. ამავდროულად ეს გუნდი იმითაც არის ცნობილი რო შავ დღეს აყრის ალაშკერტის და თბილის დინამოს დარ გუნდებს სადაც კი წაეწევა. ვეჭვობ არც ამ შემთხვევაში დაავიწყდეთ მათი სეხნია გუნდისთვის მისი ადგილის მიჩენა და თავისმხრივ პლეიოფის ეტაპზე მშვიდად გასვლ@. პრობლემა ერთი და აშკარაა , უფულო უკონკურენტო ულეგიონერო კიდევ ბევრი უები და მივიღეთ ისეთი დონის ჩემპიონატი რომელიც მეტის გასაქანს არ იძლევა.
გუჯა კახაძე
ყველას გილოცავთ "დინამოს" შემდეგ ეტაპზე გასვლას! გასაგებია, რომ "დინამომ" ძალები დაზოგა, მაგრამ გელშემატკივარის მოზიდვა თუ უნდათ თამაში კარგ ვარჯიშს მაინც უნდა დაემსგავსოს. 2 ტაიმში 50 სპრინტი გააკეთეს რაც ნიშნავს - ერთ ფეხბურთელზე 5 სპრინტი 90 წუთის განმავლობაში. ეს კი ძალიან ცოტაა.
დინამო
ეს თამაში საერთოდ არაფერის ტესტად არ გამოდგება, მთავარი გამოჩნდება ზაგრების დინამოსთან. მაგრამ ნათელია ერთი რამე, ქვილითაიაში თუ ვინმე 2 კაპიკს აძლევდა უნდა გაეყიდათ, პარუნაშვილის ნაცვლად ცინცაძე უნდა ათამაშოს და ჭანტურიშვილის ნაცვლად პაპუნაშავილი. კიდე ქართული გინება უნდა დაამუშამოს იარაბეკმა, რომ გაჩერდებიან და დაგებიან ჯორებივით შემოუძახოს!
status quo
აწი ნახეთ თქვენ,როგორ სამარცხვინოდ ჩავისვრით...
tazo
ასეთი სუსტი მეკარე, დინამოს ჯერ არ ყოლია,თუ არ შეცვალეს ძალიან გაგვიჭირდება.
ნ
რატომ ილანძღებით,რა გინდათ? თუ ბანძია და არ გიყვარს, "ჩვენსას" რატომ ეძახი. არ არიან ეს ბიჭები შენები,ვინც ვგულშემატკივრობთ იმათი არიან.შეთამაშდებიან,კარში უფრო კარგად და ზუსტად დაარტყამენ,ფიზიკას მოუმატებენ და ძალიანაც კარგად ითამაშებენ. ზაგრებს ვალეტიამ გაუტანა და ამათაც არ უნდა გაუჭირდეთ იქ გატანა.თუ მოინდომებენ და თავს არ დაზოგავენ ყველაფერს შეძლებენ.წარმატებები ბიჭებო,ავყიების ნაბოდვარს გულთან ნუ მიიტანთ.გაიხარეთ და გაგვახარეთ! წ ი ი ი ნ!!!
ia
ხალხო რა მოეწონათ გუსინდელი თამაშისა, მეტოქე ძაან დაბალი დონის იყო და ასე სიამაყე არ შეიძლება, ასეთი თამაშით ზაგრები ძაან დიდი სხვაობით მოგვიგებს და დროა რეალობას თვალი გავუსწოროთ,,,ვწუხვარ მაგრამ ესეა
შოთა გუგეშაშვილი
ხალხნო მე პირადად მრწხვენია დინამომ ეს ტამაში რომ იტამაშა და ტკვენი არ ვიწი მე
qutaiseli
კავკასიაში პირველი გუნდი აზერებს ყავს და არა ჩვენ ასე რო გადახტე უნდა და ჰოპ მერე დაიძახო სამწუხაროდ ბოლო წლებში ასეა შედეგებიც ამაზე მეტყველებს.დინამოს კიდე წარმატებას ვუსურვებ ზაგრებში მიუხედავათ იმისა რო შანსი ძალიან მცირე აქ.
Akaki-s
ნუ დაიბრმავებ თავს, აზერბაიჯანული გუნდები გადაუვლიან დინამოს, სამწუხაროა მაგრამ რეალობაა,მარტო მკერდზე მჯიღის კვრა არ შველის საქმეს
შოკირებული გულშემატკივარი
ზაგრებში ტურისტებად წახვალთ?
FuI tqvens patrons
ამას ქვია ცალი ფეხით მოგება,დინამოს მინუსი მხოლოდ ერთია,მომენტების ვერ გამოყენება(მიზანი აქვს გასასწორებელი)ალაშკერტი დაუშვათ გაპატიებს ამდენ მომენტის გაფუჭებას,ზაგრები კი არა.. აი სად აქვს გამოსასწორებელი
FuI tqvens patrons
Beso-s: რას უწუნებ დინამოს,რომ ასე მწარედ მოიხსენიებ,გუნდმა ის გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა,აქ თბილისში დაჭირდა და2 გაიტანა ,იქ 1- ჭირდებოდა და გაიტანა,რატო უნდა მოეკლა თავი იმ გაუსაძლის სიცხეში?!
ჩემი აზრით
ერთი რამე გავიწყდებათ სომხეთის ჩემპიონს თავისუფლად მოუგეთ.სასომხეთი ნაკრები კი რეიტინგით გვასწრებს.რა სამარცხვინოები ხართ ზოგიერთი ჭკუსკოლოფი.თბილისში მე2 და ერევანში 1ლი ტაიმები კარგათ ვითამაშეთ.ასეთი თამაშით ზაგრების მოგებაც შესაძლებელია
გულშემატკივარი
პარუნაშვილი, ქვილითაია და ჭანტურიშვილი სკამის კანდიდატები არიან,მაინც მაგათზე რატომ აკეთებ აქცენტს ? ცინცაძით, პაპუნაშვილით და ველევით უნდა ცაანაცვლო, ასევე თევზაძეს მიეცი საშუალება , ჭელიძის მაგივრად!!! წინ ზაგრებთან მარტო დვალიშვილიც საკმარისია!!!
3.141592
არ მეგონა თუ სომხები ასე სუსტად ითამა- შებდნენ.
svani
beso-ს რამ გაგამწარა))) ჩვენი გუნდია ჩვენიიი დაწყნარდი)))
Akaki
ჩვენი ბანძი გუნდები ისენი ივნენ ვინც 1 საკვალიფიკაციო ეტაპიც ვერ გადალახეს:) დინამო საუკეთესოა საქართველოში და საერთოდ კავკასიაში!!! ზაგრებთან კიდევ დარწმუნებული ვარ ღირსეულად ითამაშებენ
beso
ზაგრების დინამო იცი რას უზავს ამ ბანძ გუნდს? ბურთს დაახევს თავზე და აჩვენებს ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშო, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები
niko
ეს კაცი ბრმაა?

გასვლა კარგია, მაგრამ ხარისხი 0-ია. ვნახოთ ზაგრებთან რა იქნება. ამ "სოფლის" დონის გუნდით ძნელია რამე განსაზღვრო. მეტზე "ალაშკერტი" ვერ ქაჩავდა.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს