საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს დასკვნის შემდეგ მიიღებს
გუშინ, 19 ივლისს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საკუთარი აღმასკომის სატელეფონო კონფერენცია მოაწყო, რის შემდეგაც, ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგერდზე გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადება. ის ეხმიანება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშს რუსეთში დოპინგ-მაქინაციების შესახებ.

- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ეთანხმება რიჩარდ მაკლარენს გამოძიების გაგრძელების აუცილებლობაში. კომიტეტში ხაზი გაუსვეს იმას, რომ საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა უნდა შეისწავლონ ანგარიში და მიიღონ შესაბამისი ზომები.

- ოლიმპიურმა კომიტეტმა დაიწყო დისციპლინარული გამოძიება რუსეთის სპორტის სამინისტროს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ოლიმპიური ქარტიისა და ანტისადოპინგო კოდექსის დარღვევაში. ამასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიქმნა.

- სპორტის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან რიჩარდ მაკლარენის ანგარიშში, არ მიიღებენ რიოს ოლიმპიადის აკრედიტაციას.

- საერთაშორისო ოლიმპიურმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა წინადადებას - გაუქმდეს დოპინგთან მიმართებაში რუსი სპორტსმენების უდანაშაულობის პრეზუმპცია. ასე რომ, საერთაშორისო ტურნირებში თითოეული რუსული სპორტსმენის მონაწილეობის საკითხი უნდა გადაწყდეს საერთაშორისო ფედერაციების მიერ სპორტსმენების ანტისადოპინგო ისტორიის ანალიზის შემდეგ.

- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თხოვს ზამთრის სახეობების ფედერაციებს, შეაჩერონ რუსეთში დაგეგმილი ყველა მსხვილი ტურნირისთვის (მსოფლიოს ჩემპიონატები, მსოფლიოს თასის ეტაპები) მზადება და აქტიურად დაიწყოს სხვა ორგანიზატორების ძიება.

ასე რომ, დიდი ალბათობით, 2016-17 წლების სეზონში, რუსეთს ჩამოართმევენ შემდეგი ტურნირების მასპინძლობის უფლებას:

1. მსოფლიოს ჩემპიონატის ბობსლეისა და სკელეტონში (სოჭი);

2. მსოფლიოს თასის ფინალი ბიატლონში (ტიუმენი);

3. გრანპრის ეტაპი ფიგურულ სრიალში (მოსკოვი);

4. მსოფლიოს თასის ფინალი ციგურებით რბენაში (ჩელიაბინსკი);

5. მსოფლიოს თასის ეტაპი ტრამპლინიდან ხტომაში (ნიჟნი ტაგილი).

- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ჩაატარებს სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზას და სრულ გამოძიებას ყველა რუს სპორტსმენზე, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე გამოდიოდა. იგივე ეხება მათ მწვრთნელებს, ოფიციალურ პირებსა და მომსახურე პერსონალს. ამ მიზნით, შეიქმნება სპეციალური სადისციპლინო კომისია დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით. ამ კომისიის ანგარიშიდან გამომდინარე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი მიიღებს შესაბამის ზომებს.

- რაც შეეხება მთავარ საკითხს: საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადადო გადაწყვეტილების მიღება რუსი სპორტსმენების რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე დაშვებასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს ვერდიქტის შემდეგ, რომელმაც გუშინ იმსჯელა რუსი მძლეოსნების რიოში გაშვების საკითხზე.

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება 21 ივლისს უნდა გაახმოვანოს და ამის შემდეგ, დაველოდებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას.

სავარაუდოდ, უახლოეს უქმეებამდე უნდა მოვიცადოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...