ინტერვიუ ლეგენდარულ კალათბურთელთან
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდა ლარი ბერდი ლაპარაკობს დღევანდელი ვარსკვლავების არანორმალურ კონტრაქტებზე, "მიჩიგან სტეიტის უნივერსიტეტის" სკოლაზე და თანამედროვე NBA-ის პრობლემურ ტენდენციაზე...

- ყველასთვის ცხადია, რომ ფინანსური და ეკონომიური თვალსაზრისით, ლიგა ძალიან შეიცვალა. კალათბურთელები, რომლებიც 20-30 წლის წინ ვარსკვლავები იყვნენ, თქვენთან საუბრისას ფანებივით აღფრთოვანებულნი არიან ფულის იმ ნაკადით, რომელიც ამ დღეებში ლიგას დაატყდა თავს?

- გულახდილად გიპასუხებთ - ვერ ვივარაუდებდი მოვლენათა ამგვარ განვითარებას. გონებაშიც კი ვერ გავივლებდი ამას. მსგავსი ცვლილებები ძალიან მახარებს, რადგან ეს არის იმის დადასტურება, რომ ლიგაში საქმეები კარგად მიდის და კლუბების მფლობელები ყველაფერს სწორად აკეთებენ. გაიხსენეთ, როცა მე ლიგაში მოვედი, ძველი მოთამაშეები აღშფოთებულნი იყვნენ ჩემი ხელფასის გამო. თავის მხრივ, შემდეგი თაობა გაკვირვებას ვერ მალავდა იმ ხელფასების გამო, რომლებსაც უკვე მათ შემცვლელად მოსული მოთამაშეები იღებდნენ. ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება - ეს ნორმალურია.

- როცა დღევანდელ თაობას უყურებთ, არ გიჩნდებათ აზრი იმის შესახებ, რამდენად გაუმართლათ ამ ბიჭებს ასეთი დიდი ხელფასების მიღებით?

- არა. მე ყოველთვის ასე ვამბობ: ყველა იღებს იმას, რასაც იმსახურებს. უბრალოდ, მისწრაფება უნდა გქონდეს - იყო საუკეთესო. ამით ყველა მხოლოდ მოგებული რჩება.

- ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღიარეთ: "მარწმუნებდნენ, რომ ჩემი კარიერა დაემთხვა კალათბურთის ისტორიაში უდიადეს ეპოქას, მაგრამ დღეს ამაში დარწმუნებული არ ვარ". რატომ შეგეპარათ ეჭვი?

- თითოეულ ჩვენთაგანს მიაჩნია საკუთარი კარიერის პერიოდი ლიგის ისტორიაში საუკეთესო ეპოქად. არ აქვს მნიშვნელობა, 60-იან, 70-იან თუ 80-ინ წლებში ვთამაშობდით. ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ჩემს წლებში ლიგაში უფრო მეტი ვარსკვლავი იყო, ვიდრე ახლანდელ დროში. მაშინ, თითოეულ გუნდში მინიმუმ ერთი, ხანდახან ორი კალათბურთელი იყო, რომელთა სტატუსი შეიძლება ვარსკვლავურად მივიჩნიოთ. მიუხედავად ამისა, პირდაპირ ახლა ვერ ვიტყვი დარწმუნებით, რომ ჩვენი ერა სხვებზე უკეთესი იყო.

- როგორ ფიქრობთ, ადრე NBA-ში უფრო მეტი მაღალი კლასის უნივერსალი იყო?

- არ ვიცი. დღეს ლიგაში რამდენიმე ბიჭია, რომელთა დაკვირვება სიამოვნებას განიჭებს. დრეიმონდ გრინი - ერთ-ერთი მათგანია. საქმე ისაა, რომ ბიჭები, რომლებმაც "მიჩიგან სტეიტის" უნივერსიტეტის სკოლა გაიარეს, ერთნაირად კარგად იცავენ თავს და უტევენ მეტოქის კალათს. მათ შორისაა გრინიც. ზედმეტს არ იღებენ საკუთარ თავზე - ეს სწორედ ის არის, რაც ყველაზე მეტად მომწონს.

თუ თქვენ სწორად აკეთებთ ყველაფერს - სწრაფად ათამაშებთ ბურთს, უნარიანად აყენებთ ბლოკებს, არიგებთ ბრწყინვალე გადაცემებს - შედეგი მალე იქნება. მე მშვიდად ვუყურებ სხვადასხვა ეპოქების შედარებას. რამდენი წელი გავიდა, მე კი ძველებურად მომწონს გუნდური კალათბურთი. მეჯიქ ჯონსონი იყო ყველაზე შთამბეჭდავი უნივერსალი. დღეს უფრო მეტად ჩანან ბიჭები, რომლებსაც სნაიპერული თვისებები აქვთ. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც კარგად იცავენ თავს და ხსნიან ბურთს. უნდა ვაღიარო, რომ დღევანდელი ვარსკვლავები ისეთივე კარგები არიან, როგორც ჩვენ ვიყავით თავის დროზე.

- მთელი ცხოვრება კალათბურთს მიუძღვენით. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რას გააკეთებდით დღეს თამაშის ხარისხის ასამაღლებლად?

- არ ვიცი რა გიპასუხოთ. ამის გაკეთება საკმაოდ რთულია, მაგრამ მუდმივად ვმუშაობთ ამაზე. ძალიან მწყვეტს გულს დღეს გამოკვეთილი ტენდენცია - გახშირებული ძალისმიერი შესვლები ფარქვეშ, რომელიც შეჯახებით და შემდეგ საჯარიმო სროლების სრულდება.

- არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

- დღეს, NBA-ში არის ბიჭების ჯგუფი, რომლებმაც ყველა აალაპარაკეს დაცვაში კარგი თამაშის უნარით. მინდა, რომ უახლოეს დროში მოწესრიგდეს მსაჯობა. და აქ საქმე არა იმდენად მსაჯებში, არამედ წესებშია, რომელიც პრიორიტეტს თავდასხმას ანიჭებს. უმეტეს წილად, სწორედ ამიტომ არის ლიგაში ამდენი კალათბურთელი, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია ძალისმიერ შესვლებზე. ჩემი ღრმა რწმენით, ამის კალათბურთი შორს არის იმ თამაშიდან, რაც უნდა იყოს სინამდვილეში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

llcl
ცოცხალი ლეგენდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
გოგა ბითაძე ლეგენდარულ ლარი ბერდს შეხვდა [PHOTO]
NBA-ს ლეგენდა: ჯორდანს საკუთარი ადგილი მივუჩინე, მას შემდეგ აღარ შევუწუხებივარ
NBA. პლეი ოფი. ბერდის იდეა: ოთხქულიანი ხაზი
NBA: ახალგაზრდები არ ჩერდებიან - დონჩიჩმა აბდულ ჯაბარს აჯობა, ტეიტუმმა ლარი ბერდს [VIDEO]
მესამე ლეგენდა - ჯულიუს ერვინგი
რა გუნდია "ინდიანა პეისერსი" და რა მომავალი ელოდება გოგა ბითაძეს ინდიანაპოლისში?