ჯამპიერო ვენტურა: "მადლობა კონტეს მყარი ფუნდამენტისთვის"
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა წარადგინა. 68 წლის სპეციალისტი ბოლოს "ტორინოს" ედგა სათავეში, სადაც მთელი 5 წელი იმუშავა, იქამდე კი, არც მეტი, არც ნაკლები, 17-ჯერ გამოიცვალა კლუბი.

ვენტურა უდიდესი გამოცდილების მწვრთნელია და მართალია, ამ პერიოდში დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ არც ჩავარდნა ჰქონია. ვენტურა ცნობილია, როგორც უბადლო ტაქტიკოსი და მწვრთნელი, რომელსაც ახალგაზრდებთან უყვარს მუშაობა.

მაგალითად, იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში ბირთვს სწორედ ვენტურას "ტორინოში" მოასპარეზე ფეხბურთელები შეადგენენ - ერთ-ერთი მიზეზი ფედერკალჩოს მიერ არჩევანის სწორედ ვენტურაზე შეჩერებისა, ესეც იყო. დადგა დრო, რომ ეროვნულ გუნდში ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელების ინტეგრაცია მოხდეს, რაც წესით, "სკუადრა აძურას" ახალ მწვრთნელს არ უნდა გაუჭირდეს.

ვენტურას წარდგენა "კოვერჩიანოს" საწვრთნელ ბაზაზე მოხდა, სადაც ტრადიციულად, იტალიის ყველა ასაკობრივი ნაკრები გადის შეკრებებს. "სკუადრა აძურას" ახალმა დამრიგებელმა სამომავლო გეგმებზე ბევრი ისაუბრა, თუმცა სანამ მას გადავცემდეთ სიტყვას, იქამდე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, კარლო ტავეკიოს მოვუსმინოთ:

"ჯამპიერო ვენტურა არის ფეხბურთის მაესტრო და ამით ყველაფერია ნათქვამი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მასთან ერთად "სკუადრა აძურა" დიდ წარმატებას მიაღწევს. ვენტურას ექნება სრული კარტბლანში და ყველა პირობა იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. იტალიის ნაკრებში იწყება ახალი ერა, რომელიც დიდხანს გაგრძელდება და აუცილებლად წარმატებული იქნება.

უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ ვინ დაეხმარებიან ვენტურას და შესაბამისად, დაკომპლექტდება სამწვრთნელო შტაბი. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ანტონიო კონტეს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია და ჩვენი აღფრთოვანება დაიმსახურა. კონტემ დაგვანახა ის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ, თუმცა ვენტურას ხელში ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო ძლიერი იქნება".

პირველი პრესკონფერენცია

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჯამპიერო ვენტურასთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის განმავლობაშიც მწვრთნელი 2.6 ,მილიონ ევროს მიიღებს, ანუ წელიწადში მხოლოდ 1.3 მილიონს. შედარებისთვის, ანტონიო კონტეს გასამრჯელო წელიწადში 4.5 მილიონი ევრო იყო, ანუ თითქმის 4-ჯერ მეტი. დროა, სიტყვა ვენტურას გადავცეთ, რომელმაც ვრცლად, თემების მიხედვით ისაუბრა...

ბედნიერი და ამაყი

ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ, "კოვერჩიანოს" საწვრთნელ ბაზაზე იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ვიმყოფები. ვამაყობ იმით, რომ წარმოვადგენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფეხბურთო ერს მსოფლიოში. ერთია კლუბში მუშაობა და მეორე, ეროვნულ ნაკრებში, სადაც სრულიად სხვა წნეხი და პასუხისმგებლობაა. მე მზად ვარ ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევისთვის.

მადლობა კონტეს

მადლობა კონტეს გაწეული სამუშაოსთვის, რადგან მან დამახვედრა ტაქტიკურად იდეალურად მომზადებული და განსწავლული გუნდი. ნაკრების მწვრთნელებს ფეხბურთელებთან მუშაობისთვის დიდი დრო არ აქვთ და როდესაც ასეთი მყარი ფუნდამენტი გხვდება, ეს დიდი პლუსი და უპირატესობაა, რომელსაც გამოყენება სჭირდება. მოკლე დროში, კონტემ შეძლო და ნაკრები იდეალურად შეათამაშა. ევროპის ჩემპიონატზე "სკუადრა აძურა" ჰგავდა გუნდს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ვარჯიშობს და ემზადება.

ევრო 2016

ძალიან საინტერესო ტურნირი იყო, რომელმაც დაგვანახა, რომ ნებისმიერი სტილი და სტრატეგია ეფექტურია, თუ სწორად იყენებ და თუ თამაშში შეცდომები მინიმუმამდე გაქვს დაყვანილი. ჩვენ ვნახეთ დაცვიდან მოთამაშე გუნდები, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გუნდი წარმატებული იქნება, თუკი მოედნის ცენტრს განგებ დათმობს. მთავარია თამაშის ხარისხი, ორგანიზებულობა და კლასი.

იტალიის ნაკრებმა გვიჩვენა, რომ ორგანიზებული თამაშით, რომელსაც თან ახლავს ემოცია და სულისკვეთება, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება. ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა ვერაფერს გიშველის, თუ გუნდი ვერ თამაშობს.

საბაზო ტაქტიკა

ყველამ იცის, რომ ჩემი ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 3-5-2 სქემას ვანიჭებდი უპირატესობას და ასე იყო "ტორინოშიც". სწორედ ამ სქემით თამაშობდა ანტონიო კონტეს "აძურა" ევრო 2016-ზე და ბუნებრივია, რომ ამ მოდელს აქტიურად გამოვიყენებ. თუმცა, არის გარკვეული ფაქტორები, რომელთა გამო ჩვენ მოგვიწევს ექსპერიმენტების კეთება და ახალი სქემების ძიება.

დღეს იტალიაში უამრავი გარემარბია, 3-5-2 კი ამ ფეხბურთელებს თამაშგარეში ტოვებს. ძალიან მომწონს სტეფან ელ შაარავი, ლორენცო ინსინიე, ჯაკომო ბონავენტურა, დომენიკო ბერარდი, ანტონიო კანდრევა, ეს ფეხბურთელები კი ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ გარემარბის პოზიციაზე გრძნობენ. ამიტომ ჩვენ გვექნება არაერთი ტაქტიკური მონახაზი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

წამსვლელები და მომსვლელები

ანდრეა ბარძალიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება, მაგრამ მე მასთან შეხვედრას ვაპირებ. ბარძალი 35 წლისაა, თუმცა ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ფეხბურთელი ბრწყინვალედ თამაშობს. რთული იქნება პელეზე დაკვირვება, რადგან ის ჩინეთში გადაბარგდა, მაგრამ მეორე მხრივ, არ მსურს მაღალი დონის თავდამსხმელზე უარის თქმა.

კლაუდიო მარკიზიოს და მარკო ვერატის სახით, ნაკრებს ორი ლიდერი დაუბრუნდება, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს კი აქედანვე გამოვარჩევდი - მაგალითად, დანიელე რუგანის, ალესიო რომანიოლის, მატია პერინს და ჯანლუიჯი დონარუმას. ვფიქრობ, ამ და კიდევ არაერთ ახალგაზრდა მოთამაშეს შეუძლია ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება. მარიო ბალოტელი? - მან ჯერ უნდა ითამაშოს, შემდეგ გოლების გატანას მოუხშიროს და რაც მთავარია, დაგვანახოს, რომ პროფესიონალია. ბალოტელის დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ არასწორ გზაზე დგას. იმედი მაქვს, რომ ვითარება შეიცვლება.

მუნდიალის შესარჩევი

წინ დიდი ბატალიები გველის, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ევროპის პირველობაზე. ჯგუფში ესპანეთის ნაკრებთან მოგვიწევს კონკურენცია, სადაც ასევე ახალი მწვრთნელია და რა შეიცვლება იქ, დღეს ძალიან რთული სათქმელია. პირდაპირ მუნდიალზე მხოლოდ ერთი გუნდი გადის და გამოდის, რომ შეცდომის უფლება, უბრალოდ, არ გვაქვს. ერთი ზუსტად ვიცი: ჩვენ უნდა ვითამაშოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გაგა
წარმატებას ვუსურვებ,მაგრამ 68 წლის კაცს რომ არაფერი ექნება მოგებული და იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნავ... ფული დაზოგეს ალბათ. რა ვიცი...
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს
მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე
[ეროვნული ლიგა] ...ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემა?
ნუთუ ეს შესაძლებელია - "ლივერპული" პსჟ-ს ვარსკვლავის შეძენას აპირებს
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა - იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
"საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მეტოქემ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა" - დეშამი იტალიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ
იტალიელმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ "კიევო" ჩაიბარა
უმუნდიალოდ დარჩენის გამო, იტალია მილიარდზე მეტს იზარალებს, ვენტურა კი 700 ათასს ითხოვს
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
კონტე, ნეიმარი და დე ბრუინი — გადაწყვეტილება, რომელმაც ნაპოლის მომავალი განსაზღვრა
იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა გადადგა
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
დე ლაურენტისი: ვენტურა სერია C-ში 3 თვის შემდეგ გადავაყენე
ჯამპიერო ვენტურა: მე არ გადავმდგარვარ
ნამდვილად დე ლაურენტისია? - "ნაპოლის" პრეზიდენტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
საფრანგეთმა ბელგიას, იტალიამ კი ისრაელს მოუგო [VIDEO]
იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა გადააყენეს