ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ოლიმპიადა და დოპინგი: რუსეთის გამოტოვების შანსი რეალურია

ოლიმპიადა და დოპინგი: რუსეთის გამოტოვების შანსი რეალურია

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი შეფი რუსეთს ყველაზე ცუდს უწინასწარმეტყველებს
რუსულ სპორტში დოპინგის შესახებ პირველი ანგარიშის ავტორი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ პაუნდი რუსეთის ოლიმპიური ნაკრების რიოში გამგზავრების პერსპექტივებს აფასებს...

- როგორ ფიქრობთ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება - გადაავადოს რუსეთის ოლიმპიური ნაკრების შესახებ ვერდიქტის გამოტანა - კარგი ნიშანია? უნდა ჰქონდეთ რუსებს ოპტიმიზმის საფუძველი?

- ვფიქრობ, უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, ვიდრე მაშინ, როცა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს - არ დაუშვას რუსეთი რიოს ოლიმპიადაზე. როგორც ჩანს, კომიტეტს სურს მთლიანად დარწმუნდეს, რომ რა მოქმედებასაც არ უნდა მიმართოს, ის იურიდიულად დასაბუთებული და კანონიერი იქნება.

- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა - დაელოდოს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუს მძლეოსნებთან დაკავშირებით. ამით კომიტეტმა გადაწყვიტა თავი დაიზღვიოს, რათა თავიდან აიცილოს ახალი სარჩელი მისი მისამართით?

- არ მგონია, რომ ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრებს რაიმესი ეშინიათ. მაგრამ, რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს საბოლოო დასკვნაზე.

- რატომ არ გასცა რეკომენდაციები რიჩარდ მაკლარენმა საკუთარ ანგარიშში? მისგან განსხვავებით, თქვენ ნოემბერში რეკომენდაცია მიეცით - ჩამოეშორებინათ რუსეთი ყველა ტურნირიდან.

- როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ეს მის მოვალეობებში არ შედიოდა. მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო სინჯების ანალიზი, როდჩენკოვის ჩვენებების გადამოწმება, ექსპერტების მოზიდვა და ა. შ. მისი საქმე იყო სანდო ცნობების მოძიება, ხოლო ამ ცნობებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა მიიღონ.

- რაშია განსხვავება თქვენ მიერ შედგენილ და მაკლარენის ანგარიშებს შორის? რატომ გაიცა ნოემბერში რეკომენდაციები და რატომ არ მოხდა იგივე ახლა?

- ჩვენს შემთხვევაში მივიჩნიე, რომ საქმეში იმდენად ბევრი მხარე იყო ჩარეული, რომ აუცილებლობა მოითხოვდა რაღაც დასკვნის გაკეთებას. თუ გახსოვთ, ცალკეული რეკომენდაციები არსებობდა WADA-ს, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსა და რუსეთის სპორტის სამინისტროს მისამართით. მაგრამ არსი იგივე იყო: ჩვენ წარმოვადგინეთ ინფორმაცია, გადაწყვეტილება კი სხვებმა მიიღეს.

- რატომ არ არის მაკლარენის ანგარიშში კონკრეტული სპორტსმენების გვარები?

- სავარაუდოდ, ის ამ გვარებს WADA-ში დაასახელებს, რათა ამას მოჰყვეს შედეგების დამუშავებისა და საერთაშორისო ფედერაციების მიერ სანქციების გამოტანის სტანდარტული პროცესი.

- მაგრამ, თქვენ მუშაობდით მაკლარენთან ერთად პირველი ანგარიშის შედგენაზე. მაშინ რატომ დასახელდა სპორტსმენთა გვარები, რომლებზეც ირიბი მტკიცებულებები გქონდათ, დღეს კი, როცა პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს - არც ერთმა გვარმა არ გაიჟღერა?

- გეთანხმებით. მაგრამ, მიმაჩნია, რომ მაკლარენს, უბრალოდ, დრო არ ეყო. კომისიის შექმნის მომენტიდან მას 60 დღე ჰქონდა ანგარიშის მოსამზადებლად. დარწმუნებული ვარ, ყველა მონაცემი, რომელიც მუშაობის პროცესში შეგროვდა, ახლა სისტემიზირებული იქნება და გადაეცემა WADA-ს.

- პრინციპული მომენტია: როგორც მაკლარენი ამტკიცებს, თუ დალუქული სინჯის გახსნა შესაძლებელია, როგორ შეიძლება ვენდოთ მთლიანად მსოფლიოს ანტისადოპინგო სისტემას? ახლა, თეორიულად, ნებისმიერმა სპორტმენმა შეიძლება ამტკიცოს, რომ ქილებს ტრანსპორტირების პროცესში ან ლაბორატორიაში ხსნიდნენ და სინჯებს აყალბედნენ...

- ცხადია, რომ ქილის გახსნა თავსახურის დაუზიანებლად, ძალიან რთულია. მაკლარენს უნდა გაერკვია - როგორ იყო ეს შესაძლებელი. და მან პასუხი იპოვნა. მაგრამ მანამდე, ჭკვიანი ხალხი დიდი ხანი იგონებდა ამ ხერხს. მაკლარენმა, რომელსაც უკვე ჰქონდა ქილებზე გარე ზემოქმედების კვალი, იცოდა - როგორ და სად ეძებნა. ვფიქრობ, ამიერიდან კონტეინერის მიკროსკოპით შესწავლა და გარე ზემოქმედების კვალის ძიება ნებისმიერი ლაბორატორიისთვის სინჯების ანალიზის პროცედურის აუცილებელი ნაწილი გახდება. ეს ნორმალურია, პროგრესი მიდის და თაღლითებთან ბრძოლის მეთოდები იხვეწება.

- ქილების მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, რომ მათი გახსნა ტექნიკურად შეუძლებელია. ხომ არ გეჩვენებათ, რომ დროა ტელეშოუს ფორმატში ვუჩვენოთ სამყაროს მექანიზმი, რომლითაც რუსებმა ეს მოახერხეს?

- ჰა-ჰა, არ მგონია, რომ ეს კარგი იდეა იყოს. თუ ჩვენ ამას ტელევიზორში ვუჩვენებთ, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც მოისურვებენ სინჯების გაყალბებას. მთავარი ის არის, რომ ადრე დამრღვევები დარწმუნებულნი იყვნენ - სამხილების პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ახლა კი მათ იციან, რომ შეგვიძლია ვიპოვნოთ გახსნის კვალი.

- ხომ არ გეჩვენებათ, რომ ზოგიერთი ადამიანი WADA-ს ხელმძღვანელობაში ასევე უნდა დაისაჯოს? რატომ აძლევდნენ ისინი ამდენი წლის განმავლობაში აკრედიტაციას მოსკოვის ლაბორატორიას და ვერ ამჩნევდნენ, რომ იქ სრული სვლით მიმდინარეობდა სინჯების გაყალბება?

- არ მგონია, რომ WADA-მ ამაზე პასუხი უნდა აგოს. ლაბორატორიის აკრედიტაციის საკითხი იმის მიხედვით წყდება, რამდენად არის ის აღჭურვილი და მომზადებული მეცნიერულად. და ამ მხრივ, მოსკოვის ლაბორატორიას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. დადებითი დოპინგ-სინჯების დამალვის სახელმწიფო სისტემას არაფერი აქვს საერთო ლაბორატორიის ტექნიკურ მახასიათებლებთან.

- გქონდათ თუ არა კავშირი რიჩარდ მაკლარენთან ბოლო ანგარიშის მზადების პროცესში?

- არა. თავიდანვე გადავწყვიტეთ ასე. რადგან არსებობდა ალბათობა, რომ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოქმედების დაწყება მოუწევდა, ჩვენ გვინდოდა, რომ ანგარიშის ავტორს საერთოდ არ ჰქონოდა ურთიერთობა ოლიმპიურ კომიტეტთან. ჩვენი პირველი კომისიიდან ერთადერთი, ვინც არ იყო დამოკიდებული WADA-ზე და კომიტეტზე, მაკლარენი აღმოჩნდა.

უნდა ჩამოგვეშორებინა ეს საქმე ჩემგან და WADA-ს პრეზიდენტისგან კრეიგ რიდისგან, რადგან ორივენი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები ვართ. მაკლარენი სრული კონფიდენციალურობის გარემოში მუშაობდა და დარწმუნებული ვარ, შაბათამდე, როცა ანგარიში WADA-ში გაიგზავნა, დოკუმენტი არავის ნანახი არ ჰქონდა.

- მაშინ როგორ ახსნით ანგარიშის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე აშშ-ის ანტისადოპინგო კომისიის მოწოდებას - დისკვალიფიკაცია მიეცათ რუსეთის ოლიმპიური გუნდისთვის.

- არა, ეს წერილი, უბრალოდ, ანგარიშის მოლოდინის რეჟიმში შეიქმნა. მის ავტორებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, კონკრეტულად რა ეწერა ანგარიშში. მათ გამოძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

- გაემგზავრება თუ არა რუსეთი სრულფასოვანი გუნდით რიოში - საკუთარი დროშითა და ჰიმნით?

- სიტუაცია ძალიან სერიოზულია და მიმაჩნია, რომ თამაშების გამოტოვება სავსებით რეალურია. მაგრამ მე არ გამაჩნია ფაქტები, რომელიც რიჩარდ მაკლარენს აქვს. ამიტომაც, ეს ჩემი პირადი აზრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!