ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბრაიან იდოვუ: მივხვდი - როცა ქართველები ინდომებენ, ბევრი შეუძლიათ

ბრაიან იდოვუ: მივხვდი - როცა ქართველები ინდომებენ, ბევრი შეუძლიათ

საქართველოში დაოჯახებულ ნიგერიელ შუმენს ფეხბურთის ფედერაციაში სამწვრთნელო ლიცენზირების სრული კურსის გავლა სურს

ბრაიან იდოვუს საქართველოში კარგად იცნობენ, პროექტებიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები", "კომედი შოუ". 29 წლის ნიგერიელი სხვადასხვა სატელევიზიო შოუსა და პროგრამების ხშირი სტუმარია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მას ნიგერიის 17-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, საქართველოში კი პირველი აფრიკელია, რომელიც ბავშვთა გუნდს ავარჯიშებს და საერთოდაც, სამწვრთნელო საქმიანობას სერიოზულად უყურებს...

- მეცხრე წელია, რაც საქართველოში ვცხოვრობ. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და აქაურობაც შემიყვარდა. მერე ქართველ ქალზე დავოჯახდი, 5 წლის გოგონა გვყავს და თავს ბედნიერად ვგრძნობ.

- ნიგერიაში სახელმწიფო ენა ინგლისურია. ქართული კი ძალიან რთულად ასათვისებელია. შენ როგორ ისწავლე ჩვენი ენა?

- გეთანხმებით, ქართული ძალიან რთული ენაა. მაგრამ ურთიერთობაში ვისწავლე. ჯერ ვიცოდი "გამარჯობა", "როგორ ხარ", "კარგად ვარ" და ასეთები. ნელ-ნელა კი ბევრად უკეთესად ავითვისე. კითხვაც ვიცი, მაგრამ ბევრად უარესად. სადაც ცხოვრობ, იქაური ქუდი არ უნდა დაიხურო (იცინის)... ხუმრობა იქით იყოს და, ხალხის მიმართ პატივისცემა ენის ცოდნით უნდა გამოხატო. სხვათა შორის, აქამდე სამი ენა ვიცოდი - ინგლისური, ცოტა რუსული და პლუს ნიგერიული, თავისი ორი დიალექტით. ჩვენთან სულ 250 დიალექტია და ძალიან რთული ასათვისებელია. მეგრულიც მესმის, მაგრამ ბუნებით იმერელი ვარ (იცინის), უფრო - სამტრედიელი.

- ვიცი, რომ ფეხბურთს თამაშობდი...

- დიახ, ასეა და რომ იცოდეთ, არც ისე ცუდად. ნახევარდამცველი ვიყავი და ნიგერიის 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატიც გახლდით.

- ცნობილი ნიგერიელი ფეხბურთელებიდან ვინმეს იცნობ?

- გეცოდინებათ ჯონ ობი მიკელი, ნიგერიის ნაკრებისა და "ჩელსის" ნახევარმცველი. ჩვენ ორივე ნიგერიაში, "პეპსის" აკადემიაში ვვარჯიშობდით.

- ნიგერიაში ჩვენზე ბევრად უარესი პირობებია?

- ადრე პირობები საერთოდ არ იყო, ფაქტობრივად, ბავშვები ველურად, ქუჩაში ვარჯიშობდნენ და ამის მიუხედავად, ბევრი ასეთი ფეხბურთელი მოხვედრილა ძლიერ გუნდში. მაგრამ ნიგერიულმა ფეხბურთმა წარმატებებს რომ მიაღწია, მერე ევროპელები დაინტერესდნენ და სკოლები ჩამოაყალიბეს. ვინც აკადემიაში მოხვდება, იმათ საკმაოდ ნორმალურ პირობებს უქმნიან. მაგრამ ევროპელებს ნიგერია მაინც ძალიან ჩამორჩება, კლუბებს დიდი ბიუჯეტები არ აქვთ. ამიტომაც არის, ევროპაში მოხვედრილი ნიგერიელი ბევრს რომ შრომობს, რადგან ყველამ იცის - სხვაგვარად სახლში დაბრუნება მოუწევს, სადაც დიდი პერსპექტივა და ფინანსები არ არის. ბოლომდე შრომა კი წინსვლისა და ნორმალური ცხოვრების წინაპირობაა.

ქართველებიც ასე არ არიან? ჯერ უმაღლესი ლიგის ლიდერებში მოხვედრა სურთ, მერე ევროთასებზე რომ გამოიჩინონ თავი და ევროპაში ითამაშონ, სადაც მეტი პატივისცემა და უკეთესი პირობებია.

- ფეხბურთს რატომ შეეშვი?

- ცოტა ხნით აზერბაიჯანში ვითამაშე, საიდანაც საქართველოში ჩამოვედი და "ზესტაფონში" ვვარჯიშობდი, მაგრამ კონტრაქტი არ გამიფორმეს. მერე კი, ხომ იცით, როგორც ხდება - დავოჯახდი, ფეხბურთს საჭირო ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი და ბოლოს შევეშვი კიდეც. ახლა კი 7 წელია, რაც ბავშვების გუნდს ვავარჯიშებ. თავიდან ეს საქმე ფეხბურთის მონატრების გამო დავიწყე. ევროპულ სკოლაში ბავშვები შევკრიბე და მივხვდი, ეს ჩემი მოწოდება იყო - მიყვარს, ვიცი და შემიძლია.

მსურს, ფეხბურთის ფედერაციაში სამწვრთნელო ლიცენზირების სრული კურსი გავიარო და ამ ქვეყანას გამოვადგე. სხვათა შორის, შეთავსებით, მოყვარულთა ჩემპიონატში საბურთალოს "ბურეშიც" ვითამაშე.

- საქართველოს ნაკრებზე რას იტყვი?

- პოტენციალი გააჩნია, მაგრამ სათამაშო დისციპლინა აკლია. თვალში მხვდება, მოედნის ცენტრში რამდენ შეცდომას უშვებენ და მეტოქეებს რა იოლად ატარებენ. არადა, დღევანდელ ფეხბურთში მოწინააღმდეგე მკაცრად უნდა შეზღუდო და აკონტროლო. ამ შეცდომების გამო, საქართველოს მეტოქე ხშირად სარგებლობს - ასე იყო სლოვაკეთთან და რუმინეთთან და იოლად გაგვტეხეს.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ესპანეთთან მოგებამ გამაოცა და მივხვდი - როცა ქართველები ინდომებენ, ბევრი შეუძლიათ. ანუ მთავარია მოინდომება!

- ნიგერია ნიჭიერი ფეხბურთელების საბადოა. ამ გადასახედიდან, ობიექტურად თუ შეაფასებ, ქართველებს როგორი ბავშვები გვყავს?

- რასაც ვუყურებ, "დინამოს", ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებსა და "საბურთალოში" ძალიან მაგარი ბავშვები არიან. "ზესტაფონში" ვარჯიშის პერიოდიდან ბექა გოცირიძესთან ვძმაკაცობ და ძალიან განვიცდი, რაც მას შეემთხვა - ძალიან მაგარი თავდამსხმელი უნდა გაზრდილიყო. გახსოვთ, უელსს გასვლაზე რა გოლი გაუტანა? მაგრამ ავარიამ კარიერა დაუნგრია.

კალაძის მაგალითი აჩვენებს, რომ შრომით ბევრის მიღწევა შეიძლება. ქინქლაძე კი, ჩემი გაგებით, მესიზე არანაკლები ტალანტი იყო და "სიტის" ლეგენდა შემთხვევით არ გამხდარა. მასზე ვგიჟდებოდი და არ ვიცოდი, ქართველი თუ იყო. ვან გაალი ამბობდა, რომ ვისთანაც კი უმუშავია, მათგან ყველაზე დიდი პროფესიონალი შოთა არველაძეა.

არ მჯერა, რომ ამ ფეხბურთელების, პლუს ქეცბაიას, ყენიასა და არაბიძის გამზრდელ ქვეყანაში, ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში არ შეუძლიათ. მაგრამ ვერ ვხვდები, ევროპაში წასული ქართველების უმრავლესობას რა ემართება? ამ ქვეყნისა და ქართული ფეხბურთის წინსვლა გულით მინდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ალეკსანდრე

გოგას- ფეოლას და ახალკაცის მაგალითად მოყვანა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგარი მარაზმია, ჯიგარ,თუ თავს ძალას დაატან ,ალბათ მიხვდები რისი თქმა მინდა,ბავშვები უნდა ავარჯიშონ კვალიფიციურმა,გამოცდილმა მწვრთნელებმა (როგორც ევროპაში აკეთებენ) რომ მომავალში კარგი ფეხბურთელები გამოვიდნენ,და მათი ნაკლებობის შედეგია დგევანდელი მდგომარეობა ბეხბურთში, მეთანხმები ამაში?

• გაგა

კარგი ბიჭია ეს - წესიერი და ჯიგარი!

• guga

ალეკსანდრე-ს. უაზრო კომენტარი დადე ჯიგარ. უფრო სწორად რომ ვთქვა, უტვინო და არაფრისმთქმელი. ფეოლა გაგონილი გექნება მაინც, რომელმაც ბრაზილია ჩემპიონი გახადა. ამ მწვრთნელს ფეხბურთი არასოდეს უთამაშია. სხვა მაგალითიც ბევრია. ან რა ფეხბურთელი იყო ნოდარ ახალკაცი? არც არაფერი, მაგრამ რა მწვრთნელი დადგა! საერთოდ რომ იცოდე ჯიგარ, გამონაკლისის გარდა დიდი ფეხბურთელი, დიდ მწვრთნელი იშვიათად დგება.

• ალეკსანდრე

ჩემი საქმე მიხედილია,შენ შენსას მიხედე ბრატ,ბევრმა რომ მიყო ხელი მწვრთნელობას (კარგ მწვრთნელებს არ ვგულისხმობ), იმიტომაცაა ჩვენი ჩემპიონატი დახუნძლული ვარსკვლავებით

• david

ისე უპრო საინტერესო თემებს ტუ დაცერტ კარგი იკნება!!!

• არტაგი

ქართველთმოძულე ქართველს ყოველთვის აჯობებ ძმაო ქართველთმოყვარე ნიგერიელი!

• odala

ალექსანდრე, დარწმუნებული იყავი საქართველოში მომუშავე მწვრთნელების უმეტესობაზე მეტი ეცოდინება.

• dito

ა კაცი......

• svani

შენ რაღა გინდა))))

• aleqsandres

shen saqmes mixede brat, ra pretenziit xar?

• ალეკსანდრე

სადგაც შორეულ ქვეყანაში 17მდელთა ნაკრების კანდიდატობა(თუ მართლა იყო)აძლევს იმის საფუძველს,რომ ბავშვების მწვრთნელად იმუშაოს?თვითონ რა იცის რომ სხვას ასწავლოს

• mamuka

რა ემართებათ და ფული ემართებათ :)

• Lasha

ძაან მაგარი კაცია ბრაიანი, მიბაძონ ქართველებმა, ნიგერიელი რომ ზრდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ფულიანმა "ბიძიებმა" თუ არ დააფინანსებენ, ელემენტარული პირობები და სავარჯიშო კომპლექსები მაინც შექმნან პატარა თაობის ბიჭებისთვის, სხვანაირად არც საკლუბო ფეხბურთი აღორძინდება, მითუმეტეს კი ნაკრები

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება

იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის

ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო

"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს

სპალეტი შეიძლება გადააყენონ

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა

"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა

"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა

"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა

"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს

[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა

ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია

იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება

სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ

შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის

"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება

"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"

სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება

"უნდა შევძლო და დავბრუნდე" - ბექა გოცირიძის ბრძოლის ქრონიკა

[VIDEO] "მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე

[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს

რატი წინამძღვრიშვილი: გამოდის, რომ ფეხბურთს უნდა შევეშვა

დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს

[ოთხშაბათის საკითხავი] ბექას დაბრუნება

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა

გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს

შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა

"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა

უმაღლესი ლიგა. XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

"აი, მეგობრებო, ეს არის ჩემი სამსახური ამერიკაში" - რას საქმიანობს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე აშშ-ში [VIDEO]

უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა

ბრაიან იდოვუ: არგენტინასთან ფრეც გვაწყობს, მაგრამ უნდა მოვუგოთ

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება

"თქვენი უმადური, დაუნახავი დედას შ****ეცი, ვისაც ამ ბიჭზე ენა გიტრიალდებათ..." - ბექა გოცირიძემ თურქეთთან მატჩის შემდეგ კვარაცხელიას კრიტიკოსებს მიმართა