მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმღების ექიმმა დავით წულაიამ განუცხადა.

"21 ივლისს, 18:40 საათზე, ჩვენს საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთ-ერთი 32 წლის მერაბ კვირიკაშვილია, რომლის მდგომარეობა მძიმე არ არის. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პაციენტი გონზეა და ადეკვატურად პასუხობს კითხვებს. დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს - 26 წლის გიორგი ლომინაძეს, სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული. აღენიშნება ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი, უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.

მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას", - განაცხადა მიმღების ექიმმა.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია გუშინ, 21 ივლისს, საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. კვირიკაშვილი და ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მგზავრობდნენ, რომლებმაც ასევე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარია.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

PARFIUMER
ღმერთმა მშვიდობა ქნას... ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ ....
მურთაზი
პარალელურად მეორე გზის გაკეთება არ შეიძლება? თუ ბევრი ვართ და
მახო
სიჩქარის გადაჭარბებაზე მაქსიმალური კონტროლი და ჯარიმებია დასაწესებელი!!!!!!!!!!!
ქუთაისელი
ავარიის შედეგად რომ იღუპება ხალხი მაგდენი აგვისტოს ომში არ დაღუპულა.. ;( ესეც ომია ფაქტიურად! საკუთარი ცუდი ჩვევების წინააღმდეგ! ყველამ ფრთხილად ვიაროთ, ხალხო!
სოსო
სამი ახალგაზრდა მსხვერპლი და კიდევ ოთხი დასახიჩრებული!!!ეს რა უბედურება გვჭირს ხალხო,სად გვეჩქარება!ცაში?ამისთანა ვაჟკაცები თუ ასე გზაზე ვკარგეთ, რა გამოვა!ნელა იარეთ ხალხო,თავსაც გაუფრთხილდით და ერთმანეთსაც,არ შეიძლება ჩვენი სიამაყეები ასე ეთამაშებოდნენსიცოცხლეს.დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებ ხოლო მეგოს და გიორგის მეუღლეებთან ერთად მალე გამოჯანმრთელებას.
irakli
ქუთაისის და ქობულეთის შემოვლითი გზა არ არის ავტობანი! მანდ სიჩქარის შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებლად!
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ თანხები გამოჰყვეს
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
პროკურატურა მორაგბეების ავარიის საქმეზე: დანიშნულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
ავარიის შედეგად დაშავებული გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
თავიდან დავიბადეთ - გიორგი ლომინაძის პირველი ინტერვიუ საზარელი ავარიის შემდეგ
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია