საჩხერის "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინიოვის "ზიმბრუსთან" მარცხის მიზეზებს ხსნის

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კიშინიოვის "ზიმბრუმ" საჩხერის "ჩიხურას" დიდი სილა გააწნა - სახლში წაგებული (0:1) მატჩის შემდეგ ზესტაფონში 3:2 დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა. ეს უკვე ქართული ფეხბურთის მწარე წარსულია. თუმცა ანალიზი და მიზეზების ძებნა არასოდეს არის გვიან. ევროთასიდან გავარდნის შემდეგ საჩხერელებმა მცირე ხნით დაისვენეს და ახლა შვებულებიდან და შოკიდან გამოვიდნენ.

"ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს გუნდის თავს დატრიალებულ ამბებზე ველაპარაკეთ - რა შეემთხვა გუნდს ევროპალიგაზე და რა მდგომარეობაა დღეს?

- ევროპალიგაზე "ზიმბრუსთან" მარცხის შემდეგ ორი კვირა გავიდა, გუნდის აქტივობაზე კი არაფერი ისმოდა, საკონტროლო შეხვედრაც მხოლოდ 20 ივლისს გამართეთ...

- ევროთასებზე მონაწილეობის გამო, სეზონისთვის მზადება ადრე დავიწყეთ და პაუზა გვჭირდებოდა. ამას გარდა, "ზიმბრუსთან" წაგება დიდი სტრესი იყო და მოთამაშეებს დასვენების საშუალება მივეცით, ისიც - მხოლოდ სამი დღით. მერე ისევ საჩხერეში შევიკრიბეთ და შემდეგ ერთკვირიან ციკლში ფეხბურთელები მსუბუქად დავტვირთეთ. ახლა უკვე ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით და ჩემპიონატის დაწყებამდე საკონტროლო მატჩებიც დავგეგმეთ.

- ბრძანეთ, რომ "ზიმბრუსთან" წაგება დიდი სტრესი იყო. გამოვიდნენ ფეხბურთელები ამ სტრესიდან?

- ამას უახლოესი თამაშები გვიჩვენებს. მაგრამ ეს რომ დიდი დარტყმა იყო, ორი აზრი არაა. ასე მხოლოდ მოთამაშეები არ ყოფილან - ჩვენც არანაკლები სტრესი გვქონდა. კიშინიოვში უფრო დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო. ტყუილად არ ვამბობდი - ის შანსები რომ გამოგვეყენებინა, ახლა ასეთი ნირწამხდრები არ ვიქნებოდით.

- კიშინიოვში მოგების შემდეგ ამ წაგებას როგორ ახსნით?

- ბევრი ფაქტორით. ჯერ წმინდა საფეხბურთო ფაქტორებზე ვილაპარაკებ. დავიწყოთ იმით, რომ მოლდოვაში ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. იქ მშვენიერი ბალახის საფარი იყო და ბურთის კონტროლით "ზიმბრუ" დავჩაგრეთ. უეფას სტატისტიკით, თამაშის მსვლელობისას ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი ჩვენს სასარგებლოდ იყო 60/40-ზე. გასვლაზე ეს მშვენიერი სტატისტიკაა და მოლდოველებზე ჩვენს უპირატესობას ადასტურებდა.

ზესტაფონის მატჩისთვისაც ასეთი ჩანაფიქრით ვემზადებოდით: მეტოქე ბურთის ფლობითა და აქტიური გაგორებით უნდა დაგვემარცხებინა. მაგრამ ხომ გახსოვთ? - მოულოდნელად, ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მოედანი დაიტბორა. ასეთ მოედანზე ბურთის გაგორება შეუძლებელი აღმოჩნდა და კოზირი ხელიდან გამოგვაცალა.

- ტაქტიკის შეცვლა არ გიცდიათ?

- ვცადეთ, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. ასეთი გაზონით მოლდოველებმა ისარგებლეს, რადგან ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულები.

ძალიან ცუდი როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ ორი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა - განუგრავას კიშინიოვში წითელი ბარათი უჩვენეს და დისკვალიფიცირებული იყო, გაბედავა კი ტრავმირებული გახლდათ. სამწუხაროდ, მათ შემცვლელებს ასეთივე წარმატებით არ უთამაშიათ...

კიდევ ერთი პრობლემა ფლანგები იყო. თუ დააკვირდით, მოლდოველებმა სამივე გოლი ფლანგური ჩაწოდებების შედეგად გაგვიტანეს. ჩვენ უფრო მჭიდროდ უნდა გვეთამაშა და ფლანგები გადაგვეკეტა. მაგრამ რატომღაც ბიჭებმა მეტოქესთან ახლოს თამაში ვერ მოახერხეს და ჩაწოდებების საშუალება მისცეს, რამაც სავალალო მდგომარეობაში ჩაგვაგდო. თამაში ვერც შეცვლებით გავამწვავეთ.

- წმინდა საფეხბურთო ფაქტორები ახსენეთ. არასაფეხბურთოზე რას გვეტყვით?

- ერთ-ერთი მთავარი არასაფეხბურთო ფაქტორი ჩვენი გულარხეინობა იყო. ევროთასებზე დაპირისპირება ორი რაუნდისგან შედგება და კონცენტრაცია ბოლო წამამდე აუცილებელია. ჩვენ კი პირველი მატჩი მოვიგეთ და ვგრძნობდი, რომ ფეხბურთელები დამშვიდებულები იყვნენ.

ეს მხოლოდ "ჩიხურას" ფეხბურთელების სენი არ არის. ჩვენ პატარა წარმატებაც გვყოფნის, რომ მოვდუნდეთ და საზეიმო განწყობა შევიქმნათ, სტაბილური ხასიათი კი ვერა და ვერ გამოვიმუშავეთ.

- არადა, მოგება შეიძლებოდა...

- შეიძლებოდა კი არა, ვალდებულებიც ვიყავით, რადგან გასვლაზე პირველი შეხვედრის მოგება დიდი უპირატესობაა. სამწუხაროდ, მოხდა ის, რამაც ხალხი ძალიან გაანაწყენა, ჩვენს გულშემატკივარს იმედები ვერ გავუმართლეთ და შეუძლებელია, მათ არ დაეთანხმო. ამას ჩვენ თავად ყველაზე მეტად განვიცდით, მაგრამ ასეთია რეალობა და უნდა შევეცადოთ, მსგავსი საბედისწერო შეცდომები მომავალში მაინც აღარ დავუშვათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საჩხერელი
ვინც ფული გააკეთა იმისი და ვინც აბრალებთ იმატიც
simartle
რამდენი ფული დახარჯა ივანიშვილმა ჩიხურას და ესენი არ ტამაშობენ, ჩემპიონატს სოფლის სტადიონზე ატარებენ, ევროპა ლიგისას ზესტაფონში, არ ჯობდა დაეშალა ეს გუბდი და საჩერეში კარგი სტადიონი აეშენებიატ და შემდეგ ატამშონ გუნდი უმაღლეში, მაგრამ ფული ხომ უნდატ გუნდის ცოლ შვილს, არ გრცხვენიატ ერტი საჩხერელი რომ არ გყავტ სასტავში? წაეტრიეტ საჩხერიდან, ბერიკა შუკაკიდზე გაყარე დზმურად ეგენი და სტადიონს მიხედე, უცხოეტიდან გწერტ დზმა.
დინამო
ვითომ რომ განიცდის :)))))))))))))
Beso
Ashkarad chatskobili tamashi iko. Pirveli tamashis chatarebis shemdeg, Pruidzes gaketebul intervius tu kuradgebit caikitkhavdit, iqedanats chans, rom man cinascar icoda tamashis chatskobis shesaxeb. Daaxloebit aseti shinaarsis interviu gaaketa: " aq stumrad ki movigeto,magram saxlshi, rom tamashi gveliso iq ufro did cinaagmdegobas velito zimbrusgan". Dametankhmet, rom tsinastsar tavis martlebas gavs, imis gamo, rom icoda, rom chatskobili iko tamashi da saxlshi caagebdnen. Arada rogor ginda, rom daumtkico,gamodziebasac aravin ar atarebs.
status quo
ჰოდა მაგიტომაც ხართ არაპროფესიონალები და ბოთეები...გულარხეინობა....
svani
ეს რა კოზირი გქონიათ ასეთი ბიჭო) როგორც თამაშის მერე არ გამოცხადდი პრესკონფერენციაზე და მხდალივით აარიდეთ თავი გამწარებული ჟურნალისტების კითხვებს, ეხლაც ჯობდა იგივე გექნა..)) ....!!! .. ხართ)))))
gagnidze akademia mwcrtneli
უბრალოდ ტავს ვერ არტმევს,უნდა წავიდეს
gia
მემკვიდრეობიტ ხომ არ აქ ამ სუბიექტს მიხებული გუნდის მწვრტნელობა..წავიდეს ტანაც დროზე..
gio
ისე მაგარი დიშოვკა ფეხბურთელები ყავტო ამ ქართველებსო ფიქრობდნენ იქნება მოლდაველები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
gio
ყიდიან თამაშებს ეს ... თავს კი იმით იმართლებენ, ხელფასი ხომ უნდა დაგვერიგებინა ბიჭებზე, მათაც ხომ ოჯახები ყავთ, ხომ უნდა იზრუნონ ცოლ შვილზეო, თქვენს პატრონს უბედურს, თქვენ კაცობის გამყიდველებო! ასეთი მწვრთნელის იმედზე დარჩენილი გუნდის ფეხბურთისსაყურებლად , რატომ არ დადისო გულშემატკივარიო!
Blablabla
Iქნებ ბევრი ფული აიგეთ და მაგის ბრალი იყო ცაგება???
sos
გამოიძიონ თუ ასეა უნდა დაისაჯონ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეე.
Rezo
უნიჭოდ გვაყრის ნაცარს თვალებში.. თამაში გაკეთებული იყო...
ქომაგი
გულარხეინობა კი არა ორივე თამაშის ჩაწყობით ფულის შოვნა იყო გამოვარდნის მიზეზი!უნამუსოდ თვალში ნაცარს ნუ აყრით ხალხს.ისე საინტერესო იქნებოდა გამოძიება ჩაეტარებინათ: 1) კენჭისყრის შედეგად ზიმბრუს შეხვედრის შემდეგ გუნდის პერსონალის რომელმა წევრმა განახორციელა ზარი მოლდოვაში? 2) გუნდის პერსონალიდან ან მათი უახლოეს პირთაგან პირველ თამაშამდე ვინ იყო გასული საქართველოდან? რომელ ქვეყანაში? რომელ სასტუმროში და იმავე სასტუმროში ხომ არ იყვნენ ზიმბრუს წარმომადგენლები მოლდოვიდან? 3) მიმართოს გამოძიებამ რომელიმე ტოტალიზატორ(ებ)ში ხომ არ იყო დადებული დიდი თანხა როგორც პირველი ასევე მეორე თამაშის ორიანზე? აღნიშნულის შედეგად აუცილებლად გაირკვევა სიმართლე და ვეღარ დააბოლებენ ხალხს გულარხეინობის მომიზეზებით.
Goal
"მეტოქე ბურთის ფლობითა და აქტიური გაგორებით უნდა დაგვემარცხებინა. მაგრამ ხომ გახსოვთ? - მოულოდნელად, ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მოედანი დაიტბორა. ასეთ მოედანზე ბურთის გაგორება შეუძლებელი აღმოჩნდა და კოზირი ხელიდან გამოგვაცალა." ეს იყო ამის სტრატეგია?!! ან ეს არის ...ან ჩვენ ვგონივართ!! ტიპებმა ფული მოღუნეს,,,ფუუუ!!! ....!!
gggg
"ზიმბრუსთან" მარცხის ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენი გულარხეინობა იყო---ანუ მენტალიტეტ დებილ!!! ან ფული გააკეთეთ!!
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს