ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა, ავარიის დროს დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე, ასევე მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან, თუმცა უმნიშვნელო დადებითი დინამიკა შეინიშნება.

"დილის მდგომარეობით სამივე პაციენტის შემთხვევაში უმნიშვნელო დადებითი დინამიკა აღინიშნება. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა. მიმდინარეობს ადეკვატური მკურნალობა და სამედიცინო მეთვალყურეობა", - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

მისივე თქმით, ავარიის შედეგად დაშავებულებიდან უკეთესი მდგომარეობა აქვს მერაბ კვირიკაშვილს, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. იგი პალატაშია გადაყვანილი და საჭირო მკურნალობა უტარდება.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნებოდა.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

მებრძოლი ლაზი
ღმერთო გადაარჩინე და გამოაჯანმრთელე ეს ხალხი
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ თანხები გამოჰყვეს
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
პროკურატურა მორაგბეების ავარიის საქმეზე: დანიშნულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
ავარიის შედეგად დაშავებული გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
თავიდან დავიბადეთ - გიორგი ლომინაძის პირველი ინტერვიუ საზარელი ავარიის შემდეგ
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია