ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დიდი ტრანსფერი: გონსალო იგუაინი "იუვენტუსში"

დიდი ტრანსფერი: გონსალო იგუაინი "იუვენტუსში"

"ბებერმა ქალბატონმა" თავზე ხელი აიღო
სანამ საფეხბურთო ევროპა პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერზე მსჯელობდა, "იუვენტუსმა" გონსალო იგუაინის ყიდვა გადაწყვიტა და "ნაპოლისთვის" 94 მილიონი ევრო გაამზადა.

დიახ, სწორედ ეს თანხაა საჭირო იმისთვის, რომ 28 წლის არგენტინელი ფორვარდი ტურინულ გრანდში გადაბარგდეს, ნეაპოლელები კი ამ ტრანსფერს წინ ვერ აღუდგნენ.

საქმე ისაა, რომ იგუაინის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ 94 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელიც დათანხმდება ამ ტრანსფერს, "ნაპოლი" გარიგებას წინ ვეღარ აღუდგება.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, სწორედ ეს პუნქტი ამოქმედდა და გონსალოს "იუვეში" გადაბარგებას წინ, პრაქტიკულად, არაფერი უდგას...

სამედიცინო შემოწმება გავლილია

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, იგუაინმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და "იუვენტუსის" ექიმებისგან დადებითი შეფასება მიიღო. ეს ამბავი მადრიდში მოხდა, ფარულად, სადაც თავად გონსალო და მისი ძმა ნიკოლასი გახლდნენ. "ვეკია სენიორას" მესვეურებმა ჩათვალეს, რომ იგუაინის ტურინში ჩასვლას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვებოდა და სჯობდა, რომ თვითონ ჩასულიყვნენ მადრიდში.

ესპანეთის დედაქალაქში კლუბის სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა და დირექტორთა საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ფაბიო პარატიჩი ჩავიდნენ, რომლებსაც თან სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები ახლდათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამედიცინო შემოწმებამ ფარულად ჩაიარა და ავტორიტეტული გამოცემა გვარწმუნებს, რომ პროცესი წარმატებით დასრულდა.

7,5 მილიონი ევრო სეზონში

"ნაპოლის" გონსალო იგუაინის "იუვენტუსში" გაშვება არ სურს, მაგრამ როგორც ჩანს, მოუწევს ბედთან შეგუება. როგორც იტალიური სპორტული პრესა იუწყება, "იუვეს" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს 3 დღის წინათ დაუკავშირდა და ამცნო, რომ მზად იყო იგუაინის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაეხადა და ნეაპოლში ერთბაშად 4 ფეხბურთელი გაეშვა: დანიელე რუგანი, სტეფანო სტურარო, რობერტო პერეირა და სიმონე ძაძა.

დე ლაურენტისმა კატეგორიული უარი თქვა, რასაც მოჰყვა მაროტას კიდევ ერთი ზარი და სიტყვა, რომ "იუვე" მზადაა, არგენტინელის სანაცვლოდ 94 მილიონი ევრო გადაიხადოს.

თუ "გაძეტას" დავუჯერებთ, დე ლაურენტისმა მაროტას იგუაინთან შეთანხმების აუცილებლობაზე მიუთითა, თვითონ კი განცხადება გააკეთა, რომ გონსალო უცხოური კლუბისთვის დაბალ ფასად გაიყიდებოდა - კულუარული ინფორმაციით, ნეაპოლელებმა იგუაინი ლონდონის "არსენალს" 80 მილიონ ევროდ შესთავაზეს, მაგრამ ინგლისელებისგან უარი მიიღეს.

ამასობაში, "იუვენტუსი" გონსალოს 4-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომლის განმავლობაში ფეხბურთელი სეზონურად 7,5 მილიოონ ევროს მიიღებს. მოკლედ, "ნაპოლი" ბევრს ეცადა, მაგრამ როგორც ჩანს, მოუწევს დანებება. იგუაინმა "იუვენტუსში" სამედიცინო შემოწმება გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტრაქტს წინ არაფერი უდგას...

მარადონა: ეს ტრანსფერი გულს მტკენს...

გონსალო იგუაინის "იუვენტუსში" გადაბარგებაზე კომენტარი გააკეთა ლეგენდარულმა არგენტინელმა ფორვარდმა დიეგო მარადონამ, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ნეაპოლში გაატარა და დღემდე "ნაპოლის" ქომაგად რჩება:

"ეს ტრანსფერი გულს მტკენს, რადგან გონსალო იგუაინი "ნაპოლის" უშუალო კონკურენტში გადადის. რთულია დაადანაშაულო ფეხბურთელი, რადგან ყველას თავისი ცხოვრება აქვს და აქვს უფლება, ისე წარმართოს, როგორც თავად სურს.

მინდა იგუიანს წარმატება ვუსურვო, ყველაზე მეტად კი ის გაზულუქებული ჩინოვნიკები და აგენტები მიშლიან ნერვებს, რომლებიც ასეთი ტრანსფერებით ხელის მოთბობას ცდილობენ.

ყველაზე მეტად მაინც "ნაპოლის" გულშემატკივრები მეცოდებიან, რომლებიც დიდი ხანია სკუდეტოს მოგებას ელოდებიან".

როგორი იქნება ახალი "იუვე"?

"იუვენტუსმა" უკვე გადაიბირა დანი ალვეში, მეჰდი ბენატია, მირალემ პიანიჩი, მარკო პიაცა და პრაქტიკულად, დაიმატა გონსალო იგუაინიც. აღსანიშნავია, რომ ტურინულ გრანდს ჯერ არ გაუყიდია პოლ პოგბა და თუ ჯუზეპე მაროტას დავუჯერებთ, იგუაინის ტრანსფერი პოგბასთან არავითარ კავშირში არაა.

როგორი იქნება "იუვენტუსი" მომდევნო სეზონში? - მასიმილიანო ალეგრის ადგილზე, ალბათ, ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა ყოფნას, რადგან მას ყველა რგოლში უდიდესი არჩევანი აქვს. კარში ჯანლუიჯი ბუფონი, დაცვაში ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯიო კიელინი, ფლანგებზე დანი ალვეში და პატრის ევრა, ნახევარდაცვაში კლაუდიო მარკიზიო, მირალემ პიანიჩი და პოლ პოგბა, შეტევაში კი პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი.

ეს 3-5-2 ტაქტიკის შემთხვევაში და თავისუფლად შეგვიძლია სხვა ტაქტიკური მონახაზებიც მოვიყვანოთ, მაგალითად 4-4-2, რომელსაც ალეგრი ასევე ხშირად იყენებს. ბუნებრივია, მწვრთნელი აქტიურად მიმართავს როტაციას და ხშირად ვიხილავთ ძირითად შემადგენლობაში შტეფან ლიხტშტაინერს, ალექს სანდროს, სამი ხედირას, მარიო მანჯუკიჩს და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ...

ვინ დატოვებს "იუვეს"?

როდესაც "იუვენტუსმა" მეჰდი ბენატია დაიმატა, ნათელი გახდა, რომ დანიელე რუგანი ღრმა თადარიგისთვის გაიწირა. არადა, 21 წლის უნიჭიერეს მცველზე იტალიაში უდიდეს იმედებს ამყარებენ და მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

დიდი ალბათობით, რუგანი დატოვებს ტურინულ გრანდს და იჯარის წესით სხვა გუნდში გადაბარგდება. დანიელეს დამატება სურს როგორც "ნაპოლის", ისე "ფიორენტინას" და "ლაციოს". ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

დიდი ალბათობით, გუნდს ასევე დატოვებენ სტეფანო სტურარო და რობერტო პერეირა, რადგან ნახევარდაცვაში უდიდესი კონკურენციაა. მათი წასვლის ალბათობა ერთიორად გაიზრდება, თუ პოგბა ტურინში დარჩენის გადაწყვეტილებას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ხსენებული ფეხბურთელების გარდა, "იუვეს" შუა ხაზში ერნანესიც ჰყავს.

და მივადექით თავდასხმას, სადაც უბრალოდ, აღარ რჩება სიმონე ძაძას ადგილი. მას შემდეგ, რაც "იუვემ" მარკო პიაცა და გონსალო იგუაინი დაიმატა, ხოლო მარიო მანჯუკიჩი და პაულო დიბალა ისედაც იყვნენ გუნდში, ძაძა სრულიად ზედმეტი გამოჩნდა.

ძაძა სჯობს თუ პიაცა, ეს ალბათ უფრო გემოვნების საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ტურინელებს ახალგაზრდა ხორვატში 20 მილიონი ევრო იმიტომ არ გადაუხდიათ, რომ შემდეგ იჯარით სხვა გუნდში გაუშვან - ამიტომ, დიდი ალბათობით, წასვლა ძაძას მოუწევს. აქვე აღვნიშნოთ, რომ სიმონეს გადაბირების სურვილი გერმანულმა "ვოლფსბურგმა" გამოთქვა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გაგა

juve, დავიდე ასტორიში ეშლებათ აშკარად,თანაც უკვე მერამდენედ! არა უშავს - გაიზრდებიან და დაიხვეწებიან.

• simone

ძაძა კი არა მანჯუკიჩი უფრო წავა

• juve

sturaros stefano qvia

46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა

"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა

[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა

"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი

"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე

პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა

იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა

"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა

იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს

თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა