ინგლისის ნაკრები ინგლისურ ფეხბურთს ითამაშებს?
* სემ ელარდაისი ინგლისის ნაკრების მწვრთნელია 2018 წლის ივლისამდე.

* 61 წლის სპეციალისტი წელიწადში 3 მილიონ გირვანქას მიიღებს.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სემ ელარდაისი ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ბოლო პერიოდში ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ იგი სხვა კანდიდატებთან შედარებით, აშკარა ფავორიტი იყო და თუ წინა შემთხვევებში ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია "დიდ სემს" არ ენდო, ამჯერად მას ოცნება აუხდინეს და ეს საპასუხისმგებლო პოსტი და საქმე ჩააბარეს.

61 წლის სპეციალისტმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი პირველი მიზანი და პროგრამა-მინიმუმი ნაკრების 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა იქნება. გარდა ამისა, ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სემ ელარდაისმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ქვეყნის მასშტაბით სამწვრთნელო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა მსგავს პროექტში.

აღსანიშნავია, რომ "დიდ სემს" არც ერთი ტიტული არ აქვს მოგებული ელიტაში. მან მხოლოდ ჩემპიონშიპის მოგება შეძლო, თანაც ორჯერ - "ბოლტონთან" და "ვესტ ჰემთან" ერთად. ელარდაისს აუტსაიდერი გუნდების მწვრთნელის იმიჯი აქვს, მაგრამ ბოლტონელთა ექსლიდერის, კევინ დევისის თქმით, ისლანდიასთან სენსაციური მარცხისა და დიდ საფეხბურთო ფორუმზე მორიგი ფიასკოს მერე ინგლისს ფავორიტად არავინ შერაცხავს.

სწორედ ამიტომ ახლა ამ პოსტისთვის "დიდი სემი" ზედგამოჭრილიაო.

როგორც იცით, ელარდაისი ბოლო 9 თვის განმავლობაში "სანდერლენდში" მუშაობდა და "შავ კატებს" პრემიერლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.

ეს ბოლო ტურში მოხდა და აქედან იგი პირდაპირ ინგლისის მთავარ მწვრთნელად აღმოჩნდა.

სხვათა შორის, მას მყისიერი ეფექტის მოხდენა კარგად შეუძლია და კლუბებში მისი მოსვლის მერე მდგომარეობა უმჯობესდება, მისი წასვლის მერე კი უარესდება. ასე იყო, მაგალითად, "ბლექბერნში" (ორ ეტაპად), "ბოლტონში", "ნიუკასლში", იმავე "სანდერლენდში"; აი, "ვესტ ჰემი" კი გამონაკლისს წარმოადგენს.

"ჩემთვის ეს უდიდესი პატივია. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამაზე ვოცნებობდი, ეს ჩემთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პოსტია ინგლისურ ფეხბურთში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ინგლისის ნაკრებს კარგ თამაშში დავეხმარო და ფანები გავახარო, ისინი ამას იმსახურებენ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ გულშემატკივრები და მთელი ქვეყანა ამაყობდეს ნაკრებით" - განაცხადა ელარდაისმა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარე მარტინ გლენი: "მისი ბრწყინვალე თვისებები, სამწვრთნელო გამოცდილება და უნარი ფეხბურთელებისა და გუნდის ძლიერი მხარეების დანახვისა და გამოყენების, ჩვენ არჩევანს გვიადვილებდა. გვჯერა, რომ ნაკრებს სემ ელარდაისის ხელში კარგი მომავალი აქვს და მას ყველანაირად დავეხმარებით".

"დიდი სემი" ბევრისთვის შესაძლოა, პრიმიტიულ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ დასახულ მიზანს ის თითქმის ყოველთვის აღწევდა და გუნდები უმაღლეს ლიგაში აჰყავდა ან იქ ტოვებდა მათ. "ბოლტონი" კი სულაც ევროსარბიელზე მოახვედრა.

ისიც იცით, თუ როგორ უყვარს მას გრძელ გადაცემებზე აქცენტის გაკეთება და სტანდარტული მდგომარეობების შესრულებისთვის ყურადღების მიქცევა. ვინ იცის, ინგლისის ნაკრებს ახლა მართლაც ეს სჭირდებოდეს - თუნდაც ცოტა ერთფეროვანი, მაგრამ კარგად ორგანიზებული, მარტივი ფეხბურთი.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ პრემიერლიგის გასულ სეზონში ერთადერთი გუნდი, რომელმაც "სანდერლენდს" გრძელი პასების პროცენტული მაჩვენებლით გაასწრო, ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩი" გახლდათ.

სტანდარტული მდგომარეობებიდან "სანდერლენდზე" მეტი გოლი მხოლოდ ალან პარდიუს "კრისტალ პალასმა" და იმავე "ვესტ ბრომვიჩმა" გაიტანეს. სტანდარტული მდგომარეობებიდან კი "შავმა კატებმა" "ჩელსის" მერე ყველაზე ცოტა ბურთი გაუშვეს. ეს ყველაფერი დათვლილია "სანდერლენდის" მწვრთნელად ელარდაისის დანიშვნის შემდეგ.

რასაკვირველია, უკვე ძალიან ბევრი გამოეხმაურა ამ ამბავს და მათ შორისაა "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც, რომელმაც თავის დროზე, ელარდაისის "ვესტ ჰემის" "ჩელსის" წინააღმდეგ ნაჩვენებ თამაშს "მე-19 საუკუნის ფეხბურთი" უწოდა.

"განსაკუთრებულის" თქმით, "დიდი სემი" საკმარისზე მეტად იყო მზად იმისთვის, რომ ეს პოსტი ჩაებარებინა. კიდევ ერთმა გამოცდილმა და პატივსაცემმა ტაქტიკოსმა ჰარი რედნაპმა აღნიშნა, რომ ელარდაისი ნაკრებში პრემიერლიგის სტილს დაამკვიდრებს. ასე გამოუვიდა - "ინგლისს ინგლისურად ათამაშებსო".

ექსპერტებს აქვთ იმის მოლოდინიც, რომ ელარდაისს გაცილებით ნაკლებად ექნება პრესის გაძლების პრობლემა და წნეხს შედარებით ადვილად გადაატანინებს ფეხბურთელებსაც.

ახალ მთავარ მწვრთნელს მიესალმება ნაკრების კაპიტანი უეინ რუნიც. "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერი იმასაც ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს, სანაკრებო კარიერის დასრულებამდე ჯერ ადრეაო. "შრეკს" ნაკრებში 115 მატჩი აქვს ჩატარებული და 53 გოლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

"იგი, სავარაუდოდ, ახალ სტილს დაამკვიდრებს და ინგლისის თამაშის მანერას გარკვეულწილად შეცვლის. იმედი მაქვს, ეს სწორი, კარგი და წარმატებული სტილი იქნება. გავაგრძელებ თუ არა თამაშს მე? ეს ევრო 2016-ის დასრულების შემდეგაც მკითხეს. რა თქმა უნდა, ნაკრებში ვრჩები" - განაცხადა 30 წლის რუნიმ.

ბოლოს კი ვთქვათ ისიც, რომ ელარდაისის დებიუტი 1-ელ სექტემბერს შედგება. "უემბლიზე" ინგლისის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია და მალე დაზუსტდება. პირველი ოფიციალური შეხვედრა კი "დიდი სემისთვის" გასვლაზე სლოვაკეთთან იქნება, ნაკრებთან, რომელსაც ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა და ვერ მოუგო.

ამჯერად გუნდები ერთმანეთს 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით შეხვდებიან, ეს 4 სექტემბერს მოხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ფრანკ დე ბური ახლა ინგლისში ცდის...
"ვიცით, რომ არგენტინა ასე თამაშობს, მაგრამ მესისგან ამის დანახვა სამწუხარო იყო" - რუნიმ "ლა პულგა" გააკრიტიკა
"კრისტალ პალასი": ალან პარდიუ გაუშვეს
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
"დიდ სემს" შენი ესმის! - სკანდალურად წასული წაუგებელი ლოპეტეგი და ელერდაისი
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ევერტონის" ხელმძღვანელობამ სემ ელარდაისს კარისკენ მიუთითა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
დიდი სემი წავიდა - ელარდაისმა "არწივები" იხსნა და პენსიაზე გავიდა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
ჩვენი კარი შენთვის ღია იქნება! - არსენ ვენგერს პრემიერლიგის კლუბი სამსახურს სთავაზობს
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა