ამერიკის ნაკრების პირველი ამხანაგური მატჩი
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა რიოს ოლიმპიადისთვის მზადების ციკლში. ახალი ფორმაციის "დრიმ თიმმა" ლას ვეგასში მიიღო არგენტინის ნაკრები და 111:74 გაანადგურა ის. ამერიკელებმა 37-ქულიან სხვაობას პირველ და მესამე მეოთხედში განხორციელებული გაქცევის წყალობით მიაღწიეს.

პირველი ტაიმის შემდეგ, სხვაობა 23 ქულა იყო. არგენტინამ აქცენტი შორეულ ტყორცნებზე გააკეთა და 14-დან ექვსი სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ პირწმინდად დათმო სამწამიანში თამაში. პირველ ნახევარში აშშ-ის უპირატესობა მოხსნებში 35:15 იყო, ხოლო სამწამიან ზონაში დაგროვილი ქულების ანგარიში - 34:6. მასპინძლებმა მეტოქეს 14 შეცდომა დააშვებინეს და ეს 25 ქულაში გარდასახეს. საინტერესოა, რომ ამერიკას შეტევაში უფრო მეტი მოხსნა ჰქონდა, ვიდრე არგენტინას საკუთარ ფარზე.

არგენტინელებმა მხოლოდ მესამე მეოთხედში ითამაშეს კარგად. ორი შეცდომა დაუშვეს, მეტოქეს ერთადერთი ბურთი მოახსნევინეს საკუთარი ფარიდან და 22 ტყორცნა შეასრულეს, იმ დროს, როცა მთლიანად პირველ ტაიმში 26 ტყორცნა ჰქონდათ.

თუმცა მანუ ჯინობილიმ და პარტნიორებმა მეტოქესთან მიახლოება ვერ შეძლეს, ხოლო მეოთხე მეოთხედის პირველ ექვს წუთში "დრიმ თიმი" 24:8 გაიქცა და ცხადი გახდა, რომ არგენტინა დიდი ანგარიშით წაგებას ვერ გადაურჩებოდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კევინ დურანტი გახდა 23 ქულით, პოლ ჯორჯი სათადარიგოთა სკამიდან შევიდა თამაშში და 18 ქულა დააგროვა, დემარკუს კაზინსმა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა და 15 მოხსნა.

უახლოესი 11 დღის განმავლობაში, აშშ კიდევ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - ორჯერ შეხვდება ჩინეთს და თითოჯეს ვენესუელასა და ნიგერიას.

აშშ-არგენტინა 111:74

32:14, 24:19, 24:24, 31:17

აშშ: დურანტი (23), ენტონი (17+7 მოხსნა), კაზინსი (14+15 მოხსნა), ირვინგი (9), ტომპსონი (9); ჯორჯი (18), ჯორდანი (6+6 მოხსნა), დეროზანი (4), ბარნსი (4), გრინი (3), ლოური (2), ბატლერი (2).

არგენტინა: ნოჩიონი (15+7 მოხსნა), ჯინობილი (11), სკოლა (10+5 მოხსნა), ლაპროვიტოლა (8).

ესპანეთი-ვენესუელა 80:65

18:12: 16:13, 22:19, 24:21

ე: პ. გასოლი (14), ფერნანდესი (12), ერნანგომესი (10), მიროტიჩი (9).

ვ: კოქსი (12), კოლმენარესი (12).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კოჭოია
აშშ-ს უფრო მეტი მოხსნა ქონდა მეტოქის ფარზე, ვიდრე არგენტინას საკუთარ ფარზე. ღადაობთ?))
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯორჯის 41 ქულა და გამარჯვება - დასავლეთში ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა [VIDEO]
1993 წლის შემდეგ პირველად, "ფინიქსი" სუპერფინალში ითამაშებს! გეგმა "კლიპერსი" კიდევ ერთხელ ჩავარდა [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსის ისტორიული მატჩი და მარცხი "კლიპერსთან" [VIDEO]
ლუკას მორიგი მაგარი მატჩი - "დალასმა" "კლიპერსი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]