თავდაპირველი ინფორმაციით, "ზესტაფონი" სლოვაკეთში დღეს 3-ის ნახევარზე უნდა გაფრენილიყო, მაგრამ...
თავდაპირველი ინფორმაციით, "ზესტაფონი" სლოვაკეთში დღეს 3-ის ნახევარზე უნდა გაფრენილიყო, მაგრამ კლუბმა ევროპის ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით მატჩზე გამგზავრება დღეისთვის გადადო. ჩარტერული რეისით "ზესტაფონი" ხვალ, დილის 10 საათზე გაფრინდება.

გამგზავრების თარიღის შეცვლა კი იმისთვის გახდა საჭირო, რომ "ზესტაფონმა" ბანსკა ბისტრიცამდე უფრო კომფორტულად ჩააღწიოს. საქმე ისაა, რომ თავიდან იმერული კლუბის ჩაფრენა ქალაქ პოპრადში იყო დაგეგმილი, საიდანაც ბანსკა ბისტრიცამდე ავტობუსით ორ საათამდე მგზავრობა იყო საჭირო. დღეს კი "ზესტაფონი" ჩარტერული რეისით დანიშნულების ადგილიდან 14 კილომეტრით დაშორებულ სლიაჩში ჩავა.

დღეს გია გეგუჩაძის გუნდმა, რომელიც ბოლო დღეებში თბილისშია დაბინავებული, საგურამოში ივარჯიშა. დღეს "ზესტაფონი" ბანსკა ბისტრიცაში იქაური დროით 12 საათზე იქნება. გუნდი სასტუმრო "დიქსონში" დაბინავდება და საღამოს "დუკლას" 10-ათასიან სტადიონ "სპნ-სთედიუმზე" ჩაატარებს ვარჯიშს. "დუკლა"-"ზესტაფონის" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება და მას სერბი დრაგომირ სტანკოვიჩი განსჯის.

"ზესტაფონი" სლოვაკეთში 20 ფეხბურთელით გაემგზავრება. დისკვალიფიცირებული მურთაზ დაუშვილის გამოკლებით, გუნდი "დუკლასთან" განმეორებით მატჩზე საუკეთესო შემადგენლობით ჩავა, ასე რომ, "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს ძირითადი თერთმეტეულის შერჩევისას მდიდარი არჩევანი აქვს.

ბანსკა ბისტრიცაში შემდეგი მოთამაშეები წავლენ:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;

მცველები: გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, კარენ მაკარიანი;

ნახევარმცველები: ალექსი ბენაშვილი, თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი ცხადაია, გიორგი მიქაბერიძე, კახა ალადაშვილი;

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა დვალი, გოგი ფიფია, საბა ლომია.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა