"ქაისერისფორიდან" ქართველი მცვლის "კრასნოდარში" წასვლის შესახებ თურქულ კლუბში ბოლო მომენტში შეიტყვეს
ალექსანდრე ამისულაშვილის მოულოდნელი ტრანსფერი ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენაა და ამიტომაც გუშინ იმის გარკვევა ვცადეთ, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოს ნაკრების მცველმა "ქაისერისფორიდან" კრასნოდარის "კრასნოდარში" გადასვლა.

ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, "ქაისერის" თავკაცი შოთა არველაძე ამისულაშვილს სეზონის მსველობისას აფრთხილებდა, რომ თუ წასვლას მოინდომებდა, საქმის კურსში დროულად ჩაეყენებინა, რათა კლუბს მისი შემცვლელის პოვნა მოესწრო. ამის მიუხედავად, არველაძემ და კლუბის ხელმძღვანელობამ მისი წასვლის შესახებ სულ ბოლო მომენტში შეიტყვეს.

ამისულაშვილს თურქეთში ხელფასი საგრძნობლად კი გაუზარდეს, მაგრამ "კრასნოდარის" მიერ შეთავაზებული პირობები გაცილებით ხელსაყრელი აღმოჩნდა. "ქაისერის" ქართველმა მწვრთნელმა სატელევიზიო კომენტარში დაადასტურა, რომ ამისულაშვილის პოზიციაზე სხვა კვალიფიციური ფეხბურთელის შეძენას ვერ ასწრებენ.

ამისულაშვილმა "ქაისერიდან" წასვლა კონტრაქტში ჩადებული ერთი პუნქტის წყალობით შეძლო: თურქული კლუბი ქართველს იმ შემთხვევაში არ დააბრკოლებდა, თუ მის სანაცვლოდ მინიმუმ 3 მილიონ ევროს გადაიხდინენ.

შევეცდებით, ამ ამბის ახალ დეტალებზე "ლელოს" უახლოეს ნომრებში კიდევ გიამბოთ.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა