ოთარ გაბელიას გაწვრთნილებმა თურქულ შეკრებაზე ზედიზედ ორი სპარინგი გამართეს
ცნობილია, რომ "ზუგდიდს" თურქულ შეკრებაზე ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაეშალა, მაგრამ ოთარ გაბელიას გაწვრთნილებმა დაკარგული აინაზღაურეს და ამ უქმეებზე ზედიზედ ორი სპარინგი გამართეს.

პირველში ზუგდიდელები არაბულ გუნდთან დამარცხდნენ. მცირე ტრავმების გამო ნიკა დაუშვილს, ნიკა ნარმანიასა და გოდერძი მაჩაიძეს არ უთამაშიათ.

"ზუგდიდისა" და "ალ ფეიშალის" შეხვედრა "ქოჯაელისფორის" სტადიონზე გაიმართა. ტაიმის მიწურულს ზუგდიდელ უკანახაზელთა შეუთანხმებლობით არაბმა სალიმ ხაიბარმა ისარგებლა და თავისიანები დააწინაურა. ამის შემდეგ მეტოქის კარის აღებას ცდილობდნენ გურამ სამუშია, საბა ლომია და გიორგი ჭანკოტაძე, მაგრამ უშედეგოდ - მეკარეს ვერ აჯობეს.

ზუგდიდელთა პრესატაშის, ლაშა გოგილავას ცნობით, არაბები უხეშობდნენ და ერთ ეპიზოდში გიორგი ქანთარია ისე მოცელეს, ფეხბურთელი შესაცვლელი გახდა. მეორე ტაიმში კი მოედანი დროზე ადრე დატოვა შეცვლაზე შესულმა ნიკა ლაშხიამაც.

თამაშის ამ ნაწილში ზუგდიდელთა ერთ-ერთი იერიში ძლიერი დარტყმით დაასრულა დიმიტრი თუთბერიძემ, თუმცა ესეც უშედეგოდ. მალევე, შოთა ლომიას "სტანდარტულისა" და ვაკო ტყემალაძის სახიფათო თავურის შემდეგ, ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.

არაბებმა კი ერთ-ერთი კონტრშეტევა გოლად აქციეს - ზუგდიდელთა კარი მეორედ ფაიდ მინიფიმ აიღო და ქართული გუნდი 0:2 დამარცხდა.

ზუგდიდი: ზარქუა, ქანთარია (35. იოსელიანი), ლ. ჭელიძე, ჩიკვილაძე, ბეჭვაია, ტყემალაძე, ზოზულია, ჭანკოტაძე, წურწუმია, ც. სამუშია, ს. ლომია; შეცვლაზე ითამაშეს: ჯომიდავა, ლაშხია (58. ქირია), კუკავა, შ. ლომია, სიხარულია, თუთბერიძე, აფაქიძე.

შეკრების დასრულებამდე, ზუგდიდელები კიდევ ერთ არაბულ გუნდს, "ალ რიდს" შეხვდებიან, ხოლო მანამდე თურქმენულ "შაგადამს" დაუპირისპირდნენ. ტრავმების გამო თამაში გამოტოვეს თორნიკე ზარქუამ, ვაკო ტყემალაძემ, ნიკა ლაშხიამ, გიორგი ქანთარიამ და გოდერძი მაჩაიძემ.

თურქმენეთის უმაღლესლიგელთან ზუგდიდელთა უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და პირველივე ტაიმშივე მეტოქეს სამჯერ მოუხდა ბურთის ბადიდან გამოტანა. 37-ე წუთზე, გურამ სამუშიამ მარჯვენა ფლანგიდან გიორგი ჭანკოტაძე მოძებნა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.

ოთხ წუთში გურამ სამუშიამ თავადაც გაიტანა. ამ შემთხვევაში, ქების ღირსია უკრაინელი ლეგიონერი დმიტრო ზოზულიაც, რომელმაც პარტნიორი შორეული, მოხდენილი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა - 2:0.

მალე კი ლევან წურწუმიასა და ზვიად სიხარულიას მიერ განვითარებული იერიში გივი იოსელიანმა დააგვირგვინა - 3:0.

72-ე წუთზე თურქმენებმა "სტანდარტულიდან" სხვაობა შეამცირეს, თან ეს ლამაზადაც გამოუვიდათ, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი სხვაობა მინიმუმამდე დავიდა თურქი მსაჯის მიერ დანიშნული საეჭვო პენალტის ხარჯზე. თუმცა "ზუგდიდმა" მაინც მოიგო - 3:2.

ზუგდიდი: დაუშვილი, იოსელიანი, ჭელიძე, ჩიკვილაძე, ბეჭვაია, სიხარულია, ზოზულია, წურწუმია, სამუშია, ჭანკოტაძე, ს. ლომია; შეცვლაზე ითამაშეს: ჯომიდავა, აფაქიძე, ნარმანია, ქირია, შ.ლომია, კუკავა, თუთბერიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
სამტრედია-დინამო(თბ) 1:1 - იბრას სტილი და ბოთლი ტრიბუნიდან [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო
გიორგი დათუნაიშვილი: შოკიდან დღემდე ვერ გამოვსულვარ...
მერანი-ჩიხურა 3:2 - მოსალოდნელი მოულოდნელობა [VIDEO]
ლევან კუტალია: გული მწყდება, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
გაბელია: ესპანელები მუდამ ჩვენთან არიან - ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე
კოლხეთი-სამტრედია 1:3 - სამტრედიელთა სამაია [VIDEO]
"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება
ეროვნული ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
"ვიტ ჯორჯიამ" ყაზახურ "აქტობეზე" ქართული კლუბების ჯავრი იყარა - 5:0 [VIDEO]
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
გორის "დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა
უკრაინელი ინვესტორების ამბავი - არის თუ არა ცნობილი მენეჯერი სელიუკი "ზუგდიდის" ახალი მეპატრონე?
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
"დედას მოგიტ...ავ" - ჩხუბი ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერების მატჩში [VIDEO]
წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა გახდა - ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოები დაასახელა
"ცხინვალი": შეკრება სიდეში და სპარინგები ევროპულ გუნდებთან
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ოთარ გაბელია საქმეს შეუდგა - "ზუგდიდში" "ტომის" მცველს აკვირდებიან
ჩიხურა-სამტრედია 1:1 - ორი განსხვავებული ტაიმი ივანწმინდაში [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედო": პლუს გივი იოსელიანი და პირველი ვარჯიში ბელექში
"ზუგდიდი": ნიკა აფაქიძე და დმიტრო ზოზულია გაბელიასთან
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა