ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასზე ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი გახდა, მესამეზე კი მარიამ ჯანაშვილი და ტრისტან მოსახლიშვილი გავიდნენ
პრაღაში დასრულებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასზე ჩვენგან სულ 5 მონაწილე გამოდიოდა - 2 გოგო და 3 ბიჭი, თუმცა სამი მედალი მაინც მოიპოვეს: 1 ოქრო და 2 ბრინჯაო. ჩემპიონი კობა მჭედლიშვილი (81) გახდა, მესამეზე კი მარიამ ჯანაშვილი (52) და ტრისტან მოსახლიშვილი (81) გავიდნენ. მეშვიდეზე გავიდა გიგა გიგაური (73), ეთერ ლიპარტელიანი (57) კი ჩათვლის გარეშე დარჩა.

ასეთი მცირე გუნდით წასვლას თავისი მიზეზი ჰქონდა. ბიჭებში "იქნებ თავი გამოიჩინონ" პრინციპით შანსს იმათ აძლევდნენ, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ განიხილებიან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წასვლის კანდიდატებად, მაგრამ მწვრთნელებმა მათში დაინახეს სათანადო პოტენციალი. თუმცა ისინი სიახლეს უფრო 73 კილოგრამში ელოდნენ, რადგან 81-ში ლიდერთა პოზიციები გაცილებით მყარად მიაჩნდათ.

საინტერესოა, რას იზამენ ახლა, როცა მჭედლიშვილმა ჩეხეთში თავი კარგად წარმოაჩინა - 5-დან 4 შეხვედრა იპონით მოიგო. მან პირველ ორ შეხვედრაში გერმანელი ტიმო კაველიუსი და ყირგიზი ერლან შეროვი დაამარცხა წმინდად და ასევე სუფთად მოიგო დასკვნითი ორი პაექრობაც - ნახევარფინალში აზერბაიჯანელი რუფატ ისმაილოვი დააიპონა, ფინალში კი კიდევ ერთი გერმანელი მარტინ მატიასი გაუყენა მის გზას. მჭედლიშვილს მხოლოდ მეოთხედფინალში გაუჭირდა უკრაინელ გრაჩიკ ავაქიანთან, ვისაც იუკოთი მოუგო.

სავარაუდოდ, მწვრთნელები მჭედლიშვილს მომავალ კვირასაც წაიყვანენ ბერლინის ტურნირზე.

ამ წონაში ნახევარფინალში ორი მონაწილე გვყავდა - ქვეჯგუფი მოსახლიშვილმაც დამაჯერებლად მოიგო. სხვათა შორის, მან მეოთხედფინალში ქართული დუელი მოიგო - უკრაინის სახელით მოჭიდავე რევაზ მესაბლიშვილს სძლია იუკოთი. მანამდე ჩვენებურმა იტალიელი გაეტანო პალუმბო და გერმანელი ელიას ფრანკი დაჯაბნა წმინდად, ნახევარფინალში კი ზემოხსენებულ გერმანელ მატიასთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ესტონელი გერმან დურანი დააგდო ბეჭებზე.

73-ში გიგაური ურიგოდ არ გამოსულა, მაგრამ, ალბათ, არც იმ დონეზე, საევროპოდ შანსი მიიღოს, თუმცა ეს მწვრთნელთა გადასაწყვეტია.

გოგონებში ჯანაშვილისთვის სატურნირო პრაქტიკის მიცემა უნდოდათ თანატოლებში, რადგან წლეულს ძირითადად უფროსებში გამოვიდა, ახლა კი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ელოდება. ლიპარტელიანი უფრო ტურნირის შემდეგ გასამართავი ერთობლივი შეკრებისთვის წაიყვანეს და შედეგზე აქცენტს არ აკეთებდნენ. აქედან გამომდინარე, ორივე შემთხვევაში მიზანი მიღწეულია.

სავარაუდოდ, ჯანაშვილმა ჩეხეთში კარგი პრაქტიკა მიიღო, რადგან შეხვედრებიც ბლომად ჩაატარა - ხუთი და მედალიც მოიპოვა. უბრალოდ, საწყენია, რომ პირველივე პაექრობა ჩვენთვის კარგად ნაცნობ თურქ ირენ კორკმაზთან დათმო. სამაგიეროდ, მერე ჩვეული შემართებით დაერია მეტოქეებს: უნგრელ ჟოფი ოზბასს, ავსტრიელ დენისე პამელა ნეუბაუერს, გერმანელ ლეა მარკლოფს და ბრინჯაოსთვის პაექრობაში კიდევ ერთ ავსტრიელ ოლივია ტარონხერს სულ იპონებით მოუგო.

ჭაბუკებში ევროპის წლევანდელმა ჩემპიონმა ლიპარტელიანმა თავიდან ავსტრიელ იზაბელა ბილკოვსკის და უნგრელ კიტი კოვაჩს იპონებით მოუგო, მაგრამ წააგო უკრაინელ მარია სკორასთან, დამამშვიდებელში კი თურქ აისეგულ ილმაზთანაც დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

me miyvars judo
მჭედლიშვილი ევროპის ჩემპიონიც გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
თბილისის გრან პრი. II დღე: ქართული ფინალი და გარანტირებული 3 მედალი [VIDEO]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
ანტალიის გრან პრი: ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
U23. ევროპის ჩემპიონატი: ოქროს დუბლი ისრაელში [VIDEO]
უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრები თანდათან ქართველებით შეივსება
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
ევროპის თასი: ნაკრების ორმაგი სახე
ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
ონისე სანებლიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი დღე უმედლოდ დავასრულეთ - ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართველებისთვის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
U23. ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ოთხივე ქართველმა გამოსვლა უმედლოდ დაასრულა
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს 5 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
23-წლამდელ ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების წარუმატებელი გამოსვლა
"ჰიფუმი აბეს მოვუგე, შემდეგ იაპონელები ჩამოვიდნენ და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს ჩემზე" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ძიუდოისტის ისტორია