სპორტული ღონისძიებები ანაკლიაში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრ "მომავლის ბანაკში" გაიმართა
ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მაგიდის ჩოგბურთსა და კალათბურთში 3X3-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

სპორტული ღონისძიებები ანაკლიაში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრ "მომავლის ბანაკში" გაიმართა.

კალათბურთში ვაჟებში გამარჯვება კახეთის გუნდმა მოიპოვა, ფინალში დამარცხდა იმერეთი, ხოლო მესამე ადგილზე სამცხე-ჯავახეთი გავიდა.

კალათბურთელ გოგონებში ჩემპიონი სამეგრელო-ზემო სვანეთი გახდა, მეორე ადგილი კახეთმა, მესამე კი იმერეთმა დაიკავა. კალათბურთში ფინალურ შეხვედრებს შორის ვაჟებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ოლიმპიადის ვარსკვლავები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომელშიც გამარჯვება აღმოსავლეთმა მოიპოვა.

რაც შეეხება მაგიდის ჩოგბურთს, ვაჟებშიც და გოგონებშიც გამარჯვება თბილისის გუნდებმა იზეიმეს. ვაჟებში მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთი და სამცხე-ჯავახეთი გავიდნენ, გოგონებში კი საპრიზო ადგილები აჭარამ და სამცხე-ჯავახეთმა მოიპოვეს.

ამასთან, გამარჯვებული გამოვლინდა სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადაში. ბანაკის მონაწილეების გადაწყვეტილებით, ფინალში თბილისის სკოლა "ბინულმა" ქუთაისის საჯარო სკოლა "გელათი" დაამარცხა.

სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადის ფარგლებში, ბავშვებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ოლიმპიადის ისტორიაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, გარემოს დაცვაზე და ა.შ.

სპორტული ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პროგრამების ხელმძღვანელმა კონსტანტინე ამირაჯიბმა.

"მოსწავლეთა რაოდენობა ოლიმპიადაში ყოველწლიურად იზრდება. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტის განვითარებისთვის, ასევე თავად ბავშვებისთვის, რომლებიც ერთვებიან სპორტულ შეჯიბრებებში. ამ პროგრამამ მოიცვა თითოეული მუნიციპალიტეტი, რეგიონი. ბავშვები უფრო და უფრო მოტივირებულები არიან რომ გამარჯვება მოიპოვონ", - განაცხადა ამირაჯიბმა.

თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელის, გოჩა გეგენავას თქმით, ძალიან სასიხარულოა, როდესაც ქვეყანაში ასეთი მასშტაბური ღონისძიება ტარდება.

"მთელი საქართველოა მასში ჩართული. დიახ, ამ პროგრამამ მოიცვა სრულიად საქართველო. ბავშვები ერთმანეთს ეცნობიან, თამაშობენ და არიან მოტივირებულები. მე ვარ თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელი და ორმაგად ბედნიერი ვარ. თბილისმა მოიპოვა 3 ოქროს მედალი, მაგიდის ჩოგბურთსა ( ვაჟები, გოგონები) და სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადაში. მადლობა ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციას, რომელიც ახორციელებს ამ მეგა-პროექტს", - განაცხადა გეგენავამ.

პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს კახეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იოსებ იაგორაშვილიც:

"კახეთმა კალათბურთში ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. მინდა წარმატება მივულოცო როგორც ჩემი გუნდის წევრებს, ასევე სხვა გუნდებსაც. პროექტი ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი იქნება, თუ ის უფრო და უფრო მასობრივი გახდება", - აღნიშნა იაგორაშვილმა.

ანაკლიაში, ოლიმპიადა სირბილსა და მინი-ფეხბურთში დღეს გაიხსნება.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა