იტალიელი საქმეს ენერგიულად შეუდგა
ანტონიო კონტე ლონდონის "ჩელსის" სამომავლო გეგმებზე საუბრობს. "ლურჯებმა" წინა სეზონი ჩააგდეს და ფანებს "ძველი დიდების" დაბრუნება სურთ, რაშიც გუნდს იტალიელი სპეციალისტი უნდა დაეხმაროს.

კონტე 21-ე საუკუნეში გამოჩენილი ტაქტიკოსებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა და ევროპის ჩემპიონატზეც მისი იტალიის ნაკრები მშვენივრად გამოიყურებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ტურინის "იუვენტუსზე", რომელიც მან რთული წლების მერე ფეხზე დააყენა და კრიზისი დააძლევინა.

"ჩელსი" უკვე გაძლიერდა ბელგიელი ფორვარდით, მიში ბატშუაით და ფრანგი საყრდენით, ნ'გოლო კანტეთი. პირველი ლონდონელებმა "მარსელს" წაართვეს, მეორე კი პრემიერლიგის მოქმედ გამარჯვებულ "ლესტერს".

სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კონტე რამდენიმე კარგ ტრანსფერს კიდევ გააკეთებს, ფული "ლურჯებისთვის" პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს და ისიც ვიცით, რომ გუნდი მცველს ეძებს. გარდა ამისა, "კონტისიმე" მაქსიმალურად ცდილობს თავისი გამორჩეული ფეხბურთელების შენარჩუნებას და როგორც იცით, ხუან კუადრადოსა და დიეგო კოშტას ტრანსფერებს ბლოკავს, ისინი გუნდში უნდა დარჩნენო.

კონტე ემოციური და ამბიციური კაცია, იგი პასუხისმგებლობას არ გაურბის და ამბობს, რომ ფანების მოლოდინისა ესმის და მათ მოსაზრებას იზიარებს. რასაკვირველია, მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ამას არ უნდა გავექცეთო.

ერთი სიტყვით, იტალიელს თავის დაზღვევის მიზნით ისეთი სტანდარტული განცხადებები არ გაუკეთებია, როგორსაც ხშირად აკეთებენ ხოლმე - რომ გუნდში სიტუაციის დალაგებას დრო სჭირდება და ტიტულებისთვის ბრძოლა შესაძლებელია, მაგრამ ზედმეტი მოლოდინიც არ უნდა გვქონდესო. პირიქით, "იუვეს" ყოფილმა კაპიტანმა და მწვრთნელმა აღნიშნა, რომ "ჩელსი" თავის სიმაღლეზე უნდა დაბრუნდეს, თანაც დაუყოვნებლივ. შეგახსენებთ, რომ გუნდი წინა სეზონის პრემიერლიგაში მე-10 ადგილზე გავიდა.

"ისეთი დიდი გუნდის ფეხბურთელებსა და მწვრთნელს, როგორიც "ჩელსია", ბევრი მოეთხოვება. ამას არ და ვერ გავექცევით. ჩვენი მიზანი მარტივია - ყოველთვის მოსაგებად ვითამაშებთ და მოგებას შევეცდებით. ფანებმა შემართება უნდა დაინახონ" - თქვა კონტემ.

"ჩელსი" ახლა ამერიკის ტურნეშია, სადაც პასადენაში "ლივერპულთან" და მიჩიგანში მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებები აქვს წინ.

"იმ ერთკვირიანი პერიოდით, რაც მუშაობა დავიწყეთ, ძალიან კმაყოფილი და ამაყი ვარ. შესანიშნავი ატმოსფერო დამხვდა. ფეხბურთელებს ვატყობ შემართებას და დიდი დატვირთვით ვმუშაობთ, ყველა ბოლომდე იხარჯება. თუმცა იმისათვის, რომ ფეხბურთელებს ბოლომდე ავუხსნა და გავააზრებინო ჩემი იდეები, მცირე დრო იქნება საჭირო. არა მგონია, ეს პრობლემად იქცეს, რადგან ერთმანეთს უკვე კარგად ვუგებთ. ვემზადებით როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური კუთხით. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის" - დასძინა იტალიელმა თავკაცმა.

"ჩელსის" მცველი კურტ ზუმა: "ის დიდებული მწვრთნელია. ჩვენ ვნახეთ კონტე ევროპის ჩემპიონატზე და მან ძალიან, ძალიან კარგად იმუშავა. სტილი, რომლითაც სურს, რომ ვითამაშოთ, შესანიშნავია და მას უნდა ავყვეთ. ყველა ერთად უნდა დავდგეთ. კონტე ყველას ბევრ რჩევას აძლევს და ესეც ძალიან კარგია. მას ფეხბურთელებთან უშუალო და ახლო ურთიერთობა აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს