ზაგრებში დამარცხების შემდეგ თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისელები სტუმრად ზაგრების "დინამოსთან" ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

- თბილისის "დინამო" ზაგრებში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

"ზაგრების "დინამომ" დღეს ბრწყინვალედ ითამაშა. მე-40 წუთამდე, სანამ გოლს გაგვიტანდნენ, ცუდად არ გამოვიყურებოდით. შეცდომების გამო 3 წუთში 2 გოლი გავუშვით და ამას სკოლის გაკვეთილად მივიღებთ, გავაანალიზებთ. სხვა მხრივ, კარგი მატჩი იყო.

დამწუხრებული საერთოდ არ ვარ. ჩვენი მიზანი აქ გოლის გატანა იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ორი საკუთარ კარში მივიღეთ, იქით კიდე ვერ გავიტანეთ... თუმცა ეს ფეხბურთია და დღეს "დინამომ" კარგი თამაში აჩვენა.

ჩვენი შანსები? ალბათ, 30%. ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი დასრულებულია. "დინამო არენაზე" 40 000-მდე გულშემატკივარი მოვა და ჯოჯოხეთს მოაწყობს. ვეცდებით, შინ პირველ 20-25 წუთში გავიტანოთ", - ციტირებს სლოვაკ სპეციალისტს germanijak.hr-ი.

bebeto
დინამოს ცუდად არ უთამაშია გამოცდილება დააღალატა გუნდი მაგრამ არაუშავს ბრძოლა უნდა გააგრძელონ ლეგიონერებიდან ველევი ძალიან დააკლდა დინამოს, კურიე კი ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე.დინამოს ძალიან გამოადგებოდა ძალამიძე და არაბიძე ერთს რაღაც პრობლემები აქვს თავის კლუბში და მეორე შახტარის დუბლებში თამაშობს იქნებ დინამომ მოახერხოს მათი დამატება მაგრად გააძლიერებდენ გუნდს.
amirani
ფორვარდი არ ყავს დინამოს გოლის გამტანი და ეგაა ყველაზე დიდი უბედურება ამ გელას კიდევ დაანებონ ტავი უაზროდ დარბის მარტო და არაფრის მაკნისია იყიდონ ერტი ზლიერი ფორვარდი რამოხდება და მერე მოგვტხოვონ ხალხს სტადიონზე მისვლა და ამ უცხოელი ლეგიონერებიდან კი რენე საუკეტესოა და მაინც ცარმატებები დინამოს ეგ ერტი გუნდიგა არის ევროტასებზე იმედები არ გაგვიცრუონ ზალიან ზალიან უნდა მოინდომონ და რაგაც მაინც გამოასცორონ
giorgi
მეკარე უძლური იყო ორივე გოლის დროს.პირველ გოლზე შეიძლება ვიღაც შემედავოს,მაგრამ მეორე გოლის დროს 100% უძლური იყო სკრიბე.ასევე ზაზა ჭელიძესაც გამოვარჩევდი,რომლის სინდისზე არ არის არცერთი გოლი.რენეს კი აქებენ,მაგრამ მეორე გოლი მისი ბრალი იყო და ასევე 19წლის ჩორიჩმა ისეთი რაღაც გაუკეთა მე-2ტაიმში რომ რავიცი მე პირადად არ დამავიწყდებოდა ეგ.ნაკრებში ათამაშეთო რომ იძახიან კვირკველიას ჯობია რენე თუ კაშიას?კვირკველიამ ბენტეკეს ისეთი უქნა ლივერპულთან რომ რავი....
qutaiski
კარგი თამაში იყო კარგად ითამაშენ ბიჭებმა ანგარიში კი არალოგიკურია ერთი ბურთი მაინც გვეკუთნოდა დვალიშვილს მალადეც ყველა ფეხბურთელი ასე უნდა ისჯებოდეს გუნდისთვის. გელაშვილი კი მოაშორეთ გუნდიდან კი არა აღკვეცეთ საერთოდ ფეხბურთიდან
gio
ჩანტურიშვილი ბევრს ცდებოდა პატარა ბავშვივით,რენემ ერთ 100 პროცენტიანი გოლისგან გვიხსნა, თუმცა მასაც ქონდა გუშინდელ თამაშში იაღლიშები...ყველაზე ნაკლებად წაგებაში დამნაშავე მაინც მეკარე იყო, დანარჩენების სინდისზე იყოს ეს წაგება, ხალხს ტხოვენ სტადიონი შეგვივსეთო და თითონ მეტოქე გუნდზე ნაკლებს დარბიან უსირცხვილოები, ,74 სპრინტი თუ Hქონდათ იმატ და ცვენ 50 მხოლოდ, მაშინ ანგარიში ლოგიკურია! და პრეტენზია ნუ გაქვთ საშუალო ევროპის გუნდს მოუგოთ!
gio
39 ე წუთიდან 42 წუთის ჩათვლით , დინამოს ყველა ფეხბურთელი გაშეშდა, ვითომ დააძინესო, სასწაული საცქერი იყო, გული მოგიკვდებოდა კაცს, ამატ შემხედვარეს, კინაღამ შევძვერი ტელევიზორში, არა გიპნოზი გაუკეტეს იმ 3-4 წუთში ჩვენებს, ფეხებზე განტელები დაკიდესო გეგონებოდა კაცს, გელაშვილი სულ სხვა თემაა, ვეთანხმები კომენტატორს, ისე ცოტა არ მესიამოვნა იმ წუთში მოსმენა, მაგრამ მგონი ნორმალური რეაქცია იყო მაინც!
გგგ
თუ გვინდა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა,მართლა უნდა დავიმატოთ 4 მაღალი კლასის ფეხბურთელი მაინც.ასეთი შემადგენლობით აგერ უკვე 3-4 სეზონია ბალკანურ კლუბებს ვერ ვჯობნით. 3 წუთში 2:გოლს არ უნდა ვუშვებდეთ როცა ამხელა ამბიცია გვაქვს. ეგ ამბიცია ასეთი შემადგენლობით ძალიან გადაჭარბებულია
ha ha
არა გამოდის არაფერიო და ის კი ავიწყდებათ ფული ვისია! რუსების, არა ბიჯო და ფიფიასია, ეს უბრალოდ ფულს ატრიალებს-და რუსული ფულით დინამო ვერ წავა წინ, რატომ?! ფასუხი თქვენ თვითონ იცით!
zmo
ტყუილად ვიხეთქავთ გულს არ გამოდის არაფერი ხომ ხედავთ უკვე რამდენი წელია ერთი და იგივე მეორდება, ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს !!! ან დაფინანსდეს და გაძლიერდეს ეროვნული ჩემპიონატი, რომ ნორმალური ფეხბურთელებით დაკომპლექტდეს 3, 4 გუნდი მაინც (მოწვეული უცხოელებით) ან ერთმა გუნდმა მაგალითად დინამომ მიიღოს სხვა ქვეყნის პირველობაზე მონაწილეობა მაგ. უკრაინის, რომ ამ 11 კაცმა მაინც რამე ისწავლოს
დავით 67
მეკარეს რატომ აკრიტიკებთ?რომელი გოლი იყო მისი ბრალი?მე მაგალითად ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს, იმიტომ რომ ჯერ მისთვის არ დაურტყავთ თითქმის. თბილისში ფრეს ითამაშებენ 1-1. გასვლის შანს 0-ია!
გუჯა კახაძე
2 აგვისტოს სტადიონზე მოვალთ და ჩვენ ბიჭებს დავეხმარებით, მაგრამ სტატისტიკაზე რატომ არავის ლაპარაკობს? სპრინტების რაოდენობა: "დინამო" თბილისი 51 და ზაგრების "დინამო" 74. მოწინააღმდეგემ 23 სპრინტთ მეტი გააკეთა და შესაბამისად უპირატესობაც მოიპოვა. იქნებ ვინმე დაფიქრდეს ამ როცხვებზე?!
Mamuka
კარგით რა მართლა და მართლა სხვისი გუნდი ხომ არ არის ჩვენია და უნდა მივიდეთ და დაუდგეთ გვერდზე და თუ შედეგი არ მოიტანა გულგრილობას მაინც ვერ დაგვაბრალებენ და ჩვენ თავთან ვიქნებით მართლები ტორე შორიდან ლანძღვა და ქილიკი ადვილია მივიდეთ სტადიონზე ყველა და ვცადოთ და ეს გუნდი მართლა ვარსკვლავებს რომ არ ჭყვეტს პირველმა 40 ჭუთმა დაამტკიცა და არც მეორე ტაიმში გამოუჩენია დიტი ნიჭი ყავს ერთი ორი ფეხბურთელი რომელიც უნდა ამოვკეტოდ და მორჩა შენი ზაგრების დინამო
Jango-s
იქნებ ისაც მოაყოლო, თუ როგორ მიითვისეს დინამო, თუ როგორ ახლიდან დაარეგისტრირეს და ისე მიიტაცეს კაპიკეპში დინამოს საკუთრება და მერე როგორ გაყიდეს უკანონოდ!! არც ეგრე შენ როგორც კერავ!!
1925
დინამო ან ბარსელონაზე ივსება ან რაგბზე... დინამოს დინამო ვეღარ ავსებს... ქართული ფეხბურთის სიყვარული და გულშმეატკივრობა დადებულ X2 -ში და მერე გუნდის გინებაში გამოიხატება - სამწუხაროდ
ნოდარი
რა შუაშიაო გაგიკვირდებათ, მაგრამ ბევრჯერ გაიხსენებთ თემურ ქეცბაიას და მაგინებლები გულში მაინც აღიარებთ შეცდომას :)
niako
karoche raa kvela jigaurze ro laparakos erti parunashvilisnairi naxevarmcveli da 2-1 damtavreba sheidzleboda, magram araushavs moixodes 2agvistostvis bichebo ra!!!
Nia
aba tkven icit bichebo moiget raa, erti parunashvilis nairi sayrdeni naxevarmcveli kai iknebodaaa))))
ქომაგი
აღმოჩნდა რომ არასწორი ტაქტიკით ვათამაშედ. დაცვაში უნდა გეთამაშა და კონტრშეტევებზე გვეფიქრა, პირველ ტაიმში მაინც. გასვლაზე ვთამაშობდით და გოლზე პირველ რიში თუ ვინმეს უნდა ეფიქრა ზაგრები იყო. ჩვენ კი მთელი გუნდით თავდასხმაში გავიქეცით, გოლიც ვერ გავიტანეთ და ორი 2 დასანანი გოლიც მივიღეთ.
litbarski
რენე ნაკრებშიო?ორივე გოლი რენეს პოზიციიდან გაგვივიდა ვიდეოს კარგად დააკვირდით. ისე ფიფიამ რაც დათესა შარშანწინ იმას იმკის და ასე იქნება, სანამ არ მოინანიებს.რაც მან თავისი ძმაკაცის დავალებით ერთ ფეხბურთელს გაუკეთა და გაბაზრების შემდეგ სხვებიც მიაყოლა.თვითონ ძალიან კარგად იცის რაზეც არის საუბარი.ძირს ფიფია!
murtalo
ძალიან რთული იქნება შემდეგ ეტაპზე გასვლა, მაგრამ არა შეუძლებელი.კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენი დინამო ხელწამოსაკრავი გუნდი არაა. მეტი რა უნდა მოსთხოვო გუნდს, რომელიც პრაქტიკულად ორი სამი თვის განმავლობაში თამაშობს ამ შემადგენლობით და სავარაუდოა, რომ ორიოდ თვეში ისევ განახლდება. ფიფიასი ვერ გამიგია ლიგის ჯგუფში გასვლას გეგმავდე და კურიეს მსგავსი ლეგიონერები გინდა "გაიხსნან" და მოერგონ გუნდს ამ მცირე დროში, თან ქართველ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყიდდე კაპიკებში.დარწმუნებული ვარ ამ შეხვედრას საკმაოდ ბევრი სელექციონერი ადევნებდა თვალს (უფრო რათქმაუნდა ზაგრებელებზე დასაკვირვებლად) და დიდი შანსია მეორე შეხვედრის მერე რამოდენიმე ქართველიც გაქრეს ჩვენი გუნდიდან, ისიც კაპიკებში. რა დიდი ბედენაა მატიას , 20 მილიონად რომ გაიყიდა, ან ეხლა ჩო გავხადეთ ამომავალ ვარსკვლავად. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ფეხბურთელები არაბიძეს, ბერიძეს ან ან თუნდაც ოქრის ჯობიან. როცა გუნდში მობერებული ამისულაშვილი გყავს დვალი პოლონეთის საშუალო გუნდში არ უნდა თამაშობდეს. ქართველ ახალგაზრდებზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს "დინამო" და ორიოდ წელიწადში იგივე ახალგაზრდები ხორვატებზე არანაკლებ ფასში გაიყიდებიან, როცა ლიგაზეც მოხვდებიან და ზაგრების დონის გუნდებს თავისუფლად დაამარცხებენ, მაგრამ მათთვის ნორმალური ხელფასის გადახდას კურიე და მისნაირები ურჩევნიათ მარცხის მერე რომ გაუშვან. გუნდი სამიოდ თვეში არ შენდება და ეს როგორ ვერ უნდა შეიგნოს ფიფიამ. როგორ შეიძლებოდა ამ თამაშების წინ კაკაბაძის გაყიდვა. ეს ბიჭი თავის დროზე ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურში მოხვდა და კაპიკებში გაიყიდა. რატომ არაფერი ვიცით როგორ გაყიდეს აბურჯანია,ტაბიძე , ბერიძე და ა.შ. ხორვატების 20 მილიონიან ტრანსფერს რომ გვამცნობთ? უნდა აიკრძალოს ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვა "ქარაქუცა" გუნდებში კაპიკებად, სანამ საკუთარ გუნდს წარმატების მოპოვებაში არ დაეხმარება და მის ადგილზე მომავალი პერსპექტიული ახალგაზრდა არ გეყოლება რეზერვში. ფიფიამ კეთილი ინებოს და გადაუხადოს სათანადო ხელფასი რომ მუდმივად გასაქცევად არ ეჭიროთ თვალი. არ შეიძლება ასეთი მიდგომა ჰქონდეს გუნდის პრეზიდენტს, თუ მას რაიმე წარმატების მიღწევა სურს ევროპულ სარბიელზე.ფიფიას დამსახურება გუნდის ბაზისა და აკადემიის შექმნაში გამოიხატება მხოლოდ, ძლიერი გუნდის შენება კი არ გამოსდის. თუ სახსრები არ ყოფნის ახალგაზრდათა შესანარჩუნებლად გაყიდოს კლუბი ბოლოს და ბოლოს რას გვაწამებს წლიდან წლამდე.მოკლედ ჩვენ ნერვებძე თამასობს ბატონი პრეზიდენტი. რენეს გარდა არცერთი ლეგიონერი არაა ღირსი დინამოს მაისური ეცვას და შე დალოცვილო თუ გუნდში ლამის მობერებული ხალხი მოგყავს ისეთი მაინც უნდა იყოს რაიმე გამოცდილება გაუზიაროს ახალგაზრდებს, ამათ კი რა გამოცდილება აქვთ?მოკლედ მიმაჩნია წარუმატებლობის თავი და თავი ფიფიას არასწორი პოლიტიკაა გუნდის შენებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თამაშს,ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია გუნდს. შეცდომები იყო და მოსალოდნელიც, მაგრამ ისეთებიც, რომელთა დაუშვებლობას რომ ასწავლიან ბავშვობიდან. ჭანტურიშვილი პერსპექტიული,ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ შეტევაში გადასული გუნდის "მოჭრა" რომ დაუშვებელია ეგ კი უნდა ესმოდეს(თან მერამდენედ აკეთებს ამას).გელაშვილი ნამდვილად ბალასტია და არა მხოლოდ იმიტომ, 100%-იანი შანსი რომ გაანიავა. დვალიშვილის გვარს რომ წავიკითხავდი ნაკრებში გამოძახებულთა შორის, ჟრუანტელი მივლიდა სიბრაზისაგან. ბოდიშს ვუხდი ლადოს! რასაც ის შრომობს მოედანზე და რამდენი სარგებლობაც მოაქვს ნამდვილად სამაგალითოა. ფიფია, შე დალოცვილო, თუ ლეგიონერი მოგყავს, ლადოს დონის გამოცდილება მაინც უნდა ჰქონდეს. ჯიღაური გამორჩეულია და ალბათ ისიც მალე გაიყიდება კაპიკებში, რასაც დაუშვებლად მივიჩნევ, თუკი რაიმე პრეტენზია გვაქვს წელს თუ არა გაისად მაინც მივაღწიოთ სასურველ მიზანს. პაპუნაშვილ- პარუნაშვილის დუეტიც არანაკლები ძალაა და ისინიც უნდა შევინარჩუნოთ. ფიზიკაში მომატება რომ სჭირდებათ ესეც გამოსწორებადია. მოკლედ ისედაც თავი მოგაბეზრეთ და მხოლოდ ერთს დავამატებ. ჩვენი ვალია გუნდს დავუდგეთ მისი კარგითა და ცუდით, თუ გულშემატკივრები გვქვია.40 ათასი კი არა ჩემი ნება რომ იყოს სტადიონს გავავსებდით. გავაკვირვოთ ხორვატები და დარწმუნებული ვარ თუ ვერ გავალთ შემდეგ ეტაპზე, ისე მაინც ითამაშებს გუნდი, რომ წაგებულსაც კი ტაშით გავაცილებთ. ნუ დაიშურებთ დროს და მობრძანდით სტადიონზე და სტვენის ნაცვლად მხურვალედ დაუჭIროთ მხარი ჩვენს საყვარელ გუნდს...ეს თხოვნა არა მხოლოდ თბილისელებს ეხება, "დინამო" ხომ მთელი საქართველოს გუნდია!
kairaa
მართლა გჯერათ რომ დინამო გავა? მართლა გჯერათ ქართული ფეხბურთის? მართლა გჯერათ რომ ყველაფერი ფიფიას ცუდი მენეჯმენტის ბრალია? მართლა გჯერათ რომ ჩვენი ახალგაზრდები მაგრები არიან? და ასე მრავალი კთხვაა. ჰოდა თუ გჯერათ, მიბრძანდით დინამოზე. ოღონდ მერე სტადიონი არ დაამტვრიოთ და ჯოხი სხვაზე არ გადატეხოთ. ...
Jango
ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში! დინამო ადრე იყო სახელმწიფო თუ სახალხო კლუბი, მერე კი მიიტაცეს, მერე მიითვისეს, მერე კი საბოლოოდ გახდა კერძო კლუბად. ის რაც ისტორიაში მოხდა და იყო,იმას ვერც გააცოცხლებ, ვერც წაშლი და ვერც შეცვლი. ისვე როგორც ვამაყობდით შენგელიათი, ყიფიანით და ახლა ვერ გავაცოცხლებთ მათ, ასეა დინამოს განვლილი ისტორიაც, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ მისი ისტორიით და ვიცხოვროთ მხოლოდ მისი წარსულით. დღეს კი მას ჰყავს კონკრეტული მფლობელი, კლუბი მისია, ფული მისია, ხარჯი მისია, თავსატეხი მისია და მას ვერავინ უკარნახებს თუ ვინ მოიყვანოს, ვინ გაყიდოს და რა ფული დახარჯოს. თუ გაქვთ პრეტენზია რომ უკარნახოთ,ასწავლოთ, დაუწუნოთ, აგინოთ, ამისათვის ან წილში ჩაუჯექით, მოსთხოვეთ აქციები მოგყიდონ, ხოლო თუ ამას არ/ვერ იზამთ მაშინ რომ დაიკმაყოფილოთ საკუთარი ამბიცია- ვნებები და საფეხბურთო პრეტენზიები, შექმენით საკუთარი ფულებით ახალი კლუბი და მიაღწიეთ წარმატებას. სხვა გამოსავალი აქ არ არის. გასაგებია თუ არა? :) ?
mumu
ხო აბა 40 000 გულჰემატკივარი გაიტანს გოლს მოვალთ და დაუდგებით ბიჭებს გვერდით და თუ ვერ მოიგებენ ჯოჯოხეთს შენ მოგიწყობთ
besik
მართალია დააბრუნეთ გეგუჩაძე და აცალეთ მუშაობა მაღალი ევროპული დონის სპეციალისტია.. ამ გუნდით მას აუცილებლად ექნება წარმატებაა
_+_ -s
დინამო არ არის კერძო საკუთრება!!!!!! ზუსტად ეგ ვერ გააცნობიერა დიდმა კომბინატორმა!!! ადრე თუ გვიან მოეთხოვება პასუხი!!!
hm
მე მჯერა რომ დინამო გავა! ეს ოპტიმიზმი იარბეკის ინტერვიუმ მომცა! აღიარა რომ სტრატეგიულად წააგეს ფეხბურთელებმა და არა საერთო მონაცემებით(სტატისტიკას გადახედეთ... ჩვენ მეტი კუთხური გვაქვს ვიდრე მათ, ჩვენ ნაკლები ჯარიმა გვაქვს, ვიდრე მათ, ყვითელი საერთოდ არ გვაქვს და ეს გასვლაზე) მოკლედ მე მჯერა რომ დინამო თბილისში მოიგებს და იმედია ისე რომ გავა!! დინამო წინ!! ფიფია ძირს!!

"დინამო" კერძო საკუთრებაა და ჩიტირეკიებს არავინ ჰკითხავს მწვრთნელის დანისვნას
hm
ფიფოს მისცეს ფული და უთხრეს შენც იხეირე და ჩვენც გვახეირეო, მაგრამ ვერ ქაჩავს აშკარად! ცოდნა ჩკა!!!
Dinamo
გელაშვილი მოღალატეაააააააა!!!!!!!!!!!!!!
gaga
იარაბეკს 15000-დოლარი აქ ტვესი და რას აკეტებს,პივას სვამს მხოლოდ,,ფეხბურტელებს მისცეს 1500-ლარზე რო ყავს ქარტველი ფეხბურტელები,,უმეტესობა,,ყველა არა
M.Z. Great London
ლევანი ქართველი!-სწორი ანალიზია,გესმით ფეხბურთის,ჭკვიანი ქართველი ხართ,ბევრს ქართულ ფეხბურთში თქვენს დონეზე კი არა,საერთოდ არ ესმით არაფრის "თავიანთ" საქმეში.თუ დინამომ შესძლო "დაითრიოს" ჩილეს ნაკრების კანდიდატებიდან,მწვრთნელი, ან თუნდაც ერთი ან ორი ფეხბურთელი,-"დღეს"მჩილე მომავლის ფეხბურთს თამაშობს მართლაც საკვირველს-,დინამო მოწინავე ევრო გუნდების დონეზე გაძლიერდება,შემდგომში დიდი ფინანსური მოგებით,მაგრამ უტვინო "ძუნწები" რომ არაიან ქართულ ფეხბურთში და არა მარტო ფეხბურთში,თითქმის ყველგან ქვეყნის მმართველობაში,ისინი ვისაც "ფული და ძალაუფლება "აქვთ საქართველოში,მარტო "მაიტა მაიტა" უნდათ,"სავარძლებში მოკალათების შემდგომ",გაურჯელად სათანადოდ, ჩაუდებლად,ეგრე ვერ არისო საერთაშორისო ბიზნესშიც და სერთოდ "ყველაფერში",დროზე "გადადგმული სწორი ნაბიჯი" ფასობს ყველა საქმეშიюდღეს ჩილეში თამაშობენ ბიჭებიб "ყველაზე კარგად მსოფლიოში"ხვალ კვლავ ნიდერლნდებში "ათამაშდებიაб" განსხვავებული ,"ტოტალური ფეხბურთით" და უკვე ჩილეში შეძენილი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი,ვერარას არგებს "მყიდველს",ბუმი ახალ კროიფებზე იქნება.ჭკუით "მოხვედრაა",ყველაფერში,გამარჯვებების საწინდარი,დროულად კეთებაშია "სიძლიერის არსი",და არა ჩხუბის შემდგომ "მუშტების ქნევაში"მაგრამ რომ არ გვაქვს ამგვარი "გათვლების" შნო,არც ფეხბურთში და არც "ყველაფერში" ვერ ვართ! ვეღრა!-გაუნათლებლობა და სამშობლოს სიყვარულის ეროვნულად, ერთ მუშტად შეკვრით, "ვერ გაგება" !,გვმუსრავს და გვაქრობს ამ ქვეყნიდან, მოუსვლელად,სხვა -ძლიერი,-მუდმივად გარჯით და სწავლისადმი დაუოკებელი წყურვილით,თავათავიანთი ქვეყნების სიძლიერის ერთიანი ვექტორის მიმართულებით მუდმივად ბიძგით მოქმედი ,- ერებისაგან სხვაობით.
ზაზა
,,მე–12 ფეხბურთელის,,,გულშემატკივრის აქტიური მხარდაჭერით,სრულიად შესაძლებელია ზაგრების დინამოს დამარცხება!...გუშინდელი მატჩის სტატისტიკას თუ გადავხედავთ,თბილისის დინამომ არაფერი არ დაუთმო მეტოქეს და ხშირად სათამაშო უპირატესობასაც ფლობდა!... პ.ს...ნებისმიერ,ყველაზე ,,კოლმეურნე,,პოსტსაბჭოთა კლუბიც კი,ლეგიონერს ყიდულობს ადგილობრივზე გაცილებით უკეთესს!...დინამომ ამ ზაფხულს დაიმატა ლეგიონერები სათადარიგო სკამისთვის?!...ერთი სკრიბეა ძირითადის(და მეკარის პრობლემაა საქართველოში?),და შეიძლება ველევი,რომელზეც ალიშკერტთან თამაშით ვერ ვიმსჯელებთ(((დანარჩენი?–,,ვედროებით,,იმატებენ წლების განმავლობაში ლეგიონერებს და ამ დროს მაქსიმუმ ერთადერთი ჩისკო იყო ევროლიგის ჯგუფის დონის ფეხბურთელი (((...ან თუნდაც ლეგიონერები ახალგაზრდა ასაკის მაინც იყვნენ,რომ შემდგომში ტრანსფერით ფინანსური სარგებელი ნახოს კლუბმა!ასაკოვანი ლეგიონერები,რომლებიც მხოლოდ ხარჯია,რომლებშიც ვერც მომავალში ტრანსფერით ნახავ მოგებას და ვერც ევროტურნირში წარმატებით ფინანსურ სარგებელს...((
kkk
დააბრუნეთ გეგუჩაძე და აცალეთ ამ კაცს ერთხელ მაინც. ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყოს მაშინ ნახავთ შედეგს. ისე ხალხო მივიდეთ სტადიონზე დავუდგეტ ბიჭებს, გავხდეთ მათი ზურგი, დავუჭიროთ მხარი, უმორჩილესად გთხოვთ.
სუბა
ფიფია ახლაც იმასს გააკეთებს რასაც ყოველ წელს აკეთებს : 1. გამოვა და იტყვის რა ტყუილად ვუხდი ამხელა ხელფასებს მწვრთნელებს დაფეხბურთელებსო. 2. გაუშვებს იურას 3. გაუშვებს ლეგიონერებს და ზოგ ქართველ ფეხბურთელსაც. 4. კიდე გამოვა და იტყვის ასწი ასე აღარ მოვიქცევიო, ამხელა ფინანსებს არარ დავხარჯავო და ახალგაზრდული გუნდი მეყოლებაო. 5. გავა ერთი წელი და ისევ მოიყვანს უცხოელ მწვრთნელს. 6. ისევ მოიყვანს ლეგიონერებს ლიგამდე ან უეფამდე 4 დღით ადრე. 7. ისევ დააბოლებენ წელს უეჭველი ლიგაზე გავალთო და ესეც გადაუხდის ხელფასებს ჯიგრულად. და მერე უკვე პირველი პუნქტიდან იწყება ისევ თავიდან
EEEE
თბილისში რაც შეიძლება მჭიდროდ თამაში და თითეული ფეხბურთელის შევიწროვებაა საჭირო და სამით ნოლი მოვუგოთ
ვანო
რისთვის ვყიდულობთ ამ უსუსურ ფეხბურთელებს, მეკარე არაფერში ვარგა არც ერთხელ გადაგვარჩინა, უბრალოდ სასაცილოა ასეთი ფეხბურთელი ჩამოიყვანო ამ ლეგიონერებიდან ერთი რენეა მაგარი დანარჩენები ყველა გასაყრელია რა დროს გელაშვილია ახალგაზრდები მოვიყვანოტ, ერთმა 19 წლის ხორვატმა მოგვიგო ტამაში, ფიფია დაფიქრდი როცა ფეხბურტელს ყიდულო სელექციონერები ყველა გასაყრელია
tazo
მიუხედავად წაგებისა, ბიჭებს მადლობა მინდა გადავუხადო მონდომებისა და თავდაუზოგაობისათვის!შეცდომები რა თქმა უნდა იყო,მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ ასე ჯიგრით და თავდადებით, კარგა ხანია არც ერთ ქართულ გუნდს არ უთამაშია.თუ შრომას მოუმატებენ მჯერა რომ დინამო ნელ ნელა ანგარიშ გასაწევი გუნდი გახდება!წარმატებები ბიჭებო,ღმერთი თქვენთან!!!
jiji
მოგესალმებით ქართველებო! ზუსტად ის კომპონენტი ჩავარდა რასაც ვიძახდით თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე.. მეკარე და ნახევარდაცვა, არაყავს გუნდს კვალფიციური სშუალო დონის ჩამშლელი.. და შეტევის დამწყები, ეს პაპუნაშვილი გასაგებია რატომაც გამოუშვეს ვერდერის რეზევრებიდან.. დვალიშვილი საუკეთესო იყო და რენე აუცილებლად ნაკრებშიიი... გაიგეთ ხალხის ხმა და რენს მიიწვიეთ ნაკრებში.. მისი დონის მცველი გვჭირდება ჩვენ, თავდაჯერებული და მაღალი დონის! რაც შეეხება თბილისურ თამაშს შანსი გვექნება მაგრამ ამ შანსს გამოყენება უნდა და გელაშვილის იმედზე რუსები იყვნჯენ..
დინამო
2 აგვისტოს მივიდეთ ვისაც გული შეგვტკივა დინამოზე და დაუდგეთ გვერდში. იმიტო რო დინამო ჩვენი გუნდია და ჩვენი გვერდში დგომა ჭირდება. მთავარია მონდომება და ყველაფერი კარგად იქნება !!!!
roma
მე დინამოს გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან,დიდი სიამოვნება მაქვს მიღებული,მესხის,მეტრეველის,ხურცილავას,ასათიანის,გივი ნოდიას,ყიფიანის,ჩივაძის,შენგრლიას,გუცაევის და მრავალი სხვა ფეხბურთელისგან,ხოლო რაც დამოუკიდებლობა მივიღეთ,მას შემდეგ რა ხდება დინამოში და საერთოდ ქართულ ფეხბურთში და ქართულ სპორტში პირდაპირ გაუგებარია,როგორ დაეცა ასე ქართული ფეხბურთი მე არ მესმის,ალბად ფიფიასთანა,კოკაიასთანა და სხვების ნაირი ბიზნესმენები ,რომ არიან და იყვნენ ეს არის ამის ბრალი,ხალხო გაიგეთ ამ ხალხს ფეხბურთის განვითარება არ აინტერესებთ,მათ სულ სხვა მიზნები ამოძრავებს,ასევე მივმართავ გულშემატკივარს:რომ აქებთ დვალიშვილს,რისი მაქნისია ის,ეს არის ფაფხური,რასაც ის აკეთებს,გინახიათ დვალიშვილის გოლი,ან ნაკრებში ან დინამოში,ან გელაშვილი რა ჯანდაბაა,ჭანტურიშვილი,პაპუნაშვილი,ქიტეიშვილი და სხვები,რისი მაქნისები არიან,ბურთს ვერ აჩერებენ,კაცს ვერ ატყუებენ,პასები არ უვარგათ,მოკლედ ბურთი ფეხებში ებლანდებათ ხალხო,წარმოგიდგენიათ რამდენი ხელსაყრელი ჯარიმა მოიპოვეს გუშინ და ყველა დარტყმა კედელს მოარტყეს,აღარაფერს ვამბობ უცხოელებზე მეკარის ჩათვლით,რენეს გარდა,სადან მოიყვანეს,რა დამსახურებისთვის,არ ვიცი არა,პირდაპირ გამოუალი მდგომარეობაა,ისეთი,საიდანაც ნათელი წერთილიც კი არ ჩანს.
dato
მეც ვფიქრობდი რომ მეორე ნომრად ითამაშებდა დინამო, კლასმმა გაიმარჯვა როგორც ჩანს, მივიდეთ დინამოზე არაა ზაგრები დაუძლეველი ბარიერი.
giorgis-bs
აბსოლუტურად ვეთანხმებიgiorgis-ს გელაშვილი ყოვეთვის იყო ცალფეხა ფეხბურთელი, გაიხსენეთ ზესტაფონში რა ქნა კარისკენ მარტო დარჩენილმა, და დვალიშვილი კი ასეთი მანამდე არასოდეს არ მინახავს, აზრი შემაცვლევინა ამ სამი თამაშით. ცენტრში შეტევის დროს დაშვებული შეცდომების გამო წავაგეთ, ,,კენწლაობის" დრო არ არი როცა შეტევაში ხარ და ზურგი მოშიშვლებული გაქ და უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო მოედნის ამ მონაკვეთზე მწარე კონტრშეტევა რომ არ მიიღო. ისე კი ამ ზაგრებთან ნაკარგული ნამდვილად ჯერ არაფერი არ არი.
შოთა გუგეშაშვილი
ნუ ბაკიბუკობ და ნერვებს ნუ გვიშლი
zmo
თქვენი მოწყობილი ჯოჯოხეთი არსად გაიშვას, რისი მომწყობები ხართ ბრახაბრუხა და ტრაბახები, ზაგრებმა ისე მოგიგოთ ზედმეტად თავიც არ შეუწუხებიათ აქაც მოგიგებთ მასე თუ გააგრძელებთ ტრაბახს, რეალობის აღთქმის უნარი დავკარგეთ, ამ ეროვნული პირველობით სულ განადგურდა ქართული ფეხბურთი სამწუხაროდ ფულს ვერ იმეტებენ რომ ხეირიანი ფეხბურთელები ჩამოიყვანონ ამ ყანაში გაზრდილი ფეხბურთელებით კი რასაც დავემსგავსეთ კი ხედავთ, იტრაბახეთ ეხლა და იყავით
merabi
ბოლო წლები ჩვენი უკეთესი თამაში გინახავთ? ნამდვილად არ იყო ანტიფეხბურთი. ჯობია ბიჭები გავამხნევოთ და უკეთესი თამაში ვუსურვოთ
სოსო
ძალიან მომეწონა რენე და დვალიშვილი,მაგრამ გამტანი არა გვყავს და ბოლო 15 წუთი გუნდი აშკარად დაიღალა.
llcl
სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, არა გვყავს შემსრულებლები, ჯარიმის დარტყმას და კედელზე ბურთის გადაგდებას ვინ ჩივის, ელემენტარული კუთხურს ვერ აწვდიან ხეირიანად, მაგრამ რა ვქნათ, ესაა რეალობა და მაინც უნდა მივიდეთ სტადიონზე და გავამხნევოთ, კლასით თუ ვერა, იქნებ ჯიგრით თამაშმა მაინც გამოიღოს შედეგი
Vaso
ისე მართლა სად პოულობს ამ ლეგიონერებს, ზალიან საინტერესოა, რაღაცნაირად მეცოდება ფიფია, კაცი ამდენს ხარჯავს და შედეგი 0. / ენათხოვრა ოქრიაშვილი -არაბიძე , ( შეიძლება ესე ადვილი არ არი მაგრამ, არიან ისეთი ბიჩები, რომლებიც გამოადგებოდნენ დინამოს)როგორც დვალიშვილი, სიმართლე რო ვთქვა , გოლამდე თავი უკვე ევროპა ლიგაზე მეგონა, მაგრამ იმ სამ წუტში ეგრევე დავეშვი მიწაზე.../ ძალიან უნდა მოინდომოს დინამომ და ხალხიც უნდა მივიდეს , და იღბალი კიდე რაღათქმა უნდა და იქნებ ერთი 5-0 მოვუგოთ :D :D :D
Jango
არ ვიცი საიდან მოიყვანს იარაბეკი 40 000 ადამიანს განწირულ მატჩზე იქნებ 10 000-მა კი მოიყაროს თავი,ეგაა და ეგ. დინამოს არა ჰყავს ფანები და გულშემატკივრები ბევრი,ძირითად მასა უბრალოდ ინტერესის და ცოტა მაღალი კლასის კლუბის თამაშზე მოდის, თორემ მაყურებლი რომ ჰყავდეს ჩემპიონატის მატჩებზე 133 კაცი არ იქნებოდა მხოლოდ. ახლა იმაზე ილოცეთ რომ ევროპალიგის პლეი -ოფზე ვინმე დაჩაჩანაკებული შეგხვდეთ რომ ევროპალიგის ჯგუფურზე მაინც მოხვდეთ.
Jango
რა განსხვავებაა დღევანდელ დინამოსა და სამტრედიას შირის? მხოლოდ დასახელება, ეგაა რომ სამტრედიელებს ჯარიმის დამრტყმელი შერგელაშვილი ჰყავთ და კუთხურის მომწოდებელიც, თუმცა დაცვაში რენე გვაკლია, სხვა მხრივ ერთი მინდვრის მარწყვია ორივე. არ ვიცი რა სასწაული უნდა მოხდეს რომ 3-0 მოიგოს დინამომ. ალბათ ამისულაშვილი და გელაშვილი , პაპუნაშვილი,კურიე არ უნდა იყვნენ მინდორზე, თამაშის წარმართვა კი დვალიშვილს მიანდონ.
kaxa
დინამო ერთ გოლს ნამდვილად იმსახურებდა უკეთეს შემთხვევაში ფრეც შეიძლებოდა ამ თამაშით. არ ყოფილან ხორვატები ისე მაგრები როგორიც წარმოგვედგინა. დინამოს საგოლე მომენტების გამოყენება ძალიან უჭირს რაღაც უნდა მოიფიქროს მწვრთნელმა ამ კუთხით. სამწუხაროდ გელაშვილი უფრო ფაფხურობს ვიდრე თამაშობს. დვალიშვილი დამაგვირგვინებელ ფაზაში სუსტია ისე დიდ საქმეს აკეთებს წინა ხაზში.
გაგა
999-ს. ნუ ხარობ ნადრევად დილეტანტო. დინამო თუ ვერ გაცდა ზაგრებს, ის ევროლიგაზე გადაერთვება და იქაც აქვს შანსი ჯგუფში მოხვედრისა. თუმცა, მე მაინც ოპტიმისტი ვარ და მჯერა, დინამო ზაგრებს მართლაც ჯიჯოხეთს მოუწყობს გულშემატკივრების დახმარებით.
toma
კიდე ვიმეორებ გეგუჩაძის წასვლის მერე დინამოც დამთავრდა სად მოხვეტეს ეს ლეგიონერები.
joni
ლეგიონერებს რა პრინციპით არჩევენ დვალიშვილი კაია მარა გოლი როდის უნდა გაიტანოს დინამოს ჩემპიონატშიც მაგრად გაუჭირდება პაპუნაშვილი საერთოდ ჩავარდა აი რა იცის ევროპას დახარბებამ.
giorgi
არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო გუშინდელ თამაშზე. რაც არ უნდა შეაქოთ ზაგრებელები დინამო მაინც ჯობდა, მაგრამ ... ალბათ მწვრთნელის შეცდომაა გელაშვილის გამოყვანა. გელაშვილი იქნებ არ არის ურიგო ადამიანი, მაგრამ სერიოზულ თამაშებში არის ანტი ფეხბურთელი (საქართველოს ჩემპიონატს არ უნდა გააცილო, თანაც საპრიზო ადგილებისათვის მებრძოლ გუნდებში არ უნდა ათამაშო). ყოველთვის ვაკრიტიკებდი გელაშვილსა და დვალიშვილს, მათი ადგილი არ არის ნაკრებში მეთქი, მაგრამ ლადომ გაცილებით მოუმატა და შექებას ნამდვილად იმსახურებს. ძალიან ყოჩაღია და კარგი ფეხბურთელია რენე, მეცოდება, გაცილებით კარგ გუნდში უნდა ითამაშოს. რაც შეეხება თბილისურ თამაშს - ქომაგი უნდა მივიდეს სტადიონზე, მჯერა, რომ ამ ბარიერის გადალახვაც შეიძლება თუ მოინდომებ. ისე პირველ ტაიმში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა ჭანტურიშვილმა, კარგია ლამაზი თამაში, მაგრამ ხანდახან არ არის საჭირო "ფინტიკლუშკობა", ის გამართლებულია მაშინ, როდესაც ან უპირატესობით იგებ, ან თუ ბურთის დაკარგვის შემდეგ საფრთხე არ ემუქრება შენს "გუნდს". არაფერია დაკარგული, მოვინდომებთ? - მოვიგებთ და გავალთ.
შოთა გუგეშაშვილი
80 პროწენტიან ჯარიმას კედელს არტკავტიარაბეკის დონე გამოხდა გელასვილი რომ შემოიყვანა
999
levani kaxeli-ჭ კლასის ვაი გუნდები რო გვყავს იმიტომაცაა სამარცხვინოები არიან, ზაგრები თბილისშიც გაიტანს გოლს,დინამოს ეპოპეა ევროპის ტურნირებზე დასრულდა.გაისად გავლენ, რამდენი გაისად გავიდა ნეტა ვინ იცის?
dudu
სანამ დინამოს მარტვილთან და მის დონის გუნდებთან მსაჯების დახმარებით ბოლო წუთებზე დანიშნული პენალტებით მოგება ესაჭიროება, სანამ ასეთი დაბალი დონის ლეგიონერებით ,,ძლიერდება", სანამ პასის მიცემას და კარში დარტყმას არ ასწავლიან ბავშვებს და ისე მოიყვანენ ძირითადში, ფიზიკაზე აღარ ვსაუბრობ, მანამდე არაფერი არ ეშველაბა არც დინამოს და არც ზოგადად ქართულ ფეხბურთს...ის კდევ ილუზიაა რომ თბილისში ჯოჯოხეთს მოვუწყობთ. აქაც მოგვიგებენ წყნარად და კიდევ ერთხელ დაგვასხამენ ცივ წყალს
Aleks
Ra xalxi xart ver gavige.yvelam tavis sakme vaketod.tu komagi xar modi dinamoze .tu ara sxvas ras ushli nervebs.cveni sakmea stadionze misvla da komagoba.
ბორია
ისე ბევრი არაფერი გუნდი ყოფილა ზაგრები სიმართლე კი ის არის რომ არც ერთი დინამო ლიგაზე არ ივარგებს ჯერ დონე არააქვთ ევროპა ლიგაზე შეიძლება
halagaji
ususuri gundis htabehdileba datova dinamom.fexebi ukankalebt fexburtelebs garda im brazilielisa dacvahi rom tamahobs yohag magas dinamohi ar datoveben.
ბორია
მწვრთნელის შეცდომაა აუცილებლად მეორე ნომრად უნდა ეთამაშა მთელი ძალებით შეტევაში წასვლას აზრი არ ქონდა უკვე ტაიმის დასასრული იყო და როგორმე უნდა დაემთავრებინათ ნულზე მეორე ტაიმში ზაგრები იძულებული იქნებოდა შეეტია აქ კი ლოგიკურად დარჩებოდათ სივრცეები და დინამოც ამას გამოიყენებდა. პაპუნაშვილი მეორე ტაიმში უნდა გამოეყვანა უფრო ნაყოფიერად ითამაშებდა პირველ ტაიმში კარგად თამაშობდა ასე რომ იარაბეკი ნულია არ შეიძლება გეგუჩაძემ ახალგაზრდულში და პარალელულად დინამოშიც რომ იმუშაოს?
912
Kargit ra vis abolebs fifia jgufshi gvinda moxvedrao... Eg nagdad shav fuls atetrebs torem amdens xarjavde da mizani marto saqartvelos chempionoba iyos cota gaugebaria
.......... 2
მრავალცერტილის კომენტარი არის 100% სიმარტლე ეს არის სუფტა ანტიფეხბურტი გა ცჰვენ ტელეკომენტატორებს რომ უსმენ გეგონება სხვა პლანეტაზე არიან

ამ დვალიშვილის გოლი გაქვთ საერთოდ ვინმეს ნანახი?
Qartulad.
Ra gchirt qartvelebo ras cjamt ertmanets, arc zagrebi ar dafrinavs da ushansod namdvilad ar vart, ertmnetis qiliks da landzgvas jobia mividet stdionze da uqomagot chven gunds.
Paata
" gelashvilis fani " ! "პრიცელს" ისწორებს და ნახე რა უქნას მაგ საწყლებს ! :D :D
moxetiale
ვისაც გსურთ ერთხელ მაინც გაიტანოთ გოლი ჩემპიონთა ლიგის მატჩში,მოდით ამ თამაშის სანახავად.დღემდე არნახული აქცია ტარდება: ტრიბუნებიდანაც გააქვთ გოლები,თან მგონი კარშიც არავინ იდგება და რომც ააცილოთ,მაინც ჩაგითვლიან!!!
zviad
რატომ უნდა მოუგოს თბილისის დინამომ დინამო ზაგრებს? რის ხარჯზე ან ვის ხარჯზე.კარგი იქნება რომ მოვიგოთ მაგრამ.......
iura..i
შენც მაგრად მიქარე ტრენერ,ხორვატები კლასით აშკარად ჯობიან დინამოს ფეხბურთელებს და ალბათ დაცვიდან თამაში სჯობდა. ისე ცუდათ არ უთამაშიათ მაგრამ...ან ეს კურიე ვისი ინიციატივით მოიყვანეს? უნდა გაუშვან გელაშვილთან ერთად,საერთოდ გასაწმენდია დინამო! ფიფიას ფეხბურთი ალბათ არ ესმის და ნორმალური მრჩეველიც არავინ არ ჰყავს!
levani kaxeti
ნაწილობრივ ვეთანხმები ლუკას. სამი სერიოზული მოთამაშის შეძენაა საჭირო. ამ დაბალი დონის ლეგიონერებით ვერასოდეს გავალთ ფონს. საჭიროა სწორი მუშაობა ტრანსფერებთან დაკავშირებით. რთული არაა სამხრეთ ამერიკიდან, აფრიკიდან და არაბული ქვეყნებიდან პერსპექტიული ახალგაზედების ჩამოყვანა. ამ საქმეში ფინანსური მოგებაც რეალურია. ამას საბერძნეთის მაგალითიც მეტყველებს.
gelashvilis fani
გელაშვილი დააყენე ძირითადში და რათქინდა 40000 ფანი ისედაც ჯოჯოხეთი იქნება
Mandela
1 ნული აშკარად ზედმეტი აქვს მოსული ამ სა ცოდავს :)) დაავიწყდა რა გუნდის მწვრთნელია ან არ დავიწყებია და უბრალოდ წაიბლატავა ამ ფარჩაკმა მონამ : :D:D:D
levani kaxeti
ვისაც მისვლა არ უნდა ნუ მივა, ვისაც ხორვატების გამარჯვება უნდა, ხორვატებს დაუჭიროს მხარი, ოღონდ ამ ცინიკურ ყრანტალს დაანებონ თავი და საკუთარ ჭ-კლასის ვაი-გუნდებს მიხედონ.
ლუკა
თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ რეალურად ზაგრები უკეთესი გუნდია. ყოველ წელს ერთიდაიგივე მეორდება, რადგან გულშემატკივარი არ უბრუნდება ეროვნულ ჩემპიონატს და გუნდის მეპატრონე მიზერული თანხებით ასულდგმულებს გუნდს, რომელსაც სეზონის წინ ვითომ აძლიერებს. ასე ვერასდროს ვერ იქნება შედეგი. დინამო არ არის სერიოზული ორგანიზაცია. სამწუხარო რეალობა არის ეს.

გულშემატკივრებზე რომ იყოს დამოკიდებული ევროპის სამეულში იქნებოდა საქართველო. თქვენ კი ირბინეთ ცხვრებივით და გოლებს ტრიბუნებიდან გავიტანთ. გოლი ვის კარში არ გადის მაგრამ ეს რა უბედურება და კატასტროფაა რომ ჩინური პლასტმასის ბრინჯივით იბნევით როგორც კი გოლს გაგიტანენ. თქვენი ბედი რომ ტაიმი მთავრდებოდა თორემ წყვილს კიდევ მოგართმევდნენ 5 წუთში.
gio
ალბათ 400 კაცი უნდა ეთქვეა ერთი ტყუილი ართქმევინოთ იურას.
beqa
აუცილებლად. ყველა დინამო არენაზე მართლაც ჯოჯოხეთი უნდა მოუწყოთ ზაგრებს.
giorgi
ზესტაააა დინამოაააა დინამოოო საქარტველო საქარტველოო ჩვენიააა
guru88
ოოო ზედა ხარ
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "რეალმა" "ატალანტას" სძლია - მბაპემ ტრავმა მიიღო [VIDEO]
ცხოვრებაძემ "გუმერსბახი" დატოვა - ქართველ ხელბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური: "სლოვანის" მეოთხე მარცხი და პსვ-ს პირველი გამარჯვება
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "რეალის" დამაჯერებელი გამარჯვება და "ბაიერნის" მარცხი "ფეიენოორდთან" [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: ორი გამოუყენებელი პენალტი - "რეალი" "ლივერპულთან" დამარცხდა და 24-ე პოზიციაზე დაქვეითდა [VIDEO]
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...
ზაგრების "დინამოს" შემტევმა "რეალს" 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა