26 ივლისს თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ამხანაგური მატჩი გამართეს "სამტრედიამ" და "ჩიხურამ"
26 ივლისს თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ამხანაგური მატჩი გამართეს "სამტრედიამ" და "ჩიხურამ".

მატჩი საჩხერელთა შეტევებით დაიწყო. სოსო ფრუიძის გაწვრთნილები მეტოქეს საკუთარ ნახევარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ, თან აქტიურად და მწვავედ უტევდნენ. ანგარიშიც მატჩის დაწყებისთანავე გახსნეს - მიხეილ სარდალიშვილის მშვენიერი გარღვევისა და გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი დიმიტრი ტატანაშვილმა აიღო.

ამის შემდეგ "სამტრედიას" მისმა ყოფილმა ნახევარმცველმა, თორნიკე გორგიაშვილმა შეუტია სახიფათოდ, თუმცა ომარ მიგინეიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. სამტრედიელთა დამრიგებელმა გია ცეცაძემ მოედანზე რამდენიმე მოთამაშე შეუშვა, რომლებმაც შეტევებს სიმწვავე და აგრესიულობა შემატეს და საჩხერელთა დაცვაში ბზარები გაჩნდა. სამტრედიელებმა მცირე დროში ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, მერე კი დაწინაურდნენ კიდეც. ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა თემურ მარკოზაშვილმა, ხოლო სამიოდე წუთში იმავე მარკოზაშვილის პასით დავით ჯიქიამ წინ გაიყვანა "სამტრედია".

მატჩის ბოლო წუთები უკეთ ჩაატარეს საჩხერელებმა. ერთ ეპიზოდში კახა მეშველიანთან პირისპირ დარჩა ბესიკ დეკანოიძე და შანსი ხელიდან არ გაუშვა - 2:2.

ამის შემდეგ "ჩიხურას" კიდევ ორჯერ შეეძლო დაწინაურება, მაგრამ ირაკლი ლექვთაძემ მეკარეს ვერ აჯობა, კარის წინ დარჩენილმა გიორგი განუგრავამ კი ბურთი მიზანს ააცილა.

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, ცნობილაძე, სანდოხაძე, მთივლიშვილი, დათუნაიშვილი,

მანჯგალაძე, გამყრელიძე, ზივზივაძე, არაბული; შეცვლაზე: მეშველიანი, მჭედლიშვილი, რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, შერგელაშვილი, ჯიქია.

ჩიხურა (სასტარტო): ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, განუგრავა, ივანიშვილი, გორგიაშვილი, სარდალიშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი; სათადარიგოები: სეფიაშვილი, ლექვთაძე, კაკუბავა, კორიფაძე, გვილია, ს. ლობჟანიძე, დეკანოიძე, დობროვოლსკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]