ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

შავი სიცარიელიდან სხივის მოლოდინში

შავი სიცარიელიდან სხივის მოლოდინში

თემა, რომელზეც უნდა მოგითხროთ, ძველია და ახალს ვერაფერს გეტყვით. ამირან აბუაშვილზე მოგითხრობთ, რომლის პრობლემაც სათავეს 1988 წლიდან იღებს...

თემა, რომელზეც უნდა მოგითხროთ, ძველია და ახალს ვერაფერს გეტყვით. ამირან აბუაშვილზე მოგითხრობთ, რომლის პრობლემაც სათავეს 1988 წლიდან იღებს - ქუთაისში მიმდინარე ძიუდოისტთა საქართველოს პირველობაზე 18 წლის ბიჭი ისე დაშავდა, მას შემდეგ ინვალიდის ეტლიდან ვეღარ წამოდგა. ქუთაისში დამთავრდა ოცნება დიდ სპორტულ მიღწევებზე, დიდ მწვერვალებზე, ნათელ მომავალზე, ხმაურით დაიმსხვრა ვარდისფერი სათვალე და მისი ადგილი ერთბაშად დაიკავა შავმა სიცარიელემ. ცხოვრებაც მას შემდეგ ექცა ჯოჯოხეთად - უამრავი ბარიერის გამო, მოძრაობის უნარშეზღუდულთათვის არსებობა ასმაგად ძნელია. ამ თემაზე ფიქრისას სულ მახსენდება იტალიაში მოსმენილი ჩემი თბილისელი კოლეგის ფრაზა. მაშინ ერთ-ერთი პატარა ქალაქის სტადიონზე წინა რიგში მოძრაობაშეზღუდულთა ეტლებისთვის საგანგებო შესასვლელ-დასადგომი ადგილები (უწინ თბილისის "დინამოზეც" ყოფილა ასეთი) რომ დაინახა, იმ კოლეგამ სინანულით წამოიძახა, როგორი მზრუნველობაა, ჩვენთან შინ მოძრაობაშეზღუდული წევრი თუ გყავს, ისიც დატანჯულია და მისი პატრონიცო... სამწუხარო რეალობაა - ჩვენთან ასეთ ადამიანებზე ერთეულები თუ ფიქრობენ, ეს კი პრობლემის გლობალურად გადასაჭრელად მეტად მცირეა.

ამირან აბუაშვილმა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა - არავინ იცის, რამდენ კაბინეტს მისდგომია თავისი ეტლით ორიოდე გროშის სათხოვნელად, რამდენი ნერვიულობა, სიმწარე თუ იმედგაცრუება გამოუცდია, რამდენჯერ შესკდომია გულგრილობის კედელს... მიჭირს დაჯერება, რომ მისი სტაბილური საარსებო შემოსავალი... 150 ლარია, რომელსაც სპორტის სამინისტროსგან იღებს. რამდენიმე წლის წინ ამდენიც არ ჰქონდა და კაცი არ იყო განმკითხავი. არადა, მას გამუდმებული მკურნალობა, ექიმების მეთვალყურეობა, წამლები და მოვლა-პატრონობა სჭირდება... ახლა ისეთ კეთილ ადამიანთა დახმარებით, როგორიც `ქართუ-ჯგუფი~ და მისი ხელმძღვანელობა, აგრეთვე, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები - ირაკლი გიორგობიანი, ეკა ოთიაშვილი და ვატო სურგულაძე არიან, წელიწადში ერთხელ ახერხებს უკრაინაში, ყირიმში, ბურდენკოს სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში წასვლას, ადრე კი ამაზე მხოლოდ ოცნებობდა. ესეც დიდი მიღწევაა, თუმცა გაცილებით მეტია საჭირო. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის იმ ხალხისა თუ უწყებების მიმართ, რომლებიც ყირიმში მის მკურნალობას აფინანსებენ, მაგრამ გზის ფული ისევ მისი საძებარია. თან მომვლელის გარეშე ვერ მიდის, არც პირდაპირი რეისია და მგზავრობა რამდენიმე გადაჯდომით უწევს, რაც ხარჯებს საკმაოდ ზრდის. ჰოდა, ასე გადის დრო წლიდან წლამდე მუდმივ ჭიდილში, ხვეწნა-მუდარაში და ფულის ძებნაში. სარეაბილიტაციო ცენტრი ის მაცოცხლებელი სიმია, რომელიც ჰაერივით სჭირდება მის ორგანიზმს - ამით ვცოცხლობ წლიდან წლამდეო, ამბობს. იქ წელიწადში ორი კურსის გავლა მაინცაა საჭირო, მაგრამ როცა ერთსაც კი დიდი გაჭირვებით ახერხებს, ორზე ვერც ოცნებობს - იცის, ეს შეუძლებელია.

უსაზღვროდ მადლიერია ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობის, წარსულის თუ დღევანდელობის სახელოვანი ძიუდოისტების, სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობის. მადლიერად იგონებს აწ გარდაცვლილ ნარგიზა მესხს, რომელიც მუდამ აქტიურად ეხმარებოდა თანხების მოძიებაში, საბუთების შეგროვება-მოწესრიგებაში... ასევე ემადლიერება ყველას, რომლებიც უანგაროდ და უშურველად ეხმარებიან საბუთების გამზადებაში, ასრულებენ შუამავლის როლს პოტენციურ დამფინანსებლებთან, ეხმარებიან საკუთარი შემოსავლებით; არ ივიწყებს ლევან თედიაშვილის ღვაწლს - სხვების მსგავსად, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონიც სულიერად შეძრა ახალგაზრდა ბიჭის ტრაგედიამ და უდიდესი მორალური თუ ფინანსური დახმარება გაუწია მას, იმთავითვე გვერდში ამოუდგა - მოსკოვში მკურნალობაც კი დაუფინანსა და არც დღეს ივიწყებს მის გასაჭირს. აბუაშვილი ასევე ძალიან ემადლიერება ფონდ `იავნანას~ თანამშრომელს, მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილსა და მის მეუღლეს, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელ თენგიზ გუდაძეს. მისთვის სრულიად მოულოდნელად, ამერიკიდან თეიმურაზ ტაბატაძემ, ისრაელიდან კი გიორგი კვეზერელმა თანხა გადმოურიცხეს. ინტერნეტით შეუტყვიათ აბუაშვილის ამბავი და ძიუდოს ქომაგებმა არც დახმარება დაახანეს... შარშან სამკურნალო ფული კი იშოვა, მაგრამ სამგზავრო თანხებს ვეღარ სწვდებოდა. იყო საშიშროება წასვლა საერთოდ ჩაშლოდა, მაგრამ მშველელად ისევ ძიუდოისტები - ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და გრიგოლ შინჯიკაშვილი მოევლინენ, თანხა მათ დაუმატეს. ყოველთვის გვერდში უდგანან მისი თაობის ძიუდოისტები - სოსო ლიპარტელიანი, ივერი ჯიქურაული, ირაკლი უზნაძე, მწვრთნელი ვაჟა ბალხამიშვილი, აგრეთვე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა თუ ძიუდოს რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელები, თუმცა ისე არ გაგვიგოთ, თითქოს სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებს არ ანაღვლებთ მისი ბედი. პირიქით - აბუაშვილი ძალიან ემადლიერება რამაზ ნოზაძეს, ბადრი ხასაიას, გიორგი ჭავჭავაძეს, რიგით მოქალაქეებს - პაატა ბერიკაშვილს, მიხეილ ჭავჭანიძეს, ფრიდონ ბურდულს...

აბუაშვილის პრობლემებით მუდმივად ინტერესდება გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე, რაიონის ხელმძღვანელობა გამგებელ ნოდარ სანდუხაძის თავკაცობით. ძველებურად დიდ ყურადღებას იჩენენ მცხეთის რაიონის თანამშრომლებიც (აბუაშვილი სოფელ გლდანში ცხოვრობს, რომელიც ადრე მცხეთას ეკუთვნოდა). და მაინც, მკურნალობისთვის საჭირო თანხა ყოველთვის სანთლითაა საძებარი. ბურდენკოს ცენტრში ერთი 45 დღეიანი კურსი აქამდე 2500 დოლარი ღირდა, ახლა კი ცოტათი გაძვირდა - 200-300 დოლარით. ამას გზაც ემატება. ნუთუ არ შეიძლება, არსებობდეს რაღაც ფონდი, სარეზერვო ბიუჯეტი ან რაც გინდათ, ის დაარქვით, სადაც მისთვის, ასეთი ხალხისთვის თანხები აკუმულირდება?

ზემოთ გვერდში მდგომებზე ვსაუბრობდით და მის ცხოვრებაში კიდევ ორი ნათელი სხივია - ეკლესია ყოვლად უსამღვდელოესი ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე და მეუღლე არუსიკ (რუსიკო) დავთიანი. მეუღლე ეროვნებით სომეხია და მის ცხოვრებაში, ალბათ, უფლის ნებით მოხვდა - ის ერევნის იმავე საავადმყოფოში მუშაობდა, სადაც აბუაშვილი მკურნალობდა. სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი და სომეხ გოგოს დიდხანს არ უფიქრია, ბედი ქართველი ბიჭისთვის დაეკავშირებინა. მას შემდეგ უსიტყვოდ იზიარებს მეუღლის ყველა ტკივილს - სულიერსაც და ფიზიკურსაც. ჩვენს დროში ასეთი ადამიანები იშვიათად არიან. იმედია, აბუაშვილს დამხმარეები ამ წერილის შემდეგაც გამოუჩნდებიან და სამკურნალო ფულის გამუდმებით ძებნა აღარ მოუწევს.

U23. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატი ზედიზე მეორედ მოიგეს

გიორგი ჯაბნიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა!

იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა

ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა

კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო

მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა

ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!

[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა

მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს

[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...

[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....

18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა

[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა

"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია

საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა

მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება