თბილისელები ავსტრიაში მზადებას აგრძელებენ
თბილისის "ლოკომოტივი" ავსტრიაში მზადებას აგრძელებს. ბოლო დღეებში ჟერარდ სარაგოსა მულეტიმ გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადაიყვანა. დილით ძირითადი დრო ტაქტიკურ წვრთნას ეთმობა, საღამოს - ბურთთან ვარჯიშს.

მამია გავაშელიშვილი და გიორგი კუხიანიძე ტრავმირებულები არიან და ვერ ვარჯიშობენ. ორივე მათგანმა ქალაქ ნოიდორფში მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა. თბილისელები სტამბოლის "ქასიმფაშას" დაუპირისპირდნენ, რომელსაც ორი წლის წინ შოთა არველაძე ავარჯიშებდა...

თბილისელთა წინააღმდეგ ამა თუ იმ ეროვნული ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა ითამაშა - თორინ თუნაიმ, თურგუთ შახინმა, ადემ ბუიოკმა (ყველა - თურქეთი), სტრაილ პოპოვმა, ვასილ ბოჟიკოვმა (ორივე - ბულგარეთი), დავიდ პაველკამ (ჩეხეთი), აგრეთვე, "პორტუს" ყოფილმა ნახევარმცველმა კასტრომ. თუმცა შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი ერენ დერდიოკი მოედანზე არ გამოჩენილა.

თბილისური კლუბის პრესატაშის, ნოდარ სიმსივეს ცნობით, პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მარცხის მიუხედავად, სარაგოსას გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 35-ე წუთზე ანგარიში კონტრშეტევის შედეგად "ჰამბურგიდან" იჯარით მოსულმა ბათუჰან ალთინთამ გახსნა.

"ქასიმფაშამ" ანგარიშის გაზრდა მეორე ნახევრის პირველივე წუთზე შეძლო: 46-ე წუთზე რევაზ თევდორაძის კარი "ლანსის" ყოფილმა ფორვარდმა ბენგალი-ფოდე კოიტამ აიღო. თბილისელები ამის შემდეგღა გააქტიურდნენ.

64-ე წუთზე გიორგი კიკნაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა ირაკლი კლიმიაშვილი, რომლის დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა. "ლოკომოტივმა" ანგარიშის შემცირება სამ წუთში შეძლო: ამჯერად, კიკნაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა დავით უბილავა და კაპიტანმა შეტევა გოლით დააგვირგვინა - 1:2.

ანგარიშის შემცირების შემდეგ თბილისელები გააქტიურდნენ და ზუსტად სამ წუთში აქტიური კიკნაძის ფლანგურ ჩაწოდებას ბაჩანა ცხადაძე გამოეხმაურა, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა.

71-ე წუთზე თურქები კიდევ ერთ გოლს გადაურჩნენ: კლიმიაშვილი ფლანგზე მცველს გასცდა, სწრაფად მოძებნა ცხადაძე, რომლის დარტყმულიც მიზანს მცირე მანძილით ასცდა.

მატჩის ბოლო მომენტი რატი არდაზიშვილმა შექმნა - სამი მცველი მოატყუა და მახვილი კუთხიდან ძელს მოარტყა ბურთი.

ლოკომოტივი: თევდორაძე, ფოფხაძე (75. წივწივაძე), ჩიტეიშვილი (75. გაბაძე), კლიმიაშვილი (80. კიკაბიძე), დიასამიძე (62. არდაზიშვილი), ხიდეშელი (57. გეთიაშვილი), ზარანდია (57. კიკნაძე), ჩაგელიშვილი (46. ქიქავა), მახარაძე (75. ჭანტურია), უბილავა (80. მზევაშვილი), სამურკასოვი (40. ცხადაძე).

"ლოკომოტივი" მომდევნო მატჩს 29 აგვისტოს, შოთა არველაძის კიდევ ერთ ყოფილ გუნდთან, "ქაისერისფორთან" გამართავს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
გიორგი კიკნაძე თბილისის "შევარდენი 1906-ს" გაწვრთნის
თბილისის "ლოკომოტივი": მინუს ათი და პლუს ვარჯიში
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ბაჩანა ცხადაძე: მამაჩემი ჯერ უმუშევარია
თბილისის "ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. IX ტური: ისევ 5:0, ისევ სიხარულიძე და გავაშელიშვილი!
ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას" მოუგო
გიორგი ჭიაბრიშვილი: ჩემს გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
ირაკლი კლმიაშვილი: ეს არის ის, რაც ჩემპიონატს ინტრიგისთვის აკლია
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
U21. ესტონეთი-საქართველო 0:1 - უნდა გაგვეტანა ათი, გავიტანეთ ერთი... [VIDEO]
ბაჩანა ცხადაძე კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]
გიორგი კიკნაძე: ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ბევრი შეუძლია!
თბილისის "ლოკომოტივი": სტარტზე ახალი ტრიოთი
"ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო" - ცხადაძე კარიერას ასრულებს
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]
გია გეგუჩაძის გარეშე - ქუთაისელთა ახალგაზრდული და ესპანური კურსი
ბაჩანა ცხადაძე: მეგონა, ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი...
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: დღეს ისტორია იწერება!
საჩხერიდან კორსიკაზე - ბაჩანა ცხადაძე "ბასტიაში" გადავიდა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა