ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

...და რა, გაგიკვირდათ?

...და რა, გაგიკვირდათ?

უკრაინელმა და ბრაზილიელმა მეშახტეებმა მარადიული ქალაქი დაიპყრეს

რომა-შახტარი 2:3

წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკრაინული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში იტალიურ გუნდს სტუმრად მოუგებდა. უფრო ადრე ამას მაქსიმუმ კიევის "დინამოს" თუ ვუწინასწარმეტყველებდით და ისიც მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. დღეს კი სულ სხვა რეალობაა: იტალიური საკლუბო ფეხბურთი თავქვე მიექანება და პირდაპირ ვთქვათ, რომ რეალურად არავის არ უნდა გაჰკვირვებოდა ის, რაც გუშინწინ რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" მოხდა. დონეცკურმა კლუბმა ზედიზედ მე-12 ოფიციალური თამაში მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 9 თამაშიდან მე-8 დაასრულა თავის სასარგებლოდ. საპნის ოპერა: დონეცკში, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არადა, "ჯალოროსი", ისევე, როგორც "მილანი", გასვლით მატჩში რაიმე ხეირიანის გამკეთებელს არ გავს. თანაც, "რომას" საპასუხო მატჩისთვის გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი, მენეზი დააკლდება. ჰო, მართლა, ფრანჩესკო ტოტიმ ჩემპიონთა ლიგაში საიუბილეო, 50-ე შეხვედრა ჩაატარა.

მატჩამდე

კლაუდიო რანიერიმ გუნდი მისთვის საყვარელი ტაქტიკური სქემით, 4-3-1-2-ით ათამაშა - თავდასხმაში მირკო ვუჩინიჩს არა მარკო ბორიელო, არამედ ტოტი შეუწყვილა, მათ უკან კი მენეზი დააყენა. "შახტარის" თავკაცმა მირჩა ლუჩესკუმ კი 4-2-3-1 აირჩია - ბრაზილიელთა შემტევი კვარტეტით: ჟადსონი, ვილიანი, კოშტა და მათ წინ ლუის ადრიანო.

მატჩი

არადა, თამაშის დასაწყისი "შახტარს" კარგს არაფერს უქადდა. სიმონე პეროტას გოლს თავი რომ დავანებოთ, 22-ე წუთზე ბურდისოსაც მართებდა უკრაინელთა დამწუხრწება, როცა ტოტის კუთხურს დროულად გამოეხმაურა, მაგრამ რვა მეტრიდან თავით არაზუსტად დაარტყა. შესაბამისად, პეროტას გოლი ალოგიკური არ ყოფილა - გამოცდილმა ნახევარმცველმა ტადეის ჩაწოდებულს შორეულ ძელთან მიასწრო და რაცს ნახევრად ავტოგოლი გაატანინა. სამაგიეროდ, თამაშიდან გამომდინარე ცოტათი ალოგიკური იყო ჟადსონის გოლი, რომელიც დონეცკელთა ბრაზილიელმა ლიდერმა პეროტას გოლიდან ზუსტად ერთ წუთში გაიტანა და ამით უკრაინული კლუბის პროგრამა მინიმუმ შეასრულა. აბა, იმ მომენტში რა ვიცოდით, რომ "შახტარი" პროგრამა მაქსიმუმსაც შეასრულებდა. თუმცა ესეც ძალიან მალე, 36-ე წუთზე გავიგეთ, როცა დუგლას კოშტამ უკრაინული გრანდი წინ გაიყვანა, 41-ე წუთზე კი უკვე საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ "ოლიმპიკოზე" ყველაფერი თავდაყირა იყო დამდგარი: ლუის ადრიანომ მესამედ დალაშქრა დონის კარი. რომაელები კი მანამდე მხოლოდ კონტრშეტევებით (?!) იყვნენ დაკავებულები.

მენეზის ულამაზეს გოლს (61-ე წუთზე) არაფერი შეუცვლია გარდა იმისა, რომ რომაელმა გულშემატკივრებმა უფრო მეტი ინერვიულეს, რადგან ანგარიში 2:3 იყო და იმედის ნახევარი საათი წინ ჰქონდათ. ამ ნახევარ საათში რანიერის გუნდმა მხოლოდ ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა: 81-ე წუთზე ტოტიმ ათი მეტრიდან პირდაპირ პიატოვისკენ დაარტყა.

თოპ ფეხბურთელი

დუგლას კოშტა (შახტარი)

20 წლის ფეხბურთელი თავიდან ზედმეტად ხშირად იხევდა უკან და დარიო სრნას რიისესთვის ყურადღების მიქცევაში ეხმარებოდა, მერე კი მხოლოდ იმაზე იყო კონცენტრირებული, რაც ყველაზე კარგად გამოსდის - შეტევაზე. მეორე გოლი თვითონ გაიტანა, მერე კი საგოლე პასიც მიითვალა. ფაქტია, რომ რამდენჯერაც ბურთს შეეხო, რომაელთა კარის სიახლოვეს იმდენჯერ გამწვავდა სიტუაცია. უკვე აღარ გვიკვირს, რომ მას ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავს.

Fლოპ ფეხბურთელი

იონ არნე რიისე (რომა)

ნორვეგიელი შეტევებში ზედმეტად გაერთო. თვითონ განსაჯეთ, თითქმის სულ დე როსიზე წინ იყო აწეული. სამაგიეროდ, დაცვაში არაფერი გამოუვიდა. რიისე განსაკუთრებით დუგლას კოშტამ დაჩაგრა. "შახტარის" მესამე გოლის დროს დაშვებული უპატიებელი შეცდომა კი მისი სამარცხვინო თამაშის პიკი გახლდათ.

მსაჯი

პორტუგალიელმა ოლეგარიო ბენკერენშამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. არბიტრი მატჩს პირველიდან ბოლო წუთამდე აკონტროლებდა, მეორე ტაიმში კი კასეტისთვის მეორე ყვითელი ბარათია აფრიალება და მისი მოედნიდან გაძევება შეეძლო, თუმცა ვერც მისი დანდობის გამო დავძრახავთ.

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია

ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს

[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა