ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ქართველები უმთავრესად ღირსების გრძნობით გამოირჩევიან

ქართველები უმთავრესად ღირსების გრძნობით გამოირჩევიან

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, რომელიც საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარზე "მონპელიეს" წამყვანი მორაგბეა, აქაური მედიის ყურადღებას სხვა ქართველებზე მეტად იპყრობს...

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე, რომელიც საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარზე "მონპელიეს" წამყვანი მორაგბეა, აქაური მედიის ყურადღებას სხვა ქართველებზე მეტად იპყრობს.

გორგოძე 2010 წლის მიწურულს საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა" კი ჩემპიონატის ყველაზე საშიში მოთამაშეების ხუთეული გამოაქვეყნა, სადაც ქართველი "გულივერი" მეორე ნომრად დასახელდა.

პირველობა არავის დაუთმო ზედმეტად უხეში თამაშით გამორჩეულმა კანადელმა, "კლერმონის" მეორეხაზელმა ჯიმი კუდმორმა.

აი, როგორ ახასიათებენ მეტოქეები გორგოძეს ორიოდე სიტყვით: "ის გაბედული, ღონიერი მონსტრია". "ეს ის არის, ვისაც თამაშისას უნდა ერიდოთ". "ის მეტისმეტად არ უნდა გააღიზიანოთ".

გაცილებით უხვსიტყვიანია მისი დახასიათებისას ყოველდღიური სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი", რომელმაც მამუკა გორგოძეს არაერთი სტატია მიუძღვნა. გთვაზობთ ამონარიდთა კრებულს ამ სტატიებიდან.

"გორგოძილას" ტრანსფორმაცია

"მონპელიეს" ქართველი მესამეხაზელი, მამუკა გორგოძე აღარ ითვლება, მხოლოდ უზარმაზარი ძალის მოთამაშედ. ეს კოლოსალური ძალის მორაგბე ქებას ალალად იმსახურებს.

ის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული სპორტსმენია. ამასთან ამპარტავანიც არ არის და თავის თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს. ის ემოციურია, წარმატება უხარია, მაგრამ ყოველთვის რეალისტად რჩება. ფრთხილია და სიტყვაძუნწი.

"ჩემი წარმატება მთელი გუნდის, თითქმის ყველა მოთამაშის მიერ გაწეული დიდი შრომის ნაყოფია. მე წინ გუნდთან ერთად მივიწევ. ჩვენ ახლა ისეთი სტილით ვთამაშობთ, რომელიც მომწონს და ჩემს ხასიათს სრულად ესადაგება. შედეგი ხილულია. ძალიან დიდ სიამოვნებას განვიცდი მოედანზე ყოფნის დროს".

"მონპელიეში ახალი მწვრთნელების ფაბიენ გალტიესა და ერიკ ბეშუს მოსვლის შემდეგ, მას აღარაფერი დარჩა თავდაუზოგავი გარჯის გარდა. ამ მწვრთნელებმა გორგოძეს სხვა ჰორიზონტი გაუხსნეს, მისი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება მისცეს...

ჩრდილში მოქცეული მოთამაშე სინათლეზე გამოდის

ქართველი ბულდოზერი, ძლიერი ზემოქმედების ადამიანი, რომელსაც უნარი შესწევს დაურღვიოს წონასწორობა ყველაზე უფრო ძლიერ მოთამაშესაც კი.

"ეს არის გორილა, დათვი! როგორც კი ბურთს ხელში ჩაიგდებს ცდილობს მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი გაარღვიოს და ჩვენ შეტევის გაგრძელება გაგვიადვილოს. დღევანელი თამაშით ის საკუთარ თავს გაუტოლდა, უზარმაზარი გახდა!" - თქვა "კასტრთან" მატჩის შემდეგ "მონპელიეს" ცხრა ნომერმა ჟულიენ ტომასმა.

"მე იშვიათად შევხვედრივარ ასეთი ფიზიკური მონაცემების მოთამაშეს. იგი ძალიან ბევრს მუშაობს. ზოგჯერ საჭიროა მისი შეჩერება, თორემ თორმეტ საათს გაატარებს კუნთების ვარჯიშში" - ამბობს ერიკ ბეშუ.

ფაბიენ გალტიე კი სხვა რამეზე ამახვილებს ყურადღებას:

"იგი არის არაჩვეულებრივი მებრძოლი, განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით. ამჟამად ვერ ვხედავ სად გადის მისი შესაძლებლობების ზღვარი. ვფიქრობ, რომ მას ეს საზღავრი არც გააჩნია! იგი საკუთარი თავის მიმართ ძალიან მკაცრია და ბრძოლაში ლიდერია. მეტიც, იგი უნივერსალია, შეუძლია მეორე და მესამე ხაზის ყველა პოზიციაზე თამაში."

"ყველამ იცოდა, რომ იგი შეძლებდა ფანტასტიკური რაღაცეების კეთებას უზარმაზარი ფიზიკური ძალის გამო. თუმცა გამოჩნდა, რომ მან განვითარების ახალ ფაზას მიაღწია. იგი "კასტრთან" მატჩში უფრო ჭკვიანი გამოჩნდა, ნაკლები შეცდომები დაუშვა და არ უნერვიულია. ყოველივე ამან, მას მისცა საშუალება კონცენტრირება მოეხდინა მატჩის დროს. საკმარისი ყურადღება არ მიქგვიქცევია მისთვის და, მიმაჩნია, რომ ის მეტ ქებას იმსახურებს, რადგან არის საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე" - მიაჩნია "მონპელიეს" კაპიტან ფულენსე უედრაოგოს.

მინდორს მიღმა, ეს ადამიანი საკუთარ თავში ჩაკეტილი ჩანს. ის გაურბის მედიას, სულაც არ მოსწონს იყოს ცნობილი.

"მართალია, გარეგნულად, შესაძლოა, ცივი ადამიანი მოგეჩვენოთ, მაგრამ საჭიროა ისწავლო მისი გაგება. ხშირად ის უხეშის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. იგი არის ძალიან ნიჭიერი, სიმპატიური და კეთილშობილი ადამიანი მეგობრებთან ურთიერთობისას, ცხადია, მაშინ თუ მის ნდობას ერთხელ მაინც მოიპოვებთ" - ასე ფიქრობს გორგოძეზე გუნდის კაპიტანი.

ღირსების ადამიანი

ქართველები უმთავრესად ღირსების გრძნობით გამოირჩევიან, რომლებსაც თავიანთი ღირებულებები გააჩნიათ. მამუკა გორგოძე სრულიად ესადაგაება ქართველების ხასიათის ამ თავისებურებას.

"იგი არის ადამიანი, ვისაც არ უყვარს სცენაზე დგომა.ის გაურბის ამას. მამუკა ძალიან დიდ შრომას აქსოვს თავის საქმეში, დასვენების დღეებშიც კი ბევრს ვარჯიშობს და ეს არის მისთვის მთავარი" - ამბობს გორგოძის თანაგუნდელი ჟოფრეი დემეირუ.

ბევრი მას მჩქეფარე ადამიანად ახასიათებს. თუ არ იცნობ, ასე იოლია მისი განსჯა. თანაგუნდელები, რომლებთანაც გორგოძეს ყოველდღე უხდება ურთიერთობა, მას ახასიათებენ, როგორც ყურადღებიან, თავზიან და პატიოსნების გრძნობით სავსე ადამიანს.

"მამუკა გენიალური კაცია. აღსავსეა იუმორის გრძნობით. ის სერიოზულიცაა, მაგრამ მუდამ ხუმრობს და სისულელეებს აკეთებს" - თქვა მიშელ ლადუიმ.

"მონპელიესა" და საფრანგეთის ნაკრების მგეზავი ფრანსუა ტრინ-დუკი კი დასძენს:

"ის მორცხვია და თავშეკავებული, როგორც ქართველების უმრავლესობა. ერთხელ რომ გაიცნობ, მიხვდები მის ხასიათს. იგი არის გახსნილი ბიჭი, რომელთანაც ურთიერთობაც ძალიან იოლია. მამუკა გორგოძე არის ყველასგან გამორჩეული პერსონა, ძლიერი მოთამაშე, ჩაფიქრებული და ნათელი გონების ადამიანი".

პიერ ბერარდი კი მას უწოდებს მოვლენას. "ის არის სანდო ადამიანი, რომელსაც შეგიძლია თამამად დაეყრდნო."

შესაძლოა, მას ეს ფრაზა ყველაზე ზუსტად ახასიათებს.

• chel0

ყველაზე მაგარი კაცი და ყველაზე მაგარი ქართველი მორაგბე!

• oldcoyot

...კიდევაც დაიზრდებიან....მაგრად იდექ მამუ!!!!!!!!!

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

ქართველები ევროტურნირების ფინალში

"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!