ტარიელ ხეჩიკაშვილი: ქართული სპორტის ისტორიაში კერძო ბიზნესის ასეთი მასშტაბური მოზიდვა პირველად მოხერხდა
ეს ამბავი მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა:

მალე საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის მასშტაბური მშენებლობა დაიწყება, რაზეც კანადური და სლოვაკური კომპანიები 65 მილიონი დოლარის ინვესტიციას განხორციელებენ.

"ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსახლეობის გაჯანსაღებაში. მივმართავ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თხოვნით, მოიძებნოს საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის სწორი მოდელი, რათა, ერთი მხრივ, სერვისები ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის და, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურა იმართებოდეს ჯანსაღი ბიზნესმოდელით.

სახელმწიფო, ალბათ, არ უნდა გახდეს უკვე არსებული ინფრასტრუქტურის კონკურენტი და უნდა მოიძებნოს სწორი პარტნიორობის სქემა, რათა კონკურენტული გარემო არ დავაზიანოთ. ეს უნდა იყოს ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის და მნიშვნელოვანი იქნება, გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ინფრასტრუქტურის მმართველი ჩვენ არ გავხდეთ", - აღნიშნა პრემიერმა.

დეტალების დასაზუსტებლად ინტერვიუ ჩამოვართვით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს:

საქართველო სპორტულ ქვეყნად ყალიბდება

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ ეს იქნება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა დაუჭირა მხარი, - თქვა მინისტრმა საუბრის დასაწყისში. - საერთოდ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ ღონისძიების მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ეს ქართული სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა და მსგავს ინვესტიციას ბევრი ქვეყანა ინატრებდა. შესაბამისი შედეგიც გვაქვს - სპორტული ღონისძიებების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, საქართველო რეგიონული ცენტრი გახდა და 600-მდე სინჯის მედალი მოვიპოვეთ.

წლეულს კი ოლიმპიელების იმედი გვაქვს. თავად სპორტსმენები აღნიშნავენ, რომ საუკეთესო მოსამზადებელი პირობები ჰქონდათ. ამ ოთხ წელიწადში საქართველომ რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა და 2017 წელსაც ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი:

20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატი 19 წლამდე ხელბურთელებს შორის, ხოლო ფეხბურთში - ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი და ასე შემდეგ.

ფაქტობრივად, საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს სპორტულ ქვეყნად ყალიბდება, ინფრასტრუქტურის განვითარება კი ამ სტატუსის გამყარებაში შეგვიწყობს ხელს.

- პროექტის განხორციელება როდის დაიწყება?

- ობიექტები ერთ წელიწადში უნდა აშენდეს და 2017 წლის ივნისში დასრულდეს, თანხა კი ეტაპობრივად გადანაწილდება. რაც შეეხება ახალ პროექტს, ის ორ მიმართულებას ითვალისწინებს: პირველი ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მეორე - პროფესიული სპორტით დაკავებულებს მაქსიმალურად საუკეთესო მოსამზადებელი პირობები უნდა შევუქმნათ.

...პლუს, სრულიად ახალი 20 სტადიონი

- რა პროექტების განხორციელებაა გათვალისწინებული?

- პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება: სულ პროექტზე 152 მილიონი ლარის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება. პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 132 მილიონი ლარი დაიხარჯება და მრავალფუნქციური სპორტის სასახლეები აშენდება ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში, ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში - 20 საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი.

- მართალია, რომ ამ 20 სტადიონიდან 10 საფეხბურთო იქნება?

- დიახ, ასეა და მიმაჩნია, რომ ეს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ეფექტურ განხორციელებას შეუწყობს ხელს. ამას გარდა, პროექტის მეორე ეტაპი იანვრიდან დაიწყება და 20 მილიონი ლარი დაიხარჯება თბილისში ჭიდაობის ახალი სასახლის, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობაზე.

სხვათა შორის, ამგვარი ცენტრი საქართველოში არასოდეს ყოფილა... დიდი იმედი გვაქვს, რომ პროგრამის განხორციელება შემდეგშიც გაგრძელდება.

- დავაკონკრეტოთ, 20 სტადიონში რა იგულისხმება - ახალი სტადიონების მშენებლობა თუ ძველების რეაბილიტაცია?

- ქართულ სპორტში სახელმწიფოს სერიოზული კონტრიბუცია სრულიად ახალი სტადიონების მშენებლობას ითვალისწინებს. რეაბილიტაციის პროგრამაზე მუშაობა კი ცალკე წარიმართება.

უცხოური ინვესტიცია

- ითქვა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურა კონტრაქტორების სახსრებით 2017 წლის მაისამდე უნდა აშენდეს, სახელმწიფო კი თანხებს 2016-21 წლებში გადაიხდის. ეს რას ნიშნავს?

- მშენებლობას კანადური და სლოვაკური კომპანიების ინვესტიციები მოხმარდება. მათ საქართველოს მთავრობას, სამინისტროსა და ქვეყანას ნდობა გამოუცხადეს და მშენებლობას 6-წლიანი განვადებით დაიწყებენ.

მიხარია, რომ ბიზნესში გამოცდილება სახელმწიფოს სასარგებლოდ გამომადგა. საქმე ისაა, რომ ქართული სპორტის ისტორიაში კერძო ბიზნესის ასეთი მასშტაბური მოზიდვა პირველად მოხერხდა...

თემას ოდნავ მოვწყდები და გაგახსენებთ, რა პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა - საკმაოდ ბევრი კლუბის მიმართ გაჩნდა ინტერესი, მათ შორის, გამოჩნდა ებრაული ჯგუფიც.

მერწმუნეთ, ეს ფაქტი, ისევე, როგორც ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კანადურ-სლოვაკური ინვესტიციის დაბანდება, იმის სიგნალია, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციისთვის გახსნილი ქვეყანაა და საამისოდ სწორი გზა ავირჩიეთ.

პრემიერმა გარკვევით მიუთითა, რომ ახალი ობიექტების მართვა კერძო სექტორის მონაწილეობით მოხდება. სახელმწიფო იმის მომხრეა, რომ სპორტულმა ფედერაციებმა მართვის მენეჯმენტი გააუმჯობესონ და დოვლათის შექმნაზე იფიქრონ, მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებით დაკმაყოფილება საკმარისი არ არის.

საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია

- მთავრობის სხდომის შემდეგ ბრძანეთ, რომ საქართველოში ერთობლივი შეკრებებისა და სპორტული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით მეზობელი ქვეყნები დიდ ინტერესს იჩენენ. ანუ მთავრობა ცდილობს, რომ საქართველოში, ვთქვათ, უცხოური საფეხბურთო გუნდების მოსამზადებლად, აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოეწყოს?

- ჩემს კოლეგებს რომ ვხვდები, ბევრს გამოუთქვამს სურვილი, რომ საქართველოში კლუბები და ნაკრებები ჩამოიყვანონ. აშკარაა, რომ ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია. სულ მცირე, ჩვენი მეზობლები რომ მოვიზიდოთ, ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაა აუცილებელი.

ცხადია, გათვლა მხოლოდ პოსტსაბჭოელებზე არ კეთდება. ახლახან ეგვიპტისა და ირანის საფეხბურთო გუნდები გვესტუმრნენ და ვიცით, რომ მსგავსი სურვილი კიდევ ბევრი ქვეყნის კლუბს აქვს.

ცხადია, ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიცია ეროვნული ფედერაციებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება, ხელს შეუწყობს სპორტისა და ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკას წაადგება.

გაიხსენეთ მაგალითები - სპორტული ინფრასტრუქტურა და მოსამზადებელი ცენტრები რამდენი ქვეყნის ეკონომიკაში გახდა შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო? სოციალური კუთხით ისიც სასიხარულოა, რომ მშენებლობებსა და სპორტულ ობიექტებზე დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Mandela
ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმ მარტვი გარემეოების გამო აშენდება რო უბრალოდ ვალდებულება აქვს ყვეყანას აღებული :)) ბოღმიანებო აი დაIჯერეთ კარგად რომ ეს ყველაფერი ისე Aშენდება როგორც 2ჯერ ორი ოთხია მარტივად.
Guadua
Giorgi567 სტადიონად იგულისხმება მხოლოდ მინდორი შემოღობილი და 5 საფეხურიანი მეტალოკონსტრუქციის მსუბუქი 1000 ადგილიანი ტრიბუნა. აბა რისი 30 მილიონ $-იან სტადიონზე ოცნებობ? :) ისე კი 10 000 ადგილიანი მეტალოკონსტრუქციის ტრიბუნებიანი თანამედროვე ეკონომ კლასის, ხარისხიანი მინდვრის მქონე სტადიონი ღირ 4-5 მილიონი ლარი , თუ ნულიდან დაიწყებ და არა 30 მილიონი დოლარი. ხოლო თუკი გადახურული გინდა კაფე- ბარებით, სავაჭრო ცენტრით 120 ადგილიანი ტუალეტით, რესტორნით შიგნით და ცხრომით, ეს უკვე სულ სხვა საქმეა :)
ჩინო
ახალი კიარა რაც დაიწყეთ ის ვერ დაამთავრეთ რუსთავში.. საფეხბურთო სკოლას რო არეკლამებდით უეფა გვიშენებსო სადაა აბა ???. ამ პროკურატურასაც ძინავს რა
Giorgi567
ყველანაირ ივესტიციას და მთავრობის ყურადღებას მივესალმები სპორტის მიმართ მაგრამ მაინტერესებს 152 მილიონად 20 სტადიონი როგორ აშენდება? ერთი სრულყოფილი სტადიონის აშენება რომელსაც ოთხივე მხარეს აქვს ტრიბუნა, ტაბლო, განათება, რომელიც დააკმაყოფილებს ევროტურნირის მატჩებს 30 მილიონ დოლარამდე ჯდება. მე ძალიან მინდა ვცდებოდე და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს კლუბებს ქონდეთ სტადიონები. და არა მხოლოდ სეტკით შემოღობილი მინდორი
Simartle
Nu inerviulebt es mtavroba arapris amshenebeli araa magalitad batumis stadionic gamodgeba :-)....
Dato-realoba
4 celi araperi aushenebiat gvatkueben cinasaarchevno tkuilia sad ikvnen aqamde? Amati tu jera vinmes kide... Batumshi 1 ti stadioni xo aashenes exla 20 ioo:-) :-) :-)
თერძ ბესოს
ზღაპარი უცოდინარობა და სისულელის როშვაა გაისად საქართველოში ოც წლამდელ რაგბისტთა მსოფლიო ჩემპიონატი იმართება და ვალდებულებაა სტადოინების აშენება შენ ეტყობა ოდესაში "მოღვაწეობ" და ამის თაობაზე არაფერი გაგიგია, ან მოისმინე და ვერაფერი გაიგე
qutaiseli-s
კაცურად, მართლა გინდა, რომ ქუთაისში 5 სტადიონი აშენდეს? რისთვის? რა საჭიროებაა? ან მოვლა არ უნდა ამდენ სტადიონებს, ვინ მოუვლის, რა დაჯდება? მარტო აშენება ხომ არაა, აზრიანად ხომ უნდა გაკეთდეს.
ბესო
ვის ჯერა ამ ზღაპრების
qutaiseli
აშენებული რო იქნება მერე დაბოლილებიც და ამისდამწერებიც გაქრებიან. ან ნიკს შეიცვლიან.ვისაც გვჯერა გაგვატარეთ რა სესხია თუ უნვესტიცია რაში მაინტერესებს შე დალოცვილო როცა კარგი საქმე კეთდება სესხებით და ვალებით არიყო ყველაფერი როკეთდენდა ამ ქვეყანაში თუ სახლიდან მოქონდათ ფული მთავრობის წევრებს და მიტოაქ ქვეყანას ამხელა ვალები.გაისტუმრებენ მაგ ფულსაც არინერვიულოთ.
odala
მაგ ნაგავ ჰაერს რომ ისუნთქავს ადამიანი და კაცმა არ იცის რა წყალს დალევს, ის ჯანმრთელი ვერ იქნება. მაგას მიხედეთ და მერე სტადიონებს. აკრძალეთ მოწევა დახურულ ადგილებში ყველგან.
marco
მორიგი წინასაარჩევნოდ ხალხის დაბოლება.
Kote
რა 20 სტადიონი, გვეღადავება? რაც გვაქვს, იმათ ხომ ვავსებთ და ვეღარ ვეტევით. თუ უბრალოდ მოედნებზეა საუბარი? ქუთაისში ოთხი გუნდის მისაღებად ხუთი სტადიონი არაა საჭირო, ერთიც საკმარისია. მოედნებიც თავისთავად საჭიროა. მაგრამ მინისტრისგან ტეხავს ასეთი დემაგოგია - ხალხს რატომ აგიჟებს? რა კერძო ინვესტიცია, ვიღაცა პოსლეზე სახელმწიფოს კონტრაქტს უსრულებს, ფულს ვინ იხდის? ან ჟურნალისტები ინტერვიუს რომ იღებთ, შინაარსში ცოტა მეტად რომ ჩაეკითხოთ, არა? ზღაპარია, ინტერვიუ კი არა.
Mandela
გული არ გაიტეხოთ არავინ ეს ყველაფერი ზოგადად ქართული სპორტის განვითარებას ემსახურება და ხვალ თქვენთან თქვენს ქალაქში აშენდება ანალოგიური და უკეთესი სპორტული ინფრატუქტურული ნაგებობები. როგორც ჩანს ისეთი მასიური სახე ექნება ამ ყველაფერს არცეთი ქალაქი თუ რეგიონული ცენტრი არ დარჩება უყურადღებოდ. უბრალოდ თავიდან სადაც ყველაზე მეტად საჭირო იყო ეს ყველაფერი მათ მიენიჭათ პრიორიტეტი. მაგალითად ქუთაისს არ ყოფნიდა სპორტის სასახლის ტევადობა, ვინც ადევნებდა ახლახან დასრულებულ საკალთბურთო სუპერლიგას თვალს ( სადაც უდიდესი როლი ქუთაისის გაჩემპიონებაში სწორედ მაყურებელმა შეიტანა ) ეს ყოველივე კარგად მოეხსენება რამეთუ იქ ვინც მოასწრებდა შესვლას თორე 1 იმდენი გარეთ რჩებოდა.
MIRIANI
ბათუმმა და ზუგდიდმა რა დააშავა?
Mandela
ქუთაისის დარი სპორტული ქალაქი (ოდიდგანვე ნებისმიერი სპორტის გათვალისწინებით ) ნამდვილად იმსახურებს ამ ყველაფერს და დიდი მადლობა ამ ხალხს. აბსოლიტურად ყველა იმ ადამიანს, მართლაც რომ ამ საშვილიშვილო საქმის დაგეგმვაში და საფუძველის ჩაყრაში რაიმე პატარა წვლი ვისაც კი შეუტანია კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი . ბრავო ბრავო ბრავო , ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. ძალიან გაგვახარეთ ქართული სპორტის ქომაგი. ეს ყველაფერი კი ასე მასიური სახის ახალი სპორტული ინფრასტრუქტულური ნაგებობების შეძენა ჩვენს ქვეყანას, რა თქმა უნდა ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს და უდიდეს როლს შეასრულებს ზოგადად ქართული სპორტის განვითარებაში და უფრო მაღალ მწვერვალებზე ასვლაში.
vaxvax
ბათუმში სტადიონი არ არის საჭირო? რატომ აგიჟებთ ბათუმელებს,პირდაპირ გამოდით და თქვით,რომ არ აშენდება,ჯერ მეჩეთი და მედრესეებია ასაშენებელი და ამასობაში,როგორც " შადრევან პირველი-ქინძი" ამბობდა თავის დროზე, თურქიც მოვა და უშველის ბათუმს.ალბათ ამას შემოდგომაზე,არჩევნების შემდეგ განაცხადებთ ამაყად,აგრეთვე მკაცრად,წყალი,რომ არ გაუვა ისე.
haha
რა გჭირთ? რატომ სხვაგან არ შენდებაო? ჯერ აქ აშენდება და იმიტომ. აბა ავაშენოთ თელავში, იქნება და იქნება, ბოლოს გაფუჭდება. ჯერ ამ ქალაქებშია მოთხოვნა. რადგან ვეთანხმები არ ნიშნავს, რომ მეოცნებე ვარ. მაგრამ არც ნაცი ვარ ყველაფერს რომ აბიაბურებენ. გუადუა, მაგარი ნაცი ხარ, თქვენ საქართველოს მიწას ყიდიდით და იმას ეზახდით ინვესტიციას და თურმე სპორტული ნაგებობები, გინდაც ნასესხები ფუLით იყოს აშენებული, თურმე ინვესტიცია არ ყოფილა. რადგან არ იცი, არ არის სავალდებულო ქვეყანას აჩვენო, რომ უვიცი ხარ.
ox Tqveni
კი მარა ამ ბათუმს რას უშვრებით? საქართველო აღარაა აქ? შევუერთოთ თურქეთს? რა გახდა ერთი სტადიონი? სხვა ქალაქში 20 ... ბათუმში 0 ... ტფუიი...
Guadua
ბატონო ტარიელ,სიაფანდობაა ეს ყველაფერი. ეს არ არის ინევსტიცია, ეს არის სესხი ელემენტარული, რომელიც 2021 წლამდის უნდა გაისტუმროთ. ვის და რისთვის ატყუილებთ? არ გაგივათ ეს ფანდი. ეს სახელწმფიო პროგრამის ნაწილია, წინასაარჩევნოდ და მის მერე მითუმეტეს ფული არ იქნება, "რაცხა კი საკეთებელია". ეს თემა ინვესტიციებშიც ჩაითვლება ამ წლით, მშპ-შიც გავა და მომავალი წლის ბიუჯეტისათვის მეტი ხარჯვითი ნაწილი იქნება გათვლილი.
otia-83
რაც შეეხება გეოგრაფიას: მთავრობის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ აქ სადავო არაფერია. 2017 წელს ტარდება რაგბში U20 მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში. ეს ტარდება 2 ქალაქში: თბილისში და ქუთაისში. შესაბამისად ამ ჩემპიონატს სჭირდება სულ მცირე 12 სავარჯიშო სტადიონი, რომელიც გუნდებს მოემსახურება ჩემპიონატის მსვლელობისას. ვინაიდან ეს ჩემპიონატი ტარდება 2 ქალაქში შესაბამისად გუნდებიც ამ ქალაქებში განთავსდებიან და ვარჯიშისთვის ვერ ატარე 40-50 კმ-ზე მეტად მოშორებულ სტადიონებზე ყოველდღიურად. ამიტომაც შენდება ეს სტადიონები ამ ქალაქებში. ადრე როგორც თქვეს და ეხლაც გაიმეორეს ამ 20 სტადიონიდან 10-10 დარჩებათ ფეხბურთის და რაგბის ფედერაციებს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. რა არის აქ გაუგებარი? რათქმაუნდა გადასარეი იქნება ყველა რაიონულ ცენტრში, თუ აშენდება მსგავსი სტადიონები, მაგრამ ამ მოცემულობით, რაც ეხლა გვაქვს ეს სტადიონები "სასიცოცხლოდ" აუცილებელია ქუთაისში და თბილისში. რუსთავიც თბილისთან სიახლოვის გამო დაემატა სავარაუდოდ.
dato
ერთი ბოლნისიც ახსენთ ქვემო ქართლში ერთი უმაღლესი ლიგის გუნდია და ბავშვებს ერთი სტადიონი არ აქვთ ერთი საფეხბურთო სტადიონი იქნებ ბოლნისში გაგეკეთებინათ
giorgi
რა ლაპარაკია "სხვაგან არ ააშენოთ სხვაგან ღორები ხხოვრობენ". იმის მაგივრად რომ რაც კეთდება იმაზე კმაყოფილება და პოზიტივი გამოთქვავთ ყველაფერს უარყოფითად ვუყურებთ, ბატონი მინისტრი ხუთიანზე აკეთებს იმას რაც ევალება, ნორმალურ ქვეყანაში ეს ჩვეულებრივი ამბავია და მადლობებსაც არიავინ იხდის, მაგრამ ჩვენთან ეს არაა ჩვეულებრივი ამბავი, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა და ვისურვებდი რომ განსაკუთრებით რეგიონებშიც რაღაც გაკეთდეს. მე მაგალითად საჩხერიდან ვარ და კვერეთში არის უნიკალური შესაძლებლობა გაკეთდეს ძაან მაგარი საფეხბურთო მოსამზხადებელი ცენტრი, თავის სასტუმროთი და ინფრასტრუქტურიოთ.
gri
ტყუილების დიდოსტატი
assa
როდის შეუშვებთ მაგ მოღრეცილ ტვინებში, რომ მარტო სტადიონები სპორტსმენებს ვერ გაგიზრდიან?!
IRAKLI
რატომ მარტო თბილისლ, ქუთაისი და რუსთავი? ფოთმა რა დააშავა როდემდე უნდა ითამაშოს კოლხეთმა რაგბის სტადიონზე?
გიორგი
სხვაგან არ ააშენოთ,სხვაგან ღორები ცხოვრობენ
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
თქვენ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ - პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
საქართველო გმირების ქვეყანაა! - ოლიმპიური კომიტეტი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ტოჩინოშინის წარმატებას გამოეხმაურნენ
გთხოვთ, ეს არასოდეს გამოიყენოთ - საქართველოს რაგბის კავშირის წერილი BBC-ის რედაქციას
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს ჩემპიონებს წარმატება მიულოცა
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია საქართველოში ჩავატაროთ ზამთრის სპორტული ოლიმპიადა
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი