ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბუცებს ლურმანზე ჩამოჰკიდებდა, ასე რომ...

ჰოლანდიის ნაკრების კაპიტანმა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბუცებს ლურმანზე ჩამოჰკიდებდა, ასე რომ, მუნდიალის ფინალი მის საფეხბურთო კარიერაში ბოლო ოფიციალური შეხვედრა იყო. გამოსათხოვარ მატჩს კი იგი კვირას ჩაატარებს. 35 წლის ვან ბრონკჰორსტის "ფეიენოორდი" ამხანაგურად ესპანურ "მალიორკას" შეხვდება.

"ასეთი შთამბეჭდავი კარიერის შემდეგ ჯიო კარგ გაცილებას იმსახურებს და მას დაუვიწყარ საღამოს ვაჩუქებთ", - აცხადებს "ფეიენოორდის" მთავარი მწვრთნელი მარიო ბეენი.

ვან ბრონკჰორსტმა კარიერა სწორედ როტერდამულ კლუბში დაიწყო, შემდეგ კი ისეთი ცნობილი გუნდების წევრი იყო, როგორებიც შოტლანდიური "რეინჯერსი", ინგლისური "არსენალი" და ესპანური "ბარსელონა" არიან. მისი ყველაზე დიდი საკლუბო მიღწევა 2006 წელს "ბარსელონასთან" ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგაა.

ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში მან 106 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა