ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"ინტერის" რთული გამარჯვება და -5 "მილანთან"

"ინტერის" რთული გამარჯვება და -5 "მილანთან"

სანამ იტალიური გუნდები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში "ციდან ვარსკვლავებს წყვეტენ", სერია A-ს ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა
სანამ იტალიური გუნდები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში "ციდან ვარსკვლავებს წყვეტენ", სერია A-ს ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. ორივე მეტად საინტერესო: "ფიორენტინამ" "ინტერს" უმასპინძლა, "სტადიო მარისზე" კი გენუური დერბი შედგა. ფლორენციული შეხვედრით დავიწყოთ, რადგან სატურნირო თვალსაზრისით სწორედ ეს პაექრობა იწვევდა განსაკუთრებულ ინტერესს.

უკანასკნელ ტურში "ვიოლამ" "პალერმო" დაამარცხა გასვლით თამაშში და პრესაც დასრულებულ კრიზისზე ალაპარაკდა.

გულშემატკივრებიც იმედებით აღივსნენ და არტემიო ფრანკის სახელობის სტადიონის ტრიბუნები პირთამდე გაავსეს. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მომენტები ორივე კართან უხვად შეიქმნა. მართალია, თამაშის შემდეგ სინიშა მიხაილოვიჩმა დაიწუწუნა, ერთხელ შემოგვიტიეს და ორი გოლი გაიგვიტანესო, მაგრამ ასე ნამდვილად არ ყოფილა საქმე. ერთხელაც შეუტიეს და შვიდჯერაც - როგორც ჩანს, სერბი დასანანმა მარცხმა დააბრმავა.

მარცხი კი მართლაც დასანანი იყო, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფლორენციელებმა ერთი გოლი საკუთარ კარში გაიტანეს. თამაშის მეექვსე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მილანელებმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს - სამუელ ეტოომ საჯარიმოში დაბალი გადაცემის გაკეთება განიზრახა, თუმცა კამპორეზემ ჩაჭრა ბურთი და საკუთარი კარის ბადეში გაახვია, 0:1. სადაც სამართალია, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გამათანაბრებელი გოლიც მეტად კურიოზული გამოდგა - მანუელ პასკუალმა ფლანგზე მიიღო ბურთი, მანაც ჩააწოდა საჯარიმოში, თუმცა ბურთი ჟულიო სეზარის კარის შორეულ კუთხეში შეგორდა, 1:1. სულ მალე ალბერტო ჯილარდინოს შეეძლო თავის გამოჩენა, საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი და კარგადაც დაარტყა, თუმცა მცირედით არაზუსტად.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო სამუელ ეტოო გახლდათ, რომელმაც "ინტერის" მიერ გატანილ მეორე გოლშიც ლომის წილი დაიდო. 62-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კამერუნელმა კიდევ ერთხელ გაარღვია მარჯვენა ფლანგი, ორ მეურვეს გაცდა და ჯამპაოლო პაცინის შესანიშნავი პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა მცველს აჯობა დასწრებაზე და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა, 1:2. რამდენიმე წუთში დეიან სტანკოვიჩს შეეძლო მესამე გოლის გატანა, ჩვეულად დაარტყა შორი დისტანციიდან, თუმცა მცირედით არაზუსტად. მომენტები კიდევ იყო, მაგრამ მათი აღწერისგან თავს აღარ შეგაწყენთ. სინიშა მიხაილოვიჩს მოვუსმინოთ, რომელიც პრესკონფერენციაზე საშინელ ხასიათზე მივიდა: "ორმაგად დასანანია როდესაც ასეთ შეხვედრაში მარცხდები, რადგან მთელი 90 წუთის განმავლობაში უპირატესობას ჩვენ ვფლობდით. "ინტერმა" სულ ერთხელ შემოგვიტია ხეირიანად და ისე გამოვიდა, რომ ორი გოლი გაიტანა. შეგირდების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს, რადგან მთლიანობაში ძალიან კარგად ითამაშეს. კამპორეზე პერსპექტიული მცველია და ბოლო პერიოდში, საგრძნობლად მოუმატა. მის ასაკში შეცდომებზე უნდა ისწავლო და დარწმუნებული ვარ, მომდევნო პაექრობაში საუკეთესო კუთხით წარმოჩინდება. ყველას მოვუწოდებ, რომ ახალგაზრდა მცველის კრიტიკისგან თავი შეიკავოს, ამან შეიძლება ძალიან ცუდი სამსახური გაუწიოს ამ მეტად ნიჭიერ მოთამაშეს".

ლეონარდოს სრულიად საპირისპირო განწყობა ჰქონდა, ყურადღება არ მიაქცია მიხაილოვიჩის არც თუ ადეკვატურ განცხადებებს და თავისი სათქმელი თქვა: "ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და ქულების დაკარგვის უფლება უბრალოდ არ გვქონდა. ჩვენი მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა და ფლორენციაში წაფორხილების შემთხვევაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავიგდებდით თავს. ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და დასახულ მიზანს მივაღწიეთ. მადლობა შეგირდებს, რომლებსაც სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული ამ მატჩის მნიშვნელობა - ეს მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს".

აი გენუელებს კი არც სატურნირო ცხრილი ადარდებდათ, არც სკუდეტოსთვის ბრძოლა და მით უმეტეს, არც პარარელურად მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ბატალიები. მათთვის ყველაზე მთავარი "სამპდორია"-"ჯენოას" დაპირისპირება გახლდათ, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დერბი იტალიასა და მთლიანად, ევროპაში. გულშემატკივრებით გადაჭედილ "მარასიზე" გუნდები სამკვდო-სასიცოცხლოდ შეებნენ ერთმანეთს და ამ ბრძოლაში გამარჯვება ნომინალურ სტუმარს, "ჯენოას" დარჩა. ერთადერთი გოლი ბრაზილიელი მცველის, რაფინიას ანგარიშზეა, რომელმაც საჯარიმოს გარედან უძლიერესად და რაც მთავარია, უზუსტესად დაარტყა. კახა კალაძემ სრულად ჩაატარა შეხვედრა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. ზემოთ, შემთხვევით არ გვითქვამს, რომ ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა - ამაში "სამპას" კაპიტნის, ანჯელო პალომბოს სიტყვები დაგარწმუნებთ:

"მიმდინარე სეზონში ჩვენი ერთადერთი ამოცანა სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაა. ფაქტია, რომ ევროსაგზურს ვერ შევწვდებით, ელიტაში დარჩენა კი წესით არ უნდა გაგვიჭირდეს. ამიტომ, გენუური დერბი ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმული, მთავარი მატჩი იყო. სამწუხაროდ, "ჯენოასთან" მარცხი ვიწვნიეთ და ისღა დაგვრჩენია, რომ სეზონი ინერციით ჩავამთავროთ. ერთი სული მაქვს როდის დასრულდება სერია A-ს მიმდინარე გათამაშება, რათა ახალი გუნდი გავაკეთოთ და ახალი მიზნები დავისახოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც დერბიშიც კი ვერ გავახარეთ".

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 25 15 7 3 44-19 52

2. ნაპოლი 25 15 4 6 40-22 49

3. ინტერი 25 14 5 6 46-29 47

4. ლაციო 25 13 6 6 32-22 45

5. უდინეზე 25 13 4 8 42-30 43

6. იუვენტუსი 25 11 8 6 41-30 41

7. პალერმო 25 12 4 9 44-35 40

8. რომა 24 11 6 7 35-32 39

9. კალიარი 25 10 5 10 32-27 35

10. ფიორენტინა 25 8 8 9 28-28 32

11. ჯენოა 25 8 8 9 20-22 32

12. კიევო 25 7 10 8 27-27 31

13. სამპდორია 25 7 9 9 23-27 30

14. ბოლონია 24 8 8 8 26-33 29

15. პარმა 25 6 8 11 23-34 26

16. კატანია 25 6 8 11 22-33 26

17. ლეჩე 25 6 6 13 26-46 24

18. ბრეშა 25 6 4 15 20-33 22

19. ჩეზენა 25 5 6 14 17-34 21

20. ბარი 25 4 6 15 14-39 15

ბომბარდირები: 20 – კავანი (ნაპოლი); 16 – დი ნატალე (უდინეზე); 15 – ეტოო (ინტერი); 14 - დი ვაიო (ბოლონია), მატრი (იუვენტუსი); 13 – იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...