რუსთავურ კლუბს ორი სტანდარტული სტადიონი სამიათასიანი ტრიბუნით და ინფრასტრუქტურით მალე ექნება
რუსთავული რაგბი დიდი ხნის ისტორიით ვერ დაიკვეხნის. ამ მართლაც სპორტულ ქალაქში კაცთა გუნდი საშა ლობჟანიძის თაოსნობით საკმაოდ გვიან, 1990 წელს შეიქმნა. რაგბის თამაში მაშინ მხოლოდ სამმა იცოდა, სხვა დანარჩენი კი ახალბედა იყო. მიუხედავად ამისა, რუსთავის "აზოტი", რომელსაც ახლა "ხარები" ჰქვია, 1993 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. რუსთავული გუნდის სათავეებთან იდგა "ხარების" ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი დავით კაკაბაძეც.

- 1990 წელს პირველ ლიგაში დაგვიშვეს, - გვიამბობს ის. - იმავე წელს პირველი ადგილი დავიკავეთ და უმაღლესი ლიგის საგზური მოვიპოვეთ. მალე, სამ წელიწადში ჩემპიონებიც გავხდით. მომდევნო სეზონში მეორე ადგილი დავიკავეთ. 1997 წელს კი მესამეზე გავედით და გუნდიც დაიშალა, არსებობა შეწყვიტა. მიზეზი ბანალური იყო - უსახსრობა.

- ამჟამად რუსთავის "ხარები" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება. გუნდის აღდგენა როდის დაიწყეთ?

- მართალია, კაცთა გუნდი აღარ გვყავდა, მაგრამ ბავშვებთან მუშაობა არ შეგვიწყვეტია. ისინი ნელ-ნელა წამოიზარდნენ და 2006 წელს გუნდი აღვადგინეთ. ასპარეზობა პირველ ლიგაში დავიწყეთ და სამ წელიწადში უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებაც მოვიპოვეთ.

- საკმაოდ მცირე ისტორიის მიუხედავად რუსთავს ბევრი სახელოვანი მორაგბე აღუზრდია.

- დიახ ასეა, პირველი რუსთაველი, ვინც ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, მევლუდ მთიულიშვილია. "ბორჯღალოსნების" ლიდერები იყვნენ წლების განმავლობაში ლევან ცაბაძე, პალიკო ჯიმშელაძე, ზაზა ხუციშვილი და კახაბერ უჩავა. ამჟამად დავით ზირაქაშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის გარეშე ჩვენი ნაკრების წარმოდგენა შეუძლებელია.

- "ხარები" ახალი სეზონისთვის როგორ ემზადება?

- ძირითადად ფიზიკურ გამძლეობაზე ვზრუნავთ. დავრბივართ და ძალოსნობის დარბაზსაც ხშირად ვსტუმრობთ. საკუთარი ფიტნეს ცენტრი არ გაგვაჩნია და ვქირაობთ. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე საწვრთნელი შეხვედრაც. ერთი უკვე ვითამაშეთ. მეტოქე საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრები იყო.

- ახლა სატრანსფერო სეზონია და სერიოზული ცვლილებები თუა გუნდის შემადგენლობაში?

- ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ, სერგო მოქიას გარდა, რომელიც ბათუმელია, დანარჩენი ყველა რუსთაველია. დაგვემატა საკმაოდ სერიოზული ძალა - პალიკო ჯიმშელაძე. მან ფრანგული კარიერა დაასრულა და მშობლიურ ქალაქს და გუნდს დაუბრუნდა. მისი გამოცდილება ძალიან წაგვადგება. რუმინეთიდან დაგვიბრუნდა მეორეხაზელი კახაბერ უჩავა.

დავიმატეთ რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე ჭაბუკთა A ლიგაში მოასპარეზე ჩვენი გუნდიდან -ვაჟა ხუციშვილი, გიორგი მარტაშვილი და ზვიად ღამბარაშვილი ძალიან კარგი, ნიჭიერი მორაგბეები არიან.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, "ხარებს" მხარდაჭერა არ აკლია.

- ყველანაირად გვეხმარება მხარის გუბერნატორი დავით კირკიტაძე. ასევე მხარში გვიდგას ქალაქის მერია და საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე. ოფიციალური სპონსორი კი, როგორც შარშან, ისევ "ჰაიდელბერგცემენტია".

- შარშანდელ ჩემპიონატში გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა. წლეულს რა მიზნებს ისახავს "ხარები" და ვინ მიგაჩნიათ ძირითად კონკურენტად?

- მიზანი ერთია, ვითამაშოთ უკეთ, ვიდრე შარშან. გუნდს საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი, ზაზა ხუციშვილი წვრთნის. მას მალე გვერდში ამოუდგება პალიკო ჯიმშელაძეც, რომლის გამოცდილებაც და ცოდნაც, ვფიქრობ, არა მარტო რუსთავურ რაგბის წაადგება.

რაც შეეხება კონკურენტებს, ყველა გუნდი საკმაოდ ძლიერია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საგრძნობლად გაძლიერდა უმაღლესი ლიგის დებიუტანტი გორის "თსუ\ლომები". ისევ მაღალი მზინებისთვის იბრძოლებენ "ლელო", ლოკომოტივი" და "აია". კარგი გუნდებია "აკადემია" და "არმაზი". ერთადერთი გუნდი, რომელსაც სეზონს წინ სერიოზული პრობლემები აქვს, "ყოჩებია".

ერთი სიტყვით, კონკურენცია საკმაოდ დიდია, შესაბამისად თამაშებიც დაძაბული და საინტერესო გამოვა. ვფიქრობ, შარშანდელზე ბევრად უკეთესი ჩემპიონატი გვექნება.

- რა მდგომარეობაშია ამჟამად კლუბის ინფრასტრუქტურა? ვიცით,რომ რუსთავში საკმაოდ სოლიდური ბაზის მშენებლობა იგეგმება...

- ბაზის მშენებლობა უკვე დაიწყო. პროექტით ორი სტანდარტული ზომის მოედანი გვექნება, ერთი ბალახისსაფარიანი და ერთიც ხელოვნური. იქვე ქვიშის რაგბის მოედანიც მოეწყობა. აშენდება ტრიბუნა, რომელიც სამი ათას ქომაგს დაიტევს. ტრიბუნის ქვეშ მოეწყობა გასახდელები, ტრენაჟორების დარბაზი და სხვა საჭირო სათავსოები. ბაზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რუსთავული რაგბი წინ გოლიათური ნაბიჯებით წავა.

ლობჟანიძე
პატრონი არ ყავს რუსთავის რაგბს რომ ამ კაცს თავისი ადგილი მიუჩინოს. თვითმარქვია და ქურდი, სახელის მიმთვისებელი
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად