ჩოგბურთის ტურნირი თითქმის უვარსკლავოდ ჩაივლის
ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელებმა, 38 წლის ტყუპმა ძმებმა ბობ და მაიკ ბრაიანებმა განაცხადეს, რომ არ იასპარეზებენ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე. "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონებმა მიზეზად ზიკას ვირუსი დაასახელეს.

"რამდენიმე საათის განმავლობაში განვიხილავდით სიტუაციას და იმ აზრამდე მივედით, რომ რიო-დე-ჟანეიროში არ უნდა გავემგზავროთ. ძალიან გვინდოდა ოლიმპიადაზე ისევ გამოსვლა, მაგრამ კაცები და მამები ვართ და პირველ რიგში, საკუთარი ოჯახის ჯანმრთელობაზე უნდა ვიფიქროთ.

ყოველთვის ამაყი ვიყავით იმით, რომ ამერიკის გუნდს წარმოვადგენდით, 2012 წლის ოლიმპიური ოქრო კი სამუდამოდ დარჩება ჩვენი კარიერის მწვერვალად", - განაცხადა ბობ ბრაიანმა "ვაშინგტონ პოსტთან" კომენტარში.

2008 წელს, ბრაიანებმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, როცა ნახევარფინალში წააგეს როჯერ ფედერერთან და სტენ ვავრინკასთან, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში დაამარცხეს არნო კლემანი და მიკაელ ლოდრა. ოთხი წლის შემდეგ კი ჩემპიონები გახდნენ ფინალში ლოდრასა და ჟო-ვილფრიდ ცონგას დამარცხებით.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ზაფხულის თამაშებში გამოსვლაზე უარი თქვა კიდევ ორმა ამერიკელმა - სემ კუერიმ და ჯონ ისნერმა. ასევე არ იქნება რიოში ATP-ის რეიტინგის ტოპ-ათეულის ოთხი მოთამაშე: როჯერ ფედერერი, მილოშ რაონიჩი, ტომაშ ბერდიხი და დომინიკ ტიმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...