ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

lelo

lelo

ლომები ქარიშხლების წინააღმდეგ

ზე რაგბის გათამაშების ფინალი ახალი ზელანდიის დედაქალაქ ველინგთონში, მომავალ უქმეებზე გაიმართება. ადგილობრივი "ჰარიკენზი" სამხრეთ აფრიკის იოჰანესბურგის "ლაიონზს" დაუპირისპირდება.

ველინგთონელებმა ნახევარფინალში თანამემამულეებს, ჰემილთონის "ჩიფსს" უმასპინძლეს და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 25:9 გაიმარჯვეს. "ჰარიკენზმა" ლელო მატჩის დებიუტშივე გაიტანა. შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ დედაქალაქელები მეტოქის რბევას დაიწყებდნენ, მაგრამ ჰემილთონელებმა მწყობრი დაცვა დაუხვედრეს მოწინააღმდეგეს. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა ცხრა ქულის სხვაობით მაინც მოიგეს მატჩის პირველი ნახევარი - 15:9.

აღსანიშნავია, რომ ბრძოლა მეორე ტაიმში კიდევ უფრო უშეღავათო გახდა. 56-ე წუთზე "ჰარიკენზის" მგეზავმა ბოდენ ბარეტმა, რომლის ანგარიშზეც ჯამში 15 ქულაა (ერთი ლელო, ორი საჯარიმო და ამდენივე გარდასახვა) საჯარიმო დარტყმით თავისიანები 16 ქულით დააწინაურა - 25:9.

საგულისხმოა, რომ ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად დარჩენილ 24 წუთში ანგარიშში ცვლილება არ მომხდარა.

"ჰარიკენზის" ფლანდეკი არდი სავეა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ემოციას ვერ მალავდა. მისთვის ზე რაგბის ფინალი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იქნება. განსაკუთრებით სასიხარულო კი, მისთვის ისაა, რომ პირადი ბრძოლა მოუგო ვიზავის სემ კენის.

"წარმოუდგენელია, ჩვენ ისევ ფინალში ვართ. შარშანდელი ფინალი, ალბათ, ყველაზე რთული მომენტი იყო ჩემს კარიერაში. თუ მომეცა საშუალება მომავალ უქმეებზე კლუბის ღირსება დავიცვა, ეს იქნება მოვლენა ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, მალე შევძლებ იარების მოშუშებას, ძალებს აღვიდგენ და ფინალშიც ისევე ნაყოფიერად გავირჯები, როგორც დღევანდელ მატჩში" - თქვა არდი სავეამ.

სანახაობრივად ბევრად უკეთესი გამოდგა სამხრეთაფრიკული იოჰანსებურგის "ლაიონზის" დაპირისპირება შინ ახალზელანდიურ დანიდინის "ჰაილენდერზთან". "ლომებმა" შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქე 42:30 დაამარცხეს.

ბრწყინვალე იყო სამხრეთაფრიკელთა ლიდერი, მგეზავი ელტონ იაინკისი, რომელმაც გუნდს 22 ქულა შესძინა (ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმო).

მასპინძლებმა მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ნახევარში გადაწყვიტეს. "ლაიონზმა" ტაიმი 14 ქულის სხვაობით მოიგო 17:3 და ცხადი გახდა, რომ იოჰანესბურგელები მოგებას ხელიდან არაფრით გაუშვებდნენ.

ემოციური იაინკისი, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ძალიან გახარებული იყო, მაგრამ მისთვის ახლა მთავარია ფინალისთვის კონცენტრაცია შეძლონ.

"ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ წლეულს მაგარი სეზონი გვაქვს. თუმცა, წინ კიდევ ერთი კვირაა.

ახლა მეტი პასუხისმგებლობის აღება გვმართებს. საგრძნობლად გასაუმჯობესებელია დაცვაში თამაში". - თქვა სამხრეთაფრიკელმა მგეზავმა.

"ლაიონზის" მთავარი მწვრთნელი იოჰან აკერმანი აღიარებს, რომ მომავალ უქმეებზე უმძიმესი ბრძოლა მოუწევთ, მაგრამ გრძნობს, რომ "ჰარიკენზს" მისსავე მოედანზე მოუგებენ.

"ბიჭებს უყვართ სტუმრად ასპარეზობა. ვეცდებით საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ფსიქოლოგიურ წნეხს, წესით, მეტოქე უნდა განიცდიდეს. ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობენ, პასუხისმგებლობა მეტი აკისრიათ. ჩვენ კი, უბრალიდ ჩავალთ და თამაშით ვისიამოვნებთ - თქვა მან.

ნახევარფინალი

ჰარიკენზი-ჩიფსი 25:9

ჰარიკენზი: 3ლ - ჰალაჰოლო, ბარეტი, ვიტო. 2ს,2გ - ბარეტი.

ჩიფსი: 2ს,ა - მაკენზი

ლაიონზი-ჰაილენდერზი 42:30

ლაიონზი: 5ლ - იაინკისი, ფან რენსბურხი, სკოსანი, კრილი, ერასმუსი. 3ს,4გ - იაინკისი.

ფინალი

ჰარიკენზი-ლაიონზი

ბესიკ ჯანგავაძე

სტელენბოშით იწყებენ

ოთხი ერის გათამაშება სტარტს 20 აგვისტოს დაიწყებს. სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ალისტერ კუცია გუნდის შემადგენლობას, რომელიც საწყისი ორი ტურისთვის მოემზადება, ზე რაგბის ფინალური მატჩის შემდეგ დაასახელებს, რომელშიც იოჰანესბურგის "ლაიონზი" იასპარეზებს.

იქამდე კი, კუცია სტელენბოშში ეროვნული გუნდის კანდიდატებს შეკრებს, რომლებიც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. ამასთან ერთად, მწვრთნელი გაარკვევს როგორ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან ისინი. ცხადია, ამ სამდღიან შეკრებაზე "ლაიონზის" მოთამაშეები არ იქნებიან.

"ამ სამ დღეს გამოვიყენებთ საიმისოდ, რომ ჩვენი გუნდის ძირითადი მოთამაშეების კონდიციები შევამოწმოთ. დავგეგმოთ, რა მეთოდები გამოიყენონ აღდგენითი პროცესებისთვის. ასევე საინტერესოა, რამდენად სრულყოფილად მოიშუშეს ტრავმები და შეძლებენ თუ არა ბოლომდე იბრძოლონ გუნდთან ერთად" - თქვა ალისტერ კუციამ.

სამხრეთ აფრიკა: დამიენ დე ალენდე, პიტერ სტეფ დუ ტუა, ებენ ეცებესი, ვინსენტ კოხი, ფრანსე მალერბე, სიხუმბუზო ნოტშე (ყველა-სტრომერზი), ლუდ დე იაგერი, უპა მოჰოჯე (ორივე-ჩიტაზი), ჯეს კრაილი, ტრევორ ნიაკანე, რუდი პეიჯი, ანდრე პოლარდი, იან სერფონტეინი, ადრიან სტრაუსი (ყველა-ბლუ ბულზი), პატ ლამბიე, ტენდაი მთავარირა, ლვაზი მვოვო, კონი ოოსტჰუიზენი (ყველა-ნატალ შარქსი)

ნნნ

36-კაციანი შემადგენლობა დაასახელა ავსტრალიის ნაკრების თავკაცმა მაიკ ჩეიკამ. ავსტრალიურმა გუნდებმა ყველაზე ადრე დაასრულეს ზე რაგბის გათამაშებაში ასპარეზობა. ამიტომ, არჩევანის გაკეთება, ჩეიკას სხვებთან შედარებით ადრე მოუწია.

"ვლაბების" გაფართოებულ განაცხადში არიან "ტულონის" უკანახაზელები მეთ გიტო და დრიუ მიტჩელი. ავსტრალიის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბილ პულვერი საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებებს აწარმოებს ტულონელთა პრეზიდენტ მურად ბურჯელალთან, რომელიც იმუქრება, რომ თუ ავსტრალიელი მორაგბეები ეროვნულ გუნდში სათამაშოდ წავლენ, მათ ხელფასს დაუკავებს. მსოფლიო რაგბის წესდების მე-9 პუნქტის თანახმად ბურჯელალს ამის უფლება არ აქვს. პულვერი იმედოვნებს, რომ შეთანხმებას მიაღწევენ და "მსოფლიო რაგბის" ამ საქმეში ჩარევა საჭირო არ გახდება.

ავსტრალია

ალან ალაალატოა, ადამ ეშლი-კუპერი, ადამ კოლემანი, ქუეიდ კუპერი, კენ დუგლასი, სკოტ ფერდი, ისრაელ ფოლაუ, ბერნარ ფოლი, ნიკ ფრისბი, ვილი გენია, მეთ გიტო, ჯეიმს ჰანსონი, დენ ჰეილეტ-პეტი, რის ჰოდგი, მაიკლ ჰუპერი, რობ ჰორნი, სეკოპე კეპუ, სამუ კევერი, ტევიტა კურიდრანი, ბენ მაკკალმენი, შონ მაკმაჰონი, დრიუ მიტჩელი, ლუკ მორაჰანი, სტივ მური, დინ მამი, ნიკ ფიპსი, დევიდ პოქოკი, ტატაფუ პოლოტა-ნაუ, ტომ რობერტსონი, რობ საიმონსი, სკოტ სიო, ვილ სკელტონი, ჯეიმზ სლიპერი, ტობი სმითი, ლოპეტი ტიმანი, მეთ ტომუა.

I ტური

ავსტრალია-ახ.ზელანდია

სამხ.აფრიკა-არგენტინა

ბესიკ ჯანგავაძე

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა