დუბლი ფინეთშიც, გოლი ნორვეგიაში, საგოლე პასები და დებიუტები
ახალი საფეხბურთო სეზონი ჯერ კიდევ ხურდება, თუმცა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან კარგი ნიშნებია - ჯანო ანანიძე ზუსტად ისე თამაშობს, როგორ თამაშსაც მისგან წლებია, ველით.

ამ უქმეებზე ექვსი ქართული გოლი გავიდა, ორმა ჩვენებურმა კი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ბელორუსის უმაღლეს ლიგაში პაპუნა მოსემღვდლიშვილის "სლავია" "სლუცკს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი 65-ე წუთზე შეცვალეს. ვაკო გვილიას ბატე-მ 2:0 მოუგო ბრესტის "დინამოს". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. ბატე 16 ტურიდან 38 ქულით ლიდერობს, "სლავია" 19 ქულით მე-11 ადგილზეა.

ესტონეთის მეისტრილიგაში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" სტუმრად "პაიდეს" გაუმკლავდა - 3:0. ბეგლარიშვილმა 90 წუთი ითამაშა.

ჩეხეთში ზურაბ ცისკარიძის "ტეპლიცემ" სტუმრად 1:0 მოუგო "დუკლას". სასტარტო ტურში ცისკარიძე სათადარიგოს როლით დააკმაყოფილეს. ლევან ყენიას "სლავია" "ბრნოს" ესტუმრა, მაგრამ კოკისპირული წვიმის გამო თამაში არ შედგა.

ავსტრიის რეგიონალლიგაში ლუკა ძიძიგურის "კუფშტაინი" სტუმრად "ვიორგლთან" 2:3 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.

უკრაინაში გიორგი გადრანის (არ უთამაშია) და დავით ხოჭოლავას (90 წუთი, გააფრთხილეს) "ჩერნომორეცი" 1:4 დამარცხდა "შახტართან". ჯაბა ლიპარტიას "ზორია" სტუმრად "ზირკას" დაუზავდა - 1:1. ანგარიში გორდიენკომ ლიპარტიას პასით გახსნა. ჩვენებური თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.

იხილეთ ვიდეო

სანდრო კობახიძის "ვოსკლა" სტუმრად "ოლექსანდრიასთან" დამარცხდა - 2:3. სანდროს ანგარიშზე საგოლე პასია, ის 81-ე წუთზე შეცვალეს.

იხილეთ ვიდეო

უკრაინის ახალგაზრდულ ჩემპიონატში "შახტარმა" "ჩერნომორეცს" 2:1 მოუგო. გიორგი არაბიძე სასტარტოში იყო. მან 28-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ის მეკარესთან პირისპირ გავიდა. არაბიძე 78-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა რიგებში იყო გიორგი გადრანი.

პორტუგალიის ლიგის თასზე "ჟილ ვისენტე" "აკადემიკას" 0:0 დაუზავდა, მაგრამ პენალტების სერიაში 5:4 მოუგო. გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა ავთო ებრალიძემ.

პოლონურ ექსტრაკლასაში გიორგი მერებაშვილის დებიუტი შედგა. პლოცკის "ვისლამ" შინ 2:3 დათმო "ლეგიასთან". მერებაშვილი შესვენების შემდეგ გამოჩნდა მასპინძელთა რიგებში. ლაშა დვალის "შლიონსკი" დღეს "პოგონს" ესტუმრება.

უნგრეთში ბუბა დაუშვილის "დიოშდიორი" 2:6 განადგურდა "ფერენცვაროშთან". ქართველი ნახევარმცველი 79-ე წუთზე შეცვალეს.

რუსულ პრემიერლიგაში დაბრუნდა გიორგი ჭანტურია, რომელსაც 2012/13 წლების სეზონში "ალანიაში" უთამაშია. ახლა მისი გუნდი "ურალია", რომელიც "უფას" მასპინძლობდა. ქართველის გუნდმა 2:0 იმარჯვა, თავად ჭანტურია კი შეხვედრაში 79-ე წუთზე ჩაერთო რომან პავლიუჩენკოს ნაცვლად. სხვათა შორის, სასტარტოში ითამაშა ჩისამბა ლუნგუმ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ლუნგუს ანგარიშზე საგოლე პასია.

აი, ჯანო ანანიძემ კი ნამდვილი ტრიუმფით დაიწყო პირველობა - ის რუსეთის პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დუბლი შეასრულა ახალ სეზონში. ქართველმა მე-6 წუთზე ვირტუოზული გოლი გაიტანა მოჭრილი დარტყმით. ბურთი ძელს მოხვდა და ისე შევარდა ტულის "არსენალის" კარში.

34-ე წუთზე ჯანომ შორეული დარტყმით 2:0 გახადა. "სპარტაკმა" საბოლოოდ 4:0 იმარჯვა, ჯანო კი უკვე მე-60 წუთზე დაასვენეს. გიორგი მელქაძე სათადარიგო იყო. "ჩემპიონატმა" ჩვენებურს 9 ბალი დაუწერა.

აქვე ვიტყვით, რომ რუსეთის ჩემპიონატში ჯანომ ბოლოს სამი წლის წინათ გაიტანა, ხოლო "სპარტაკის" მაისურით რუსეთის ჩემპიონატში ანანიძემ ბოლოს 2012 წელს გაიტანა, თითქმის, ოთხი წლის წინათ. რაც შეეხება დუბლს, ბოლოს ჯანომ ორი გოლი ზუსტად 6 წლის წინათ გაიტანა "სიბირის" კარში.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" სტუმრად "ტერეკთან" 0:1 დამარცხდა. ლორიას კარში გოლი პენალტის ნიშნულიდან გავიდა. საბა კვირკველიას "რუბინი" დღეს "ამკარს" შეხვდება.

I დივიზიონში მამუკა კობახიძის "ნეფტეხიმიკი" სტუმრად "ბალტიკას" დაუზავდა - 0:0. კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა.

დანიის ჩემპიონატში დავით სხირტლაძის (90 წუთი) "სილკებორგი" სტუმრად 0:3 დამარცხდა "მიდტიულანდთან". მათე ვაწაძის "ორჰუსი" კი შინ 1:2 დამარცხდა "რანდერსთან". მოგეხსენებათ, მათეს აღარ ათამაშებენ გუნდში.

ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიო" იტალიის თასს დაემშვიდობა. I წრეში ეს გუნდი სტუმრად დამატებით დროში დამარცხდა "კაზერტანასთან". შეყილაძე 83-ე წუთზე შეცვალეს.

მოლდოვაში ირაკლი გოგინაშვილის (75-ე წუთზე შევიდა) "სპერანცა" სტუმრად 0:0 დაუზავდა "უნგენის".

ფინეთის რანგით მეორე ლიგა, იუკონენში ქართული დუბლი ვიხილეთ - ირაკლი სირბილაძის კპვ-მ 2:1 მოუგო "იივასკილას". მასპინძელთა გოლები 67-ე და 91-ე წუთებზე სირბილაძემ გაიტანა.

სირბილაძის გუნდმა 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ის 26 ქულით მე-4 ადგილზეა. ეს სირბილაძის მეორე დუბლია სეზონში, მას უკვე 7 გოლი აქვს გატანილი.

ნორვეგიაში გიორგი გოროზიას "სტაბეკი" სტუმრად "სტრომსგოდსეტს" დაუზავდა - 2:2. გოროზიამ მე-5 წუთზე გაათანაბრა. ჩვენებური 71-ე წუთზე შეცვალეს. "სტაბეკი" 16 ქულით მე-13 ადგილზეა.

ისრაელში, ტოტოს თასზე, შოთა არველაძის "მაკაბიმ" თელ-ავივიდან ფეთაჰ-თიქვას "მაკაბის" 1:0 მოუგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

halagaji
mekaraee rogor ikceva xedavtt spartakis janos golebis dros? titkos mas gautanes es golebi hecuxebuli saxitt gamoxatavs u mehleba?!
giorgi
გვალია თუ ჩვენებურია უკრაინის დროშის ქვეშ არუნდა თამაშობდეს
bebeto
ჯანოს კიდევ ბევრი შეუძლია დარწმუნებული ვარ შრომას გააგრძელებს და კიდევ ბევრ სარგებელს მოუტანს როგორც კლუბს ასევე ეროვნულ ნაკრებს, ის ძალიან საჭირო ფეხბურთელია ნაკრებისთვის, კიდევ ბევრი გოლი და საგოლე პასი გაეკეთებინოს.
goga
კვირკველია ვერ გაგაჩავს რუბინი ყიდის უკვე და საერთოდ არც არის სტაბილური მცველი ნახეთ მაგის თამაშები და ნახავთ რამდენ შეცდომას უშვებს.აი ანომ ჭანტურიამ მჭედლომ აბუმ კანკავამ კაშიამ და ვაკომ უნდა გაგაჩონ რა ქვილითაია ვნახოტ რას იზამს რაპიდში გადავა ამ კვირასი
kaxa
ეს სეზონი რაღაც იმედიანად იწყება. თუ წელს ჩვენმა ლეგინერბმა როგორებიც არიან ანანიძე, ყაზაიშვილი,მჭედლიძე, კვირკველია და აბურჯანია თავის შესაძლებლობის 70 პროცენტი გამოავლინეს მაშინ ჩვენ ნაკრებს არაფერი არ გაუჭირდება.
kika
ჯანო გაიხარე კარგი ხარ. ისე ამ ეტაპზე 90 წუთს თუ არ დატვირთავენ კარგი იქნება ჯანოშთვის, იმედია ჯამრთელობა ხელს შეუწყობს.
გოგი
3 კვირის უკან დავწერე რომ ტორპედოში ლეგიონერები არ გაამართლებენ. ინტუიცია სწორი იყო. 5 ლეგიონერი გაუშვეს უკან.
zzz
კობახიძემ 2 საგოლე პასი გააკეთა!
გოგი
ფიფიას უნდა წამოეყვანა ვაწაზე დინამოში.
მამარდაშვილის შანსი. "ითამაშებს თუ არა ალისონი?" - სლოტმა ვითარება განმარტა
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ლივერპული" "გალათასარაისთან" დამარცხდა
[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
"ზორიას" მწვრთნელი: დამავიწყდა, რომ ჯაბა ლიპარტია ქართველი იყო და შევაგინე
"ტორპედო", კიტეიშვილი, ოლაიტანი... - ყველაზე ძვირად ღირებულები ეროვნულ ლიგაში
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
ჯაბა ლიპარტია ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალშია" სინჯებზე
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია