როგორ აათამაშა დმიტრი ალენიჩევმა ქართველი ნახევარმცველი
championat.com-მა ჯანო ანანიძის ბოლოდროინდელ წარმატებებს სტატია მიუძღვნა. გამოცემაში ანანიძის ათამაშებაში მთავარ "დამნაშავედ" "სპარტაკის" თავკაც დმიტრი ალენიჩევს მიიჩნევს.

"ჯანო ანანიძე პრემიერლიგაში ორ წელზე მეტია, უგოლოდ თამაშობდა და უცბად, მან დუბლი შეასრულა.

- ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ! [VIDEO]

ნუმეროლოგიაში ციფრი 7 ბედნიერად ითვლება. "შვიდიანი" მათთვის "ინდივიდუალობის, ხელოვნების" ტოლფასია. აი, მიზეზი, რის გამოც ანანიძემ გოლების გატანა დაიწყო - მან ჯერ კვიპროსელებს გაუტანა, შემდეგ ტულელებს ორი გოლი. 47-ე წუთამდე მხოლოდ ერთ ფეხბურთელს გაჰქონდა გოლები "სპარტაკის" მაისურით და მისი გვარი არ იყო პრომესი.

სინამდვილეში, ნომრის შეცვლამ მეორეხარისხოვანი როლი თუ ითამაშა ანანიძის წარმატებაში. მაგალითად, კირილ კომბაროვს იგივე "შვიდიანი" ვერაფრით შეეშველა გუნდში დამკვიდრებაში.

ის, რომ ჯანო ათამაშდა, ნომრის ცვლილების ბრალი არ არის, მიზეზი ხელისგულზე ჩანს:

ანანიძე გაიზარდა ძალიან ნიჭიერი, მაგრამ მაინც დუბლიორის როლიდან. 24 წლის ასაკში, როგორც იქნა, ჯანომ დაიწყო იმ იმედების გამართლება, რაც მასზე ავანსად ბევრი გაიცა. ის გუნდის ლიდერის ჭაპანს უნდა შეეჭიდოს მისთვის მშობლიურ კლუბად ქცეულ "სპარტაკში".

ერთმა ცნობილმა ექსპერტმა ამ სეზონის წინ ჯანოზე თქვა - ის ან ახლა ათამაშდება, ან - აღარასოდეს, მისთვის გადამწყვეტი სეზონიაო. ვფიქრობთ, ეს შეფასება თავად ჯანომაც ნახა და დაიმუხტა.

თავისი ბოლო გოლი პრემიერლიგაში ტექნიკურმა ნახევარმცველმა გაიტანა... ვერ დაიჯერებთ და, ორზე მეტი წლის წინათ, სულ სხვა გუნდის მაისურით. 2014-ის აპრილში ჯანომ "როსტოვის" შემადგენლობაში "კრასნოდარს" გაუტანა.

ამის შემდეგ ყველაფერი აირია. მურატ იაკინი მას მხოლოდ მანამდე ენდობოდა, სანამ ჯანომ სათასო მატჩზე ციმბირში გაფრენა იუარა. ჯანოს ეს ულამაზო ისტორია კიდევ კარგა ხანს ახსენებდა თავს.

შარშანდელი სეზონი ჯანომ სხვა მიზეზით ჩააგდო - ტრავმები, რომლებიც გამუდმებით უტევდნენ ისედაც არცთუ ფიზიკურად ყველაზე ძლიერ სპარტაკელს.

სხვა, ალენიჩევის ადგილზე, ალბათ, ხელსაც ჩაიქნევდა უიღბლო ნახევარმცველზე და გუნდიდან გაუშვებდა. ალენიჩევი კი ისევ ენდობოდა ჯანოს. ალბათ, მაშინაც, როცა თავად ანანიძეს აღარ სწამდა საკუთარი წარმატების.

ზამთარში მარბელიას შეკრებაზე ალენიჩევი დიდ დროს უთმობდა ჯანოს, აძლევდა რჩევებს. ურჩევდა, არ ეჩქარა მოედანზე დაბრუნება. არადა, ჯანო თითქოს, ნორმალურად გამოიყურებოდა ორმხრივ მატჩებში.

ალენიჩევს მოთმინებით გაჰყავდა ჯანო საჭირო დონეზე. მან, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, შეძლო და მოარგო გასაღები ქართველის არცთუ იოლ ხასიათს.

მწვრთნელმა ჯანოს მოედანზე დიდი უფლებები მისცა და შეგირდიც ამართლებს.

ის, რომ კვიპროსული გოლი შემთხვევითობა არ იყო, ჯანომ კვირას დაამტკიცა. "არსენალის" კარში მან ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაიტანა. მას ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ქართველის ეშმაკური დარტყმული მხოლოდ ზემოდან დაეცა კარის ბადეს.

ჯანოს "სპარტაკის" ახალ მოდელში თავისუფალი მხატვრის როლი აქვს. მსუბუქი, მოძრავი, "სპარტაკის" "შვიდიანი" ხან იქ ჩნდებოდა და ხან აქ მოედანზე. და ყველგან ის გუნდისთვის სასარგებლო იყო.

სტუმრები "სპარტაკის" ფერადკანიან დუეტს, პრომესსა და ზე ლუიშს დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ანანიძე კი, თითქოს, დაივიწყეს. სწორედ ეს სურდა ქართველს.

როცა "არსენალის" ფეხბურთელები მიხვდნენ, ვისგან მოდიოდა მთავარი საფრთხე, უკვე კარგა გვიანი იყო. ტაბლოზე უკვე 2:0 ანათებდა და ბევრს ვერაფერს შეცვლიდი.

მატჩის შემდეგ პრომესთან ერთად, ჯანოც ბევრი აქო ალენიჩევმა, მაგრამ მან ასევე თქვა: "ჯანოს უკეთ თამაში შეუძლია".

მას, წარსულში ძალიან კარგ ნახევარმცველს, ნამდვილად შეუძლია ამის დანახვა. მთავარია, ბიჭი ტრავმებმა აღარ გააწვალოს. მათ ისედაც ბევრი დრო მოპარეს მას კარიერაში".

- ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ! [VIDEO]

- ჯანო ახლა ნამდვილი "მუჟიკია" - ანანიძის რუსული შეფასებები

grisha
ჯანო შე მაგარო!!! კიდევ უამრავი დუბლები, ჰეთთრიკები, პოკერები და მეტი და მეტი გაგეტანოს. ტრავმებს უარი! ჯანოს ჯანმრთელობა და წარმატებები! ნაკრებშიც იბრწყინე!!!
soxumeli
ამ სეზონში ჯანო, ყველას თავისი ადგილი უნდა მიუჩინო და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. წარმატებებს გისურვებ!
daviti
ფაქტია რომ საუკეთესო სეზონი აქვს,ფაქტია რომ ფსიქოლოგიურად ჩვენი გვერდში დგომა ჭირდება. ჩვენი ფუნქცია? ჯანო ძალიან მაგარი ხარ!!!! ეს შენი სეზონია და ფეხბურთი შენი თამაში,გვეამაყები!!!!!
paata
ცარმატებები ჯანო.
gizog
ჯანო მაგარი ხარ, გაიხარე!
ucha
ნუ ხარ ბოღმიანი,ყარაულის თოფი არა ტოლმა.მაგარი ნიჭიერია ჯანო და ამას დაამტკიცებს კიდეც თავისი თამაშით.შენ კი წერე მერე ბოღმიანი კომენტარები
Z.LO
აუ ამას რომ მესამე გოლიც გაეტანა ალბათ სახელმწიფო პრემიაზე წარადგენდნენ. კარგით რაა ვის არ გაუტანია ორი გოლი. 30-40 თამაშში რომ ყარაულის თოფივით გაუვარდება, ასეთი ფეხბურთელი არ მწამს.
ტყეშელაანთ გიჟი
ტრამვები არასწორი ვარჯიშის ბრალია, სჯობს სპარტაკის ახალ ფიზმომზადების მწვრთნელს დაუჯეროს ყველაფერში ჯანომ, თავის პრობლემები სხვას არ დააბრალოს და ალენიჩევის დავალება ეცადოს მინდორზე მთლიანად შეასრულოს და იქნება ექსტრაკლასის დონის ფეხბურთელი, ჭკუა კი აქვს მაგისი.
status quo
კიდევ კარგი,ერთი ნორმალური მწვრთნელი გამოუჩნდა ჯანოს.
jumber
მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა.საუკეთესო იყო.დიდი ტალანტია.ტრამვებს რომ არ დაეტანჯა,ევროპაში ტოპ გუნდში ითამაშებდა.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
რუსული მედია: კახა ცხადაძეს "ქაირათში" დმიტრი ალენიჩევი შეცვლის
ჯანო ანანიძის "სპარტაკი" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
ჯიქიას რუსეთიდან საზღვარგარეთ სურს გადაბარგება, მაგრამ პრობლემა წარმოეშვა
რა ბედი ელის ჯანო ანანიძეს ყურბან ბერდიევის გაწვრთნილ "სპარტაკში"?
ეს ბიჭი აუცილებლად უნდა ავიყვანოთო!.. რა დაუჯდა "სპარტაკს" ჯანო ანანიძე?
ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა
"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკს", დიდი ალბათობით, იტალიელი მწვრთნელი გაწვრთნის
მოსკოვის "სპარტაკში" გლობალური გარდაქმნები იგეგმება - გუნდიდან ჯანო ანანიძეც წავა?
"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
სტივენ ჯერარდს მოსკოვის "სპარტაკის" ჩაბარება შესთავაზეს - ინგლისელის პასუხი ცნობილია