ფრანგი მასში დიდ პოტენციალს ხედავს
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ამბობს, რომ ეს სეზონი კლუბის 22 წლის შემტევი ნახევარმცველის, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ფრანგი სპეციალისტი ცდილობს, შეაგულიანოს ფეხბურთელი, რომელსაც წინა სეზონი პრობლემური გამოუვიდა და ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. იგი 23 თებერვალს "ბარსელონასთან" პაექრობისას დაშავდა და მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვა. ბუნებრივია, ევრო 2016-ზე მოხვედრის შანსიც დაკარგა. ამ ნიადაგზე ოქსლეიდ-ჩემბერლენი წასვლაზე, კლუბის გამოცვლაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ ვენგერს ის გასაშვებად არ ემეტება.

ამერიკის ტურნეში მყოფმა "მეთოფეებმა" გვადალახარას "ჩივასი" დაამარცხეს (3:1) და ერთ-ერთი გოლი სწორედ ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გაიტანა. თანაც უბრალოდ გოლი კი არა, ძალიან კარგი გოლი. თავი ასევე ჩუბა აკპომმა გამოიჩინა და, სხვათა შორის, "ბოლტონიდან" ნაყიდმა მცველმა რობ ჰოლდინგმა.

მოკლედ, ალექსს მუხლი აღარ აწუხებს და ახალი სეზონისთვის მზადაა, მაგრამ ვენგერს სურს, რომ ფიზიკურ მდგომარეობასთან ერთად, იგი მენტალურადაც მოძლიერდეს და თავდაჯერებული იყოს.

"ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი იქნება, რადგან ძალიან დიდი დრო გაუცდა და ახლა კარგად უნდა დაბრუნდეს. მას აქვს სისწრაფე, ტექნიკა, ძალა… მინდა, რომ იმ სიმაღლეზე ავიდეს, რომელზე ასვლაც შეუძლია. შესაძლოა, ჯერ ბოლომდე თავად არ სჯერა იმის, რაც შეუძლია და ეს ნაბიჯიღა დარჩა გადასადგმელი" - განაცხადა ვენგერმა.

მომავალ კვირას "არსენალი" შვედეთში "მანჩესტერ სიტის" გაეჯიბრება ამხანაგურად. აქედან ერთ კვირაში კი "ლივერპულთან" დუელით "მეთოფეებისთვის" ახალი სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
ვენგერს გიბსი ჩემბერლენზე მეტად დაენანა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
"ჩელსი" კიდევ ხუთ ფეხბურთელს იყიდის
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ოქსლეიდ-ჩემბერლენი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს
ტრანსფერ-online: 30 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"ლივერპულმა" ჩემბერლენის ტრანსფერი დაადასტურა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"შარშან უფრო ძლიერები იყვნენ" - ვენგერმა პსჟ-ზე ისაუბრა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა