ორი დღის წინ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა ყველა გააოცა მოულოდნელი განცხადებით...

ორი დღის წინ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა ყველა გააოცა მოულოდნელი განცხადებით: საყოფაცხოვრებო ტრავმის გამო უახლოესი სამი დიდი ტურნირის (სტამბოლი, ცინცინატი, მონრეალი) გამოტოვება მომიწევსო. შეგახსენებთ, რომ 28 წლის ამერიკელმა მარჯვენა ფეხზე ღრმა ჭრილობა მაშინ მიიღო, როცა რესტორანში გატეხილ ჭიქას დაადგა ფეხი. ეს ინფორმაცია ჩოგბურთელმა საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა.

ახლა უიმბლდონის ჩემპიონს ოპერაცია ელოდება, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსს მინიმუმ ოთხი კვირა დასჭირდება. სერენამ აგრეთვე უარი თქვა World Team Tennis-ის კომერციულ სერიაში მონაწილეობაზე. ასევე საფრთხე ემუქრება ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლას - ჩემპიონატი ნიუ იორკში 30 აგვისტოს დაიწყება. გამორიცხული არ არის, იმ დათარსული შუშის ნაჭრის გამო უმცროსმა უილიამსმა სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს.

ასეთ სულელურ ტრავმებს სპორტსმენებში ხშირად აქვს ადგილი. ერთხელ, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მეკარემ სანტიაგო კანისარესმა მსოფლიოს ჩემპიონატი მას შემდეგ გამოტოვა, რაც აბაზანაში ოდეკოლონის გატეხილი ფლაკონის ნამსხვრევზე გაიჭრა ფეხი. ერთი წლის წინ, ამერიკელმა ჩოგბურთელმა სემ კუერიმ ექვსი კვირა ვერ ითამაშა იმის გამო, სასტუმროში შემთხვევით შუშის მაგიდა გატეხა და ხელი დაიზიანა. მაგრამ სერენას პრობლემა ის არის, რომ ჩოგბურთელისა არავის სჯერა. მისი უბედურების შესახებ მონათხრობი საჩოგბურთო კომენტატორებში მხოლოდ ირონიულ ღიმილს იწვევს - ყველა დარწმუნებულია, რომ უილიამსმა უიმბლდონის მოგების შემდეგ შვებულების მოწყობა გადაწყვიტა, პარალელურად, სამაგიეროს უხდის ამერიკის საჩოგბურთო ასოციაციას.

უიმბლდონის ფინალში რუსი ვერა ზვონარევას განადგურების შემდეგ, სერენა უილიამსმა კარიერაში "დიდი სლემის" მე-13 ტიტული მოიგო და WTA-ის რეიტინგში უახლოეს მდევართან 2500 ქულამდე გაზარდა სხვაობა. ამ გმირობების შემდეგ პირველმა ჩოგანმა სამართლიანად მიიჩნია, რომ დასვენება დაიმსახურა. ბოლო რამდენიმე კვირაა სერენა ბოჰემურ ცხოვრებას ეწევა. ის სტუმრობდა NBA-ის ვარსკვლავის კარმელო ენტონის ქორწილს, დაესწრო პრემია ESPY-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას, საკუთარ სახლში გრანდიოზული წვეულება მოაწყო... სავსებით შესაძლებელია, რომ ამ გართობის შემდეგ უმცროსმა უილიამსმა ყურადღება მოადუნა და უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. მეორეს მხრივ, გამორიცხული არ არის, რომ მსოფლიო ჩოგბურთის ლიდერს უბრალოდ დაეზარა სამუშაოზე დაბრუნება და პუბლიკისთვის ჭიქის ნამსხვრევის ეს საშინელი ისტორია მოიფიქრა.

ადრე სერენა და უფროსი და - ვენუსი ხშირად წუწუნებდნენ სხვადასხვა დაზიანებების გამო. ამით ისინი თავიდან იცილებდნენ მათთვის არასასურველ ტურნირებში მონაწილეობას, განსაკუთრებით ეს ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში ფედერაციის თასის მატჩებს ეხება. ამ სეზონში ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ, სერენამ ორთვიანი არდადეგები მოიწყო - მაშინ მან მუხლის ტრავმა მოიმიზეზა. პროფესიულ ტურში დაბრუნებულმა წარუმატებლად ითამაშა მისთვის საძულველ როლან გაროსის გრუნტზე, სამაგიეროდ, სულ მალე რეაბილიტაცია შეძლო, როცა კარიერაში მეოთხედ მოიგო უიმბლდონი. შესაძლოა, ბრიტანულ ბალახზე გამოსვლამ არ არგო სერენას მუხლს - ენტონის ქორწილში მას მარჯვენა ფეხი ორ ადგილას ჰქონდა შეხვეული. მაგრამ ახლა პუბლიკამ ახალი ისტორია მიიღო და მორიგი საბაბი აქვს ჩემპიონის შესაცოდებლად.

უდროო ტრავმის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სერენას დაძაბული ურთიერთობა ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციასთან, რომელიც ამერიკის ღია პირველობისა და US Open Series-ის ტურნირების ორგანიზატორია. ერთი წლის წინ ასოციაცია ერთი სეზონით აპირებდა უმცროსი უილიამსის დისკვალიფიკაციას აშშ-ის ღიას ნახევარფინალში მომხდარი ინციდენტის გამო. მაშინ კიმ კლაისტერსთან მატჩის დროს, უილიამსმა საქვეყნოდ გამოლანძღა ხაზის მსაჯი და მას მოკვლით დაემუქრა. ჩოგბურთელმა არბიტრი არაობიექტურობაში დაადანაშაულა, თუმცა ბოდიშის მოხდა სწორედ ჩოგბურთელს დაევალა.

მაშინ ეს სკანდალი უილიამსის ჯარიმით დასრულდა, მაგრამ ამერიკული ჩოგბურთის მთავარ ვარსკვლავსა და ასოციაციას შორის ურთიერთობა არ მოგვარებული. ტრადიციულად, დები უილიამსები ამერიკის ღია პირველობის პუბლიკისთვის ყველაზე მისაღებ მონაწილეებად ითვლებიან. და ამ ტურნირზე სერენას სავარაუდო არყოფნა უარყოფითად იმოქმედს ბილეთების რეალიზაციაზე. მით უმეტეს, რომ ნიუ იორკში ტრავმის გამო არ ჩავა სერენას ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი - ჟუსტინ ანენი. ასეთი ვარსკვლავების არყოფნა საქმეს გაუადვილებს სხვა ჩოგბურთელებს, მაგრამ ეს ნაკლები ნუგეშია ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციისთვის, რადგან "ფლეიშინგ მედოუს" კორტებზე მაყურებელს, პირველ რიგში, ადგილობრივი ჩემპიონების ხილვა სურს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა