საქართველოს დედაქალაქში ქალთა ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევრო იქნება

ორიოდე დღის წინათ თბილისში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ბულგარელი სილვიო დანაილოვი, რომელსაც "სპორტექსპრესის" კორესპონდენტი ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს მცირეოდენი შემოკლებით.

- საქართველოს დედაქალაქში იმ მიზნით ჩახვედით, რომ მოგელაპარაკათ ქალთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაზე, რომელიც წლეულს მაისში უნდა გაიმართოს?..

- დიახ, თბილისში ამ მიზნით ჩავედი. მას შემდეგ, რაც შარშან დეკემბერში თურქეთის ჭადრაკის ფედერაციამ ჩვენთან ხელმოწერილი კონტრაქტი გააუქმა, ახალი ტენდერი გავხსენით, რომელიც 18 თებერვალს დამთავრდება. საინტერესო და სერიოზული წინადადების მიღების შემდეგ საქართველოს დედაქალაქს ვეწვიე. შევხვდი თბილისის მერს, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ჩემპიონატის გენერალურ სპონსორს - კომპანია "სოკარის" პრეზიდენტ მაირ მამედოვს, რომელიც ამავდროულად აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. დიდი დაინტერესებაა.

- როგორც ამბობენ, თბილისში საპრიზო ფონდი 100 ათასი ევრო იქნება. ეს რეკორდია?

- ეს არის მინიმალური თანხა, რომელიც განიხილება. შესაძლოა, იგი გაიზარდოს. აქამდე ყველაზე დიდი ფონდი პეტერბურგის ევროპის ჩემპიონატს ჰქონდა - 90 ათასი ევრო.

- როგორ აფასებთ თქვენი შეგირდის - ვესელინ ტოპალოვის შანსს ყაზანის პრეტენდენტთა ტურნირში?

- ვესელინი ამ შეჯიბრებისთვის სერიოზულად ვარჯიშობს. თუ ისე მოემზადება, როგორც ანანდთან მატჩისთვის, მაშინ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

- მაშინ არის დიდი ალბათობა, ასპარეზობის ფინალში ტოპალოვი ვლადიმირ კრამნიკს შეხვდეს. ისიც მონდომებით ემზადება...

- სასეირნოდ ყაზანში არავინ ჩავა. დიდ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. ტოპალოვ-კრამნიკის ფინალური მატჩის სანახავად აუცილებელია, ვესელინმა კამსკი და გელფანდ-მამედიაროვს შორის უძლიერესი დაამარცხოს, ვლადიმირს კი გზიდან რაჯაბოვისა და არონიან-გრიშჩუკის შორის საუკეთესოს ჩამოშორება მოუწევს. ამ ორთაბრძოლებში აშკარა ფავორიტს ვერ ვხედავ.

- მაინც რა მოხდება, ფინალში ტოპალოვი და კრამნიკი თუ დაუპირისპირდებიან?

- მაშინ ყაზანში სერიოზული მხარდაჭერა გვექნება. ბულგარეთში კარგად ახსოვთ, რომ უძველეს დროში ყაზანი ბულგარეთის სახელმწიფოს დედაქალაქი იყო (ვოლგის ბულგარეთი X-XIII საუკუნეებში მდინარე ვოლგის შუაწელსა და მდინარე კამის აუზში მდებარეობდა. როგორც სასაზღვრო ციხესიმაგრე, ყაზანი ვოლგის ბულგარეთის ჩრდილოეთით დაახლოებით ათასი წლის წინათ დაარსდა. ძველბულგარულად და თანამედროვე თათრულ ენაზე იგი ქვაბს ნიშნავს - ვ.დ.).

- თქვენი აზრით, ჭადრაკში რა უნდა შეიცვალოს, რომ არ მოკვდეს?

- ბევრი რამ არის შესაცვლელი: უპირველესად, სასტიკად უნდა აიკრძალოს 14-სვლიანი ყაიმები, რომლებსაც სხვადასხვა შეჯიბრებაზე ვხვდებით. წინასწარგანზრახვით პოზიციის სამჯერ გამეორებისას, სადაც ბრძოლა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, მსაჯმა ორივე მეტოქეს წაგება უნდა ჩაუწეროს. ამასთანავე, აუცილებელია ქულათა დარიცხვის "საფეხბურთო სისტემის" შემოღება, რომლის მიხედვითაც ტარდება ტურნირები ბილბაოსა და ლონდონში: მოგებისთვის - სამი, ყაიმისთვის - ერთი და წაგებისთვის 0 ქულა.

აუცილებლად შესამცირებელია დროის კონტროლი - პარტია ოთხ საათზე მეტ ხანს არ უნდა გრძელდებოდეს, გასაუქმებელია სვლაზე ყოველგვარი დამატებითი წამები, რომლებმაც გულშემატკივრებს ისეთი მიმზიდველი სანახაობა წაართვა, როგორიცაა ცაიტნოტი. ყველა ტურნირი კომერციულ საფუძვლებზე უნდა გაიმართოს. ჩვენ ნებისმიერ საიტს ვერ მივცემთ შესაძლებლობას, შეჯიბრების ორგანიზატორებს პარტიის ტექსტები და სურათები მოჰპარონ, რომლებზეც ფულია დახარჯული.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა