სამთო სათხილამურო სპორტი. მსოფლიოს ჩემპიონატი

მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალებს შორის გიგანტური სლალომი პრობლემატური გამოდგა. საქმე ისაა, რომ ორგანიზატორებს რამდენჯერმე მოუწიათ პირველი ცდის გადადება. მიზეზი ტრადიციული იყო - ტრასაზე ნისლი ჩამოწვა და დაშვება შეუძლებელი გახდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და გუშინ გარმიშში მედლების მერვე კომპლექტი გათამაშდა.

პირველი ცდის პირველი ნომერი სლოვენიელ ტინა მაზეს ერგო. მან ისე გაიარა პირველი დაშვება, რომ შემდეგ სტარტზე გასულმა ვერც ერთმა მოთხილამურემ ვერ შეძლო სლოვენიელის დროის გაუმჯობესება. მაზემ ამ ჩემპიონატზე მეორე მედლის მოგების (პირველი პოდიუმი მას სუპერკომბინაციაში ჰქონდა) კარგი შანსი მიიღო, უბრალოდ გასარკვევი იყო, რა სინჯის იქნებოდა ეს მედალი.

ტინას სერიოზული კონკურენტები ჰყავდა - ამ სეზონში გიგანტურ სლალომში მსოფლიოს თასის სამი ეტაპის მომგები, ფრანგი ტესა ვორლი და ამავე დისციპლინაში ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი, გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი. მაგრამ ვორლის პირველი ცდა არ გამოუვიდა და მხოლოდ მე-19 ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, ბრწყინვალე მეორე დაშვებამ ვორლი გადაარჩინა: ის ერთი მეორის მიყოლებით უსწრებდა მეტოქეებს და ბოლო მოწინაღმდეგე, ვინც სამეულიდან ამოაგდო, ელიზაბეტ გიორგლი იყო. ასე რომ, ტესა დამსახურებულად ავიდა პოდიუმის მესამე საფეხურზე. შეგახსენებთ, რომ ვორლი წინა დღეს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა გუნდურ პირველობაში.

ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, ლიდერთა დუეტი იყო. კარგი, მაგრამ ნერვიული მეორე ცდა ჰქონდა 20 წლის იტალიელ ფედერიკა ბრინიონეს, რომელიც შარშან გაიცნეს ამ სპორტის გულშემატკივრებმა. აპენინელს ეს დრო ეყო ვორლის გასასწრებად, მაგრამ სტარტზე იდგა გამოცდილი მაზე, რომელმაც შესანიშნავად იცის, რა არის საჭირო ამ სახეობაში გამარჯვებისთვის.

ვერ ვიტყვით, რომ ტინა მაზემ უნაკლო მეორე ცდა აჩვენა. ბრინიონეს სლოვენიელმა მხოლოდ ცხრა მეასედი მოუგო, რაც მინიმალური უპირატესობაა. მიუხედავად ამისა, ეს სრულიად დამსახურებული ტიტულია მაზესთვის, რომელიც ვანკუვერის ოლიმპიადის პრიზიორიცაა, მაგრამ ასეთი დონის გამარჯვება აქამდე არ ჰქონია.

გერმანულ პუბლიკას კი გუშინ დიდი იმედგაცრუება ელოდა: ვიქტორია რებენსბურგმა ტესა ვორლის ვერაფერი მოუხერხა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა. მარია რიშს ბრწყინვალე შანსები ჰქონდა, მეორე ცდაზე კარგად აიღო სტარტი, მაგრამ დაეცა და მისმა მშობლიურმა ქალაქმა მძიმედ ამოიოხრა.

სუსტად გამოვიდნენ ავსტრიელები - პრაქტიკულად ყველამ ჩააგდო მეორე ცდა. ავსტრიის ნაკრებმა ზედიზედ სამი სტარტი მოიგო ქალებს შორის, მაგრამ გიგანტურ სლალომში უმედლოდ დარჩა.

გიგანტური სლალომი

ქალები

1. ტინა მაზე (სლოვენ) 2:20.54

2. ფედერიკა ბრინიონე (იტა) +0.09

3. ტესა ვორლი (საფ) +0.48

4. დენიზ კარბონე (იტა) +0.74

5. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) +0.88

6. მანუელა მოელგი (იტა) +0.89

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა